Geeky Blog

ფრჩხილების შეღებვა დამწვარი ქაღალდის მსგავსად (გაკვეთილი)

2014 წლის 11 ივნისი

ეს გაკვეთილი ძალიან გამოადგებათ მათ, ვისაც მოსწყინდათ უბრალოდ შეღებილი ფრჩხილები და არც ზედმეტი დროის დახარჯვა სურთ რთულ პროცედურაზე.
დაგჭირდებათ: თეთრი (ან ღია წაბლისფერი, თუ ძველი ქაღალდის ეფექტის მიღწევა გსურთ), შავი ან მუქი ყავისფერი (იმ შემთხვევაში, თუ დამწვარი ქაღალდის ეფექტი გინდათ და არა უბრალოდ ქაღალდის) და უფერო ფრჩხილების ლაქი, გაზეთი და არაყი.

image ნაბიჯი 1. შეიღებეთ ფრჩხილები თეთრად და დაელოდეთ ლაქის გაშრობას.



ნაბიჯი 2. აიღეთ გაზეთი (სასურველია წარწერები მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდეს) დაჭერით ფრჩხილის ზომაზე და არაყში დაასველეთ.


ნაბიჯი 3. დაიდეთ ფრჩხილზე და მაგრად მოუჭირეთ მეორე ხელის თითები რამდენიმე წამის განმავლობაში (ისე მაგრადაც ნუ მოუჭერთ, რომ ფრჩხილი დაიზიანოთ ან თითი მოიტეხოთ :D ).

ნაბიჯი 4. ამის შემდეგ თქვენი წარწერებით დამშვენებული ფრჩხილი უფერო ფრჩხილების ლაქით დაფარეთ (თორემ ძალიან იოლად წაიშლება).

ნაბიჯი 5. დაიწვეთეთ ფრჩხილზე შავი ფრჩხილების ლაქი.





ნაბიჯი 6. გადღაბნეთ შავი ლაქი.














ნაბიჯი 7. მოიცილეთ ლაქის მცირე ნაწილები ისე, რომ ფრჩხილი გამოჩნდეს.










ესეც შედეგი :)
image

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *