Geeky Blog

გოთების მსოფლიო დღე

2015 წლის 22 მაისი

22 მაისი მსოფლიო გოთების დღეა. ოფიციალური მსოფლიო გოთების დღის საიტი აღწერს მას როგორც „დღეს როდესაც გოთური სცენა აღნიშნავს მის არსებობას და შესაძლებლობას, გახადოს მისი არსებობა ცნობილი მსოფლიოსთვის“
მსოფლიო გოთების დღეს საფუძველი ჩაეყარა ბრიტანეთში, 2009 წელს. BBC რადიო 6 ეძებდა რიგ მუსიკალურ სუბკულტურებს. ღონისძიებას გოთი დიჯეები Cruel Britannia და Martin OldGoth გაუძღვნენ. გადაწყდა, რომ 22 მაისი გახდებოდა ამ ღონისძიების რეგულარულად გამართვის დღე.
ტრადიცია გაგრძელდა და გავრცელდა ბრიტანეთის გარეთ, ვებსაიტის ინიციატივით, ღონისძიების მსოფლიო მასშტაბით კოორდინაციისა და რეკლამირების შესახებ.
მსოფლიო გოთების დღე აღნიშნავს გოთური სუბკულტურის სუბ კულტურულ ასპექტებს. კულტურის ასპექტებს, როგორიცაა მოდა, მუსიკა და ხელოვნება, აღინიშნავენ მოდური ჩვენებები, ხელოვნების გამოფენები და მუსიკალური შესრულებები. მრავალი ღონისძიება შეიცავს ადგილობრივ გოთურ ჯგუფებს, ზოგიერთი ჩართულია საქველმოქმედო ღონისძიებებში, ბრიტანეთისა და ავსტრალიის წამყვანი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, როგორიცაა ბრიტანეთის სოფი ლანკასტერის ფონდი, საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელიც ცდილობს შეებრძოლოს დისკრიმინაციას სუბკულტურების მიმართ.
ღონისძიება განვითარდა და აღინიშნება მთელს მსოფლიოში გოთების მიერ, ბრიტანეთის, აშშს, ავსტრალიის, სინგაპურის და სამხრეთ აფრიკის ჩათვლით.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *