Geeky Blog

გოთების ტიპები

2013 წლის 9 ოქტომბერი

გოთიკურ სუბკულტურაში ყველაზე რთული სწორედ გოთების აღწერაა. მათი დაყოფა სახეობებად, ტიპებად, გამოწვეულია მათივე გარეგნობით და ხასიათის თავისებურებებით. ამის მიუხედავად შეუძლებელია იპოვნოთ ორი ერთნაირი გოთი, რადგან ადამიანების ეს კატეგორია ყოველთვის მიესალმებოდა მკვეთრ ინდივიდუალიზმს და სხვებისგან გამორჩეულობას. არცერთი გოთი არ გავს ერთმანეთს არც გარეგნულად და არც ხასიათით, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ დაყოფას სახეობებად, თუმცა, ისინი შეიძლება მივაკუთვნოდ რომელიმე კატეგორიას იმ პრინციპით, რომ თითოეული გოთი რომელიმე სხვა გოთის მონათესავე სულია, მაგალითად, რომანტიკოსები ან ვამპირები.

ძირითადად არსებობს 14 სახეობა. მათგან რამდენიმეს კიდევ აქვს ე.წ. “განშტოებები”. კატეგორიები ასე იყოფა:

:ანხი: Mopey გოთები
:ანხი: Perky გოთები
:ანხი: ისტორიული ეპოქის გოთები (Antiquity, Renaissance, Romantic, Victorian)
:ანხი: ადრეული პერიოდის გოთები (Punk Goth, Post-Punk, Dark Punk)
:ანხი: Corporate Slave გოთები
:ანხი: Cyber და Darkwave გოთები
:ანხი: Androgyn გოთები
:ანხი: Fetish გოთები
:ანხი: Glitter და Fairy გოთები
:ანხი: Gypsy და Hippie გოთები
:ანხი: Tribal გოთები
:ანხი: Western გოთები
:ანხი: Jeans ‘n’ T-Shirt გოთები
:ანხი: Vampire გოთები

განვიხილოთ თითოეული კატეგორია:

Mopey გოთები

ასე უწოდებენ გოთებს, რომლებზეც ყველაზე მეტად ვრცელდება გოთიკური 4 “წესი”. ეს ადამიანები მუდმივად დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან საკმაოდ ჩაკეტილები საკუთარ თავში, ნებისმიერ მოვლენას განსაკუთრებული სერიოზულობით აღიქვამენ… ისინი აღმერთებენ გოთიკურ სამყაროს. შეიძლება ითქვას, რომ Mopey გოთები 100%-იანი, ე.წ. ნამდვილი გოთები არიან. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ გოთიკური სუბკულტურის ფასდაუდებელ განძს, რომელთა რაოდენობა, სამწუხაროდ, თანდათანობით იკლებს…

Perky გოთები

იგივე Perkygoff. ეს ადამიანები Mopey გოთებთან შედარებით მთელ სუბკულტურას გაცილებით მსუბუქად აღიქვამენ. ისინი გოთიკური კლუბების ხშირი სტუმრები არიან, უყვართ გართობა ცხოვრება ისე, როგორც თავად მოსწონთ. მათთვის უცხოა დეპრესია, თავს პირქუში განცდებით არ იტანჯავენ და Mopey გოთებსაც ძალზე მოსაწყენ ადამიანებად მიიჩნევენ. რეალურად მსოფლიოში ყველაზე მეტი გოთი სწორედ Perky-ა და ეს გამოწვეულია იმით, რომ მუდმივ დეპრესიაში ყოფნა, ყველაფრისადმი სერიოზული მიდგომა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ადამიანებისგან იზოლირება ბევრისთვის მიუღებელია. Mopey-სთან შედარებით Perky შესაძლებელია გოთად არც მიიჩნიოთ, მაგრამ ყველაფრის მიხედავად ისინიც გოთიკური სუბკულტურის წარმომადგენლები არიან. უბრალოდ, Perky-ები არ არიან ისეთი სერიოზულები, როგორც Mopey-ები.

ისტორიული ეპოქის გოთები (Antiquity, Renaissance, Romantic, Victorian)

ამ ტიპის გოთების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ჩაცმულობა და გარეგნობა, რაც მთლიანობაში ულამაზეს ეფექტს ქმნის. სამოსი შედგება ხავერდის, ფარჩის და აბრეშუმის კორსეტებისგან, შარვლებისგან, მაქმანებიანი კაბებისა და პერანგებისგან, წვეტიანი გოთიკური ჩექმებისგან… ასეთ სტილში არ გამოიყენება შავი ფერი, თუმცა, არსებობენ ისეთი გოთები, რომლებიც მხოლოდ შავ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება აქსესუარებს, ესენია დიადემები, ხელთათმანები, პატარა ჩანთები… ძირითადად ისტორიული ეპოქის გოთები ძალზე მეოცნებე და რომანტიკული ადამიანები არიან, რომლებისთვისაც რენესანსის პერიოდი უფრო ძვირფასია, ვიდრე თანამედროვე ცხოვრება.

ადრეული პერიოდის გოთები (Punk Goth, Post-Punk, Dark Punk)

ესენი არიან გოთები, რომლებსაც 80-იანი წლების ნოსტალგია აქვთ, იმ პერიოდის, როდესაც გოთიკური სუბკულტურა განვითარებას იწყებდა. ისინი აღმერთებენ ამ პერიოდის გოთიკურ მუსიკას, იკეთებენ ისეთივე ვარცხნილობას, რასაც პირველი გოთები და მათსავით გამოიყურებიან. იცვამენ დახეულ ჯინსებს, ტყავის ქურთუკებს, პირსინგების მაგივრად კი ინგლისურ ქინძისთავებს იყენებენ. ფაქტიურად, ისინი პანკები არიან, თუმცა, უფრო მუქ “ფერებში”.

Corporate Slave გოთები

გოთების ეს სახეობა ჩამოყალიბდა 90-იან წლებში, როდესაც გოთიკურ ტალღას უამრავი ადამიანი შეუერთდა. ამ პერიოდში სხვადასხვა სერიოზულ კომპანიებში მომუშავე ხალხს, რომლებისთვისაც გოთიკური სუბკულტურა აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა, შეექმნა გარკვეული პრობლემები საკუთარი სურვილების გამოხატვასთან დაკავშირებით. სამსახურის გამო მათ უარის თქმა უწევდათ გოთიკურად ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე ამ კატეგორიას ეწოდა Corporate Slave, ანუ “კორპორაციის მონა”. ეს გოთები იძულებულები იყვნენ, ეტარებინათ ის სამოსი, რომელიც მათ გარეგნობას არანაირად შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ასეთი გოთებისთვისაც მოიძებნა გამოსავალი. დღედღეობით მათ სამოსს სიმკაცრის მიუხედავად გოთიკური იერი აქვს შეძენილი. აქსესუარებიდან და სამკაულებიდან მხოლოდ ვერცხლის ბეჭდები და თითქმის შეუმჩნეველი სამაჯურები გამოიყენება, მაკიაჟი კი მინიმალურ დონემდეა დაყვანილი. რაც შეეხება ამ ტიპის გოთების ცხოვრების წესს, ყველაფერი დამოკიდებულია თავად ინდივიდზე. მათი უმეტესობა ძალას არ იშურებს, რომ როგორმე შეუთავსოს ერთმანეთს კარიერა და გოთიკური ცხოვრების სტილი.

Cyber და Darkwave გოთები

მათ ბევრი რამ აკავშირებთ Cyber პანკებთან და ასევე ძალიან გვანან გარეგნულად Fetish გოთებს, თუმცა, მათ აქსესუარებში უფრო მეტი ლითონი ჭარბობს. ეს გოთები გარეგნულად ხშირად საკმაოდ პირქუში, მაგრამ ამავდროულად “ფერადები” არიან. უპირატესობას ანიჭებენ ლატექსის, ტყავის და ტყავის შემცვლელი ქსოვილებისგან დამზადებულ სამოსს. ზოგჯერ იყენებენ ფოსფორიან პლასტიკატსაც, მაგალითად, კორსეტებში. ვარცხნილობა უმეტესად ან ძალიან მოკლე აქვთ, ან ძალიან გრძელი. ხშირად წითელ, მწვანე, იისფერ ზოლებადაც იღებავენ თმებს და ფერად ლენტებს იმაგრებენ. მოსწონთ უხეში მაკიაჟი (მთლიანად ამოშავებული თვალები, შავი ტუჩები, თეთრი სახე), თვალის არაბუნებრივი ლინზები და ეკლიანი, ბასრი სამკაულები. იდეოლოგია Cyber პანკების აქვთ, თუმცა, გოთიკურ მსოფლმხედველობასაც შესანიშნავად ითვისებენ.

Androgyn გოთები

მიუხედავად იმისა, რომ Androgyn-ები გოთები არიან, შეიძლება ისინი ცალკეულ ესთეტიკადაც ჩაითვალონ, ისევე, როგორც Fetish და Vampire ესთეტიკის წარმომადგენლები. ანდროგინობა ითვალისწინებს ადამიანთა უსქესობას, თუმცა, ეს არანაირად არ არის ასექსუალიზმი. ორივე სქესის გოთები იმდენად არ გვანან საკუთარი სქესის წარმომადგენლებს, რომ ძალზე რთულია და ხშირად შეუძლებელიც იმის გარკვევა, ჩვენს წინ ქალი Androgyn დგას თუ მამაკაცი. მათი გარეგნობა გათვლილია თავიანთი სქესის შენიღბვაზე, ამიტომ მამაკაცი Androgyn-ები ხშირად ატარებენ კაბებს, კორსეტებს, ბადისებრ კოფთებს, ე.წ. Combat Boot-ებს… ქალი Androgyn გოთები შედარებით იშვიათად გვხვდება, მაგრამ მათი გარეგნობაც ამ სტილის შესაბამისია. მიუხედავად ამისა, ქალი Androgyn-ების გარეგნობა იმდენად მამაკაცური არ არის, რამდენადაც სექსუალური. ზოგადად ეს კატეგორია Fetish ესთეტიკასთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ სამოსიც ამ სტილის გამოიყენება.

Fetish გოთები

ფაქტიურად, ეს არის გოთიკური სუბკულტურის და Fetish ესთეტიკის შერწყმა. ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სექსუალურ, გამომწვევ სამოსს, რომელიც სხეულს მჭიდროდ ეკვრის. თავის მხრივ, Fetish ესთეტიკა ახლოსაა BDSM “კულტურასთან” (Bondage/Discipline/Sado-Masochism). აქედან გამომდინარე, Fetish გოთები არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მისაღებია სექსუალური სიამოვნების განცდა სადო-მაზოხიზმის ფონზე. ისინი ხშირად ატარებენ ე.წ. “Fetish Party”-ებს. არსებობს ასევე სხვადასხვა კლუბები ამ ტიპის ადამიანებისთვის. განსხვავება ფეტიშიზმის მიმდევრებს და Fetish გოთებს შორის ისაა, რომ გოთები ამ ესთეტიკას შედარებით სხვა კუთხიდან უყურებენ, ანუ ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი გადატანილია არა BDSM-ზე (რაც მიღებულია ფეტიშიზმის მიმდევრებისთვის), არამედ გარეგნულ სექსუალურობაზე, თუმცა, არც მცირე რაოდენობით BDSM-ა Fetish გოთებისთვის მიუღებელი…

Glitter და Fairy გოთები

ამ კატეგორიაში მხოლოდ გოგონები შედიან. შერეული, მხიარული ფერები, ბრწყინვალება მაკიაჟსა და აქსესუარებში, ბავშვური იერი და სინაზე – ეს ყველაფერი Glitter და Fairy გოთებს ახასიათებთ. ამ ტიპის გოგონები უმეტესად მოზარდები არიან, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ბავშვური ცხოვრება, თუმცა, მათი შინაგანი სამყარო მაინც სევდიანია. ეს გოთები ატარებენ ფერიების სტილის სამოსს (მაგალითად, მხრებზე პეპლის პატარა ფრთებით), ერთმანეთს უხამებენ მკვეთრ და ნაზ ფერებს, ხშირად ვარდისფერ, ცისფერ ან სალათისფერ პარიკებსაც იკეთებენ. თუმცა, არსებობენ პირქუში Glitter და Fairy გოთებიც, რომლებიც ლამაზი და ნატიფი სამოსის ფონზე მკვეთრად იშავებენ თვალებს ან ტუჩებს, ან სულაც შავი ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, ამ ტიპის გოთების გარეგნობა ისეთივე ნაზია, როგორც მათი ხასიათი.

Gypsy და Hippie გოთები

ეს კატეგორია ძირითადად ასაკოვანი და ხანდაზმული გოთებისგან შედგება. უმეტესობა რელიგია Wicca-ს მიმდევარია. მათი სამოსი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა და ამავე დროს – სხვადასხვა ქსოვილისა და ფერის (მუქი წითელი, მუქი მწვანე, ლურჯი). ატარებენ თავიანთი რელიგიის შესაბამის სამკაულებს ამულეტების და თილისმების სახით, რომლებიც ძირითადად ხისგან და ლითონისგან მზადდება. გარეგნულად ძალიან გვანან ბოშებს და ჰიპებს, გათავისებული აქვთ მათი იდეოლოგია და ცხოვრების წესი, თუმცა, ამავდროულად იზიარებენ გოთიკური მსოფლმხედველობის არსს.

Tribal გოთები

ეს სახეობა ახლოსაა Modern Primitives-ის ესთეტიკასთან. ეს გოთები მთელ სხეულს პირსინგებით, ტატუებით და იარებით იფარავენ. სამოსის სტილი განსაზღვრული არ აქვთ. არც მაკიაჟს მიმართავენ ხშირად (თუმცა, თუ Tribal გოთი მაკიაჟს იკეთებს, აუცილებლად უხეშ და შემაძრწუნებელ შტრიხებს მიმართავს). თმას ძირითადად საფეთქლებთან იპარსავენ და იღებავენ არაბუნებრივ ფრად… უპირატესობას ანიჭებენ მასიურ ლითონის სამკაულებს და აქსესუარებს, ჯაჭვებს, ეკლებს და ა.შ. ამ გოთების “სისუსტე” – პირსინგები, ტატუები და იარები მათ სხეულზე ზოგჯერ იმდენად დიდი რაოდეობითაა და თან ისეთ უცნაურ ადგილებში, რომ ასეთი რამის მოფიქრებას მხოლოდ შეშლილი ფსიქიკის ადამიანი თუ მოახერხებს…

Western გოთები

შესაძლებელია, უცნაურად მოგეჩვენოთ გოთიკური და ვესტერნის სტილების ერთმანეთთან შერწყმა, მაგრამ ასეთი რამე რეალურია. Western გოთების გარეგნობა მოიცავს როგორც გოთიკური, ასევე Cowboy-ს სამოსის და აქსესუარების გარკვეულ ელემენტებს. ტყავის ჟილეტები, დეზებიანი ჩექმები, შლაპა – ეს ყველაფერი Western გოთების განუყრელი ატრიბუტებია, რომლებსაც შესანიშნავად უხამებენ გოთიკურ სამოსს. რეალურად კი მათი ცხოვრების სტილი გოთიკური უფროა, ვიდრე Cowboy-ს. მართალია, ამ ადამიანების რიცხვი არც ისე ბევრია, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ Western გოთების კატეგორია წარსულს ჩაბარდეს და სამუდამოდ გაქრეს, რადგან დღესაც არსებობენ Fields Of The Nephilim-ის თაყვანისმცემლები. სწორედ იმ ჯგუფის, რომლის წყალობითაც ჩამოყალიბდა გოთების ეს სახეობა.

Jeans ‘n’ T-Shirt გოთები

გოთებს შორის ყველაზე უბრალო და არაფრით გამორჩეული ტიპია. ამ კატეგორიაში შედიან გოთები, რომლებისთვისაც გარეგნულ იერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი იცვამენ ჯინსის შარვლებს, საყვარელი ჯგუფის მაისურებს და საერთოდ არ აინტერესებთ ის, თუ როგორ სამოსს, აქსესუარებს, სამკაულებს, ვარცხნილობებს და მაკიაჟს ანიჭებენ უპირატესობას სხვა კატეგორიის გოთები. ამ ადამიანებს საკუთარი შინაგანი სამყარო, ხასიათი და სულიერი მდგომარეობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, რომ სხვის თვალში გოთებად გამოჩნდნენ. Jeans ‘n’ T-Shirt გოთები მაკიაჟსაც კი არ იკეთებენ, ან თუ იკეთებენ, მაშინ ის მინიმალურ დონემდე დაყავთ. აქედან გამომდინარე, ეს კატეგორია თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველია, რადგან ადამიანთა უმეტესობა მათ გოთებად ვერ აღიქვამს.

Vampire გოთები

საკმაოდ ახლოს არიან Vampire ესთეტიკასთან. გოთების ეს სახეობა გარკვეულწილად ისტორიული ეპოქის გოთებსაც გავს. ეს ადამიანები საკუთარ თავებს ვამპირებს უწოდებენ და ყველანაირად ცდილობენ, მათ დაემსგავსონ – იგრძელებენ და ინერგავენ ეშვებს, ან უბრალოდ, იყენებენ სპეციალურ კბილის პროთეზებს, უპირატესობას ანიჭებენ რომანტიკულ სტილს (ხავერდის და ფარჩის გრძელი კაბები, კორსეტები, მაქმანებიანი პერანგები და ა.შ.), იკეთებენ ვერცხლის(!) სამკაულებს სიმბოლური გამოსახულებებით, რომელთა შორის გამრჩეული ადგილი უჭირავს ანხს ( :ანხი: თ. მ. ) – მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს (რადგან ვამპირები უკვდავები არიან)… Vampire გოთების მაკიაჟი ძირითადად შეუმჩნეველია, თუმცა, ტუჩებს ყველაზე ხშირად სისხლისფრად იღებავენ. ასევე, თვალებში ისვამენ სხვადასხვა სახის და ფერის სპეციალურ ლინზებს, მაგალითად, კატის თვალისებრს, წითელს, თეთრს, შავს და ა.შ. ზოგიერთი Vampire გოთი უარს არ ამბობს სისხლის გასინჯვაზეც, თუმცა, მათ საყვარელ სასმელად მაინც წითელი ღვინო რჩება (კი აბა! თ. მ.). ფაქტიურად, გოთების ამ კატეგორიას ყველაზე მეტად აქვს დაკაგული რეალობის აღქმა (საიდან დაასკვნეს? თ. მ.). ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ და მიუხედავად “ვამპირიზმისა” (ბრჭყალები ზედმეტია. თ. მ.), არავის ერჩიან. თუმცა, სწორედ მათ მიერ შექმნილი ხელოვნებაა ყველაზე “სისხლიანი”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები ორ სამყაროს შორის არიან მოქცეულები (ყველაფერს ვერ გააკეთებ, რაზეც ოცნებობ. თ. მ.). ისინი მთელი მონდომებით ცდილობენ, გაექცნენ რეალური ცხოვრების სიმახინჯეს და იცხოვრონ იქ, სადაც თავს მეფეებად და დედოფლებად იგრძნობენ, თუნდაც ოცნებების სამყაროში…

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში Perky გოთების გარდა ყველაზე გავრცელებულები არიან Antiquity, Fetish, Androgyn და Vampire გოთები, თუმცა, სიმცირე არც სხვა კატეგორიებში შეიმჩნევა.

წყარო: farvanna.blogspot.com

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

4 კომენტარი ჩანაწერზე „გოთების ტიპები“

    • კაი თემაა , უბრალოდ იცი რა ხდება? როცა ბიჭს გრძელი თმა აქვს უსმენს როკს(გოთიკ როკს,მეტალს …) ხალხი არ უყურებს მას როგორც გოთს ან პანკს ან მეტალისტს . ხალხი უყურებს მას როგორც ერთ საცოდავ არსებას რომელსაც ვერ გაურკვევია რა სქესისაა.მე პირადად წლებია გოთიკით ვარ დაკავებული. შევისწავლი, ვუსმენ,ვიზიარებს სხვის აზრს სუბკულტურებზე . მოშვებული მაქვს თმები სადგაც მკერდამდე მწვდება, მაცვია პინკ ფლოიდის მეტალიკის 69 ეიეს WT ს მაისური ან რამე მსგავსი. ხალხი ეგრევე ამბობს შეხედეთ პიდარასტი სატანისტი, როკს რაზე უნდა უსმინო ეს ხომ ეშმაკის მუსიკაა ,გავივლი ცოტას გადმოხტება ვიღაც გამოსირებული და კონჩიტა კონჩიტა აღარ შემიძლია უკვე ,ისე დამაკომპლექსა ამ ხალხმა ხანდახან ვფიქრობ რა სარგებლობა მომაქვს ამ ქვეყნისთვის ან ოჯახისთვის, ან ვინმესთვის, ვარ ერთი უბრალო უსარგებლო არსება რომელიც თავის გარეგნობით აღიზიანებს ხალხს რომლებიც როკერებს და პიდარასტებს ვერ არჩევენ პინკ ფლოიდი ნირვანა და … ჯგუფები უბრალო მოდის ბრენდები გონიათ.ბევრჯერ გამჩენია სურვილი გადამეჭრა ვენები და მოვშორებოდი ამ გარემოს.საქართველოში აზრი არ აქვს რა სუბკულტურის წარმომადგენელი ხარ გოთი,პანკი თუ რა ხალხი გიღებს როგორც პიდარასტს ან კონჩიტას ან სატანისტს.მადლობა ყურადღებისთვის

      • Vampire ამბობს:

        ეს გზა ყველას აქვს გამოვლილი ვინც განსხვავებულად გამოიყურება დამიჯერე :) წამოძახილები არც ისე იშვიათია გაუნათლებელი ბრბოსგან, არც მე მომკლებია კომენტარები:
        როკერი (სამაჯურის გამო)
        ეკლები გაქვს გოგო? (ესეც იგივე სამაჯურის გამო, ავტორი – ვიღაც დაჩამიჩებული ბერიკაცი) :D
        ამ გოგოს ძაღლის საყელური რატომ უკეთია? (კომენტარი ერთი ვაი ფოტოგრაფის მიერ ატვირთულ ჩემს სურათზე)
        გახვრეტილი გაქვს? (ვიღაც *** მაშტერდება პირსინგზე სერიოზული სახით, ვიფიქრე რაღაც ჩავარტყა მეთქი, მაგრამ მერე ვივარაუდე, რომ ხელს შემიბრუნებდა და…) :D
        რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არც მომწონს ასეთი რაღაცეების გახსენება, ბევრი განსხვავებული იმიჯის ადამიანისგან მსმენია მსგავსი რამ… ნუ რა ვთქვა… ამის გამო ხშირად იზღუდები და ისე ვერ იცვამ როგორც გინდა, მაგრამ აზრი? უბრალოდ აგრესიის დონეა მაღალი მასაში და აღარ იციან ვის გაჰკრან კბილი, როგორც არ უნდა მოიქცე, ყოველთვის გამოჩნდებიან არსებები, ვინც შენს მიწასთან გასწორებას შეეცდებიან… უბრალოდ ის უნდა იყო ვინც ხარ… და თავს არ გრძნობდე უბადრუკად რადგან უბადრუკი თავად ეს მასაა, ქმნილებები, ვინც აღარ იციან, ვის ეცნენ… ღირსეული ადამიანი არასდროს არავის დაამცირებს უმიზეზოდ, ვინც თვალში არ მოგდის იმას არ ნიშნავს რომ უნდა აგრძნობინო, ასე მხოლოდ დაბალი დონის ადამიანები იქცევიან და არ უნდა დაკომპლექსდე… უსარგებლობაზე რა ვთქვა, მეც ხშირად მაქვს ეგ შეგრძნება და ეს აუტანელია… როცა ბევრი არაფერი შეგიძლია… მაგრამ რაღაც შეგეძლება :) აკეთე ის რაც მოგწონს და გამოგდის… და თუ არ გამოგივა, შეისვენე, მოთმინება მოიკრიბე და ისევ შეუტიე :) მე არ ვარ ის პირვნება, ვისაც სწამს, რომ თუ ცდას არ დააკლებ ყველაფერი გამოვა – ასე რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება, რომ რაღაცას შველის შეუპოვრობა. :) ამიტომ პირველ რიგში მოთმინებაზე უნდა იმუშავო, ეცადე იგნორირება გაუკეთო გამაღიზიანებელ რაღაცეებს, ნეგატიური მოვლენები მეხსიერების შორეულ კუნჭულში მიმალე… თვიტკრიტიკულობა კარგი თვისებაა, მაგრამ დაკომპლექსებაში არ უნდა გადაიზარდოს, ნერვებს ნუ გაიფუჭებ. :)

      • dark vikernes ამბობს:

        Dabali donis sociumi romelsac hgonia rom goti , emo, punki, metalhedi da ase shemdeg satanistebi arian. Amat azrs sul nu mousment me lamis jvarze macves imis gamo rom laveian satanisti var mesmis tqveni tqven martlac ar xart satanistebi tqven xalxi xart visac moswons cxovrebashi kargi da lamazi stili subkulturebi. Rac sheexeba satanizms is otx nawilad iyofa bevrs vezizgebi imis gamo rom amobrunebul jvars vatareb magram katebis gatyaveba sul sxva ram aris magalitze getyvit. Dampal qristianebsac xom uyvart cxovelebis gatyaveba ,,qristestvis” magram es cxoveli shesadzloa iyos xbo, cxvari da rodesac me katas vatyaveb an vgudav mec amas chemi batonistvis vaketeb me vaxrchob katas cxovels romelic yvelafershi gamousadegaria is arc xboa da arc cxvari. Ertaderti rashic kata gamoiyeneba es ritualia da amis gamo sadist nabichvrebad gvtvlian. P.S saboloo daskvna ki is aris rom dampali qristianebi ufro sadistebi arian THE END .

      • 𝖁𝖆𝖒𝖕𝖎𝖗𝖊 ამბობს:

        მისი არ ვიცი და მე არც ვაქცევ ყურადღებას… პრინციპში ზოგიერთი ახალგამოჩეკილი გოთიდან უფრო მეტი ნეგატივი მოდის ვიდრე მასებიდან, 24/7ზე რომ youtubeზე გდების მეტი საქმე არ აქვთ და თავი უკვე გოთიკის მამები ჰგონიათ, რადგან ყველა გოთურ ჯგუფს მოუსმინეს (მოსწონდათ თუ არა), ასეთები უფრო მეტად ზღუდავენ სუბკულტურას და ჩარჩოებში ცდილობენ შეტენონ.
        სატანიზმს რაც შეეხება მე მყოლია სატანისტი მეგობრებიც, ორთოდოქსებიც, ისლამისტებიც კი… ჩემთვის როგორც ათეისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას დაიჯერებს, ხბოს და ასეთი რამეების მოკვლა უფრო მისაღებად სავარაუდოდ იმიტომ ითვლება, რომ ადრე თუ გვიან მაინც უნდა დაეკლათ მუცლის ამოსაყორად და ბარემ რიტუალისთვის გამოიყენეს. აზრზე არ ვარ. :D სამყარო ასეა მოწყობილი, ერთი უნდა განადგურდეს რომ მეორე გადარჩეს, ჩვენ ვეგეტარიანელებიც რომ გავხდეთ ყველა, ბუნების კანონს ვერ შევცვლით, ცხოველები მაინც განაგრძობენ ერთმანეთის დაჭმას…
        ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს რამეს მოკლავთ თუ არა, მასები უმაგისოდაც ვერ იტანენ სატანისტებს. უბრალოდ პენტაგრამის ავატარზე დაყენებისთვის დამბლოკეს ერთ chatში თინეიჯერობაში, ბაფომეტიც კი არ ყოფილა… უბრალოდ როგორც ჩანს ადამიანები ევოლუციის ჯერ კიდევ ძალიან დაბალ საფეხურზე ვდგავართ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *