Geeky Blog

გოთური არქიტექტურა

2013 წლის 27 ივლისი

სურათი
გოთური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებშია წარმოდგენილი.

გოთური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.

სიტყვა „გოთური“ ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. „გოთური“ ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღეისთვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტორული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

ისტორია

პირველი გოთური ნაგებობები გაჩნდა 1130–1150 წლებში ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus–ს ანუ „ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას“ უწოდებდნენ. კაპეტინგების მეფობის პერიოდში გოთური არქიტექტურა განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან მორწმუნეთა რიცხვი დიდი იყო. ამავე პერიოდში ვითარდებოდა ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევდა ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.

პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის სენ–დენისის სააბატო.

გოთური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოსოებს შორის კონკურენცია. ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

1 კომენტარი ჩანაწერზე „გოთური არქიტექტურა“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *