Geeky Blog

დედოფალი

2013 წლის 26 ივლისი

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ეს სასაცილო და არასერიოზულია, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამით გაერთოს კაცი, მაგრამ მაინც დავწერე, ალბათ, თითები მექავებოდა :D
„დედოფალი“ ინგლისელი ბოშების ძველისძველი მკითხაობაა, რომლის ჩასატარებლადაც დაგჭირდებათ 7 ხის ჩხირი: მათგან 3 ნეკის სიგრძე უნდა იყოს, 4 — შუა თითის სიგრძის. გრძელი ჩხირებიდან ერთ–ერთი უნდა იყოს სხვებზე მსხვილი. მას „დედოფალს“ უწოდებენ.

„დედოფალი“ თქვენი ტერფების ჰორიზონტალურად მოათავსეთ იატაკზე ან მიწაზე, დანარჩენი 6 დაიკავეთ მათ თავზე. დახუჭეთ თვალები და კონცენტრირება გააკეთეთ კითხვაზე, რომლის პასუხიც ან დადებითი ან უარყოფითი უნდა იყოს მკითხაობის შედეგად. ჩხირები ხელის გულებით კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ, ისევ თვალდახუჭულმა ჩხირები გადაიტანეთ მარჯვენა ხელში. რომელიმე ჩხირს მოკიდეთ მარცხენა ხელის შუა და საჩვენებელი თითები, მარჯვენა ხელი კი ამოაბრუნეთ ისე, რომ ჩხირები ძირს დაცვივდნენ იმ ერთის გარდა, რომელიც მარცხენა ხელით გიჭირავთ. ახლა კი გაახილეთ თვალები და დააკვირდით როგორი მდებარეობით განლაგდნენ ჩხირები „დედოფლის“ გარშემო.

იატაკზე „დედოფალთან“ ახლოს გრძელი ჩხირები უფრო მეტია, ვიდრე მოკლე?
თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვაზე პასუხი დადებითია.

„დედოფალთან“ ახლოს უფრო მეტი მოკლე ჩხირებია, ვიდრე გრძელი?
პასუხი უარყოფითია.

თუ ერთ–ერთი ჩხირი „დედოფალს“ შეეხო: წარმატება ისეთი იქნება, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს, ჩანაფიქრი დაბრკოლების გარეშე აგისრულდებათ, იმდენად რამდენადაც გარეშე ძალების დახმარების იმედიც გაქვთ, ისინი კი მართლაც დაგეხმარებიან.

თუ რომელიმე ჩხირი არა იატაკზე, არამედ სხვა ჩხირებზე დაეცემა: ეს ნიშნავს, რომ გაურკვევლობა მოგელით — თქვენი ჩანაფიქრი პრობლემატურია, სათუოა მისი ასრულება.

თუ ჩხირები სხივისებური ფორმით განლაგდა, ბოლოებით „დედოფლისაკენ“: თქვენი ჩანაფიქრის ასრულებაში ლომის წილი თქვენ მიგიძღვით, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოვა.

თუ არცერთი ჩხირი არ არის „დედოფლისაკენ“ მიმართული: ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მაინც გადაწყდება, მიუხედავად იმისა, იაქტიურებთ თუ არა თქვენ მის გადაჭრაზე.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *