Geeky Blog

გოთური ქორწილი

2013 წლის 15 აგვისტო


საინტერესო რამაა, თუმცა მე უკეთ მოვაწყობდი, სიძე და ფული მაკლია თორემ, ფანტაზია ჭარბად მაქვს. :D
ბევრი რამ არ მომეწონა:
მუსიკა რამე უფრო წყნარი, რომანტიკული და გოთური აჯობებდა, მაგ. დარკვეივის ჟანრში… :)
თაიგული შავი ვარდებისგან რომ ყოფილიყო შემდგარი, უკეთესი იქნებოდა.
ტაძარი არც ისე შთამბეჭდავია, აჯობებდა უფრო გოთიკური და პირქუში იერსახე ჰქონოდა. და საერთოდაც, ყველაფერი შავ-თეთრ-წითელ ფერებში რომ ყოფილიყო…
ტორტი დაახლოებით ამათ რომ ჰგვანებოდა…
სურათი
კაბა რაღაც ამდაგვარი…
სურათი
და ბოლოს, ეფექტური იქნებოდა მტრედების ნაცვლად ყორნების ან ღამურების გაშვება… არც სისხლიანი ამბორი იქნებოდა ურიგო. :)

P. S.
აი, ასე უნდა ქორწილი: ცემა-ტყეპის, გინების, უგონოდ დათრობისა და მამაკაცების გარეშე, რომლებიც სვავენ, ერთმანეთს კოცნიან, შემდეგ კი ჰომოსექსუალებს ცემით კლავენ. :დაცინვა:

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *