Geeky Blog

დემონები

2013 წლის 27 ივლისი

დემონები, მათი წოდებები, ფუნქცია, მოვალეობები და ზოგადად ინფორმაცია მათ შესახებ.

Lucifer — სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში განდგომილ ანგელოზს, სატანას უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიის ტექსტში (ისაია 14:3=20) ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე სახელით „დილის ვარსკვლავი“ (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად, პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი. ლათინურად სიტყვა „Lucifer“ რაც ნიშნავს „სინათლის მომტანს“ (სიტყვებიდან Lux, Lucis, „სინათლე“ და Ferre, „მოტანა, გაჩენა“). „დილის ვარსკვლავის“ სახელია (ანუ პლანეტა ვენერა გარიჟრაჟზე გამოჩენისას).
Lucifer — იმპერატორი
Belzebuth — თავადი
Astaroth — უმაღლესი ჰერცოგი.
შემდეგ მოდიან უმაღლესი სულები, რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:
Lucifuge — პირველი მინისტრი
Satanachia — უდიდესი მხედართმთავარი
Agaliarept — ასევე, მხედართმთავარი
Fleurety — მრჩეველი
Sargatanas — ბრიგადირი
Nebiros — მარშალი.
ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას, რომლებიც არიან თვრამეტნი, კონკრეტულად კი:
Bael, Agares, Marbas, Pruslas, Aomon, Barbatos, Buer, Gusoyn, Botis, Bathim, Pursan, Eligor, Loray, Valefor, Fakail, Ayperos, Naberus, Glasialabelas.
Lucifuge–ს ემორჩილებიან პირველი სამი; Bael, Agares, Marbas. Satanachia–ს Pruslas, Aomon, Barbatos. Agaliarept–ს Buer, Gusoyn, Botis. Fleurety–ს Bathim, Pursan, Eligor.
Sargatanas–ს Loray, Valefor, Farail. Nebiros–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas.

პირველ მათგანს — Lucifuge Rofokal–ს (ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევდრომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.
მეორე მათგანს, Satanachia–ს თავის ქვეშევდრომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ რაც მოესურვება.
მესამე — Agaliarept–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.
მეოთხე Fleurety–ს შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე, რომელიც აუცილებლად ამ დროში უნდა გაკეთდეს. მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.
მეხუთე, Sargatanas–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი, გადააადგილოს იქ, სადაც მოესურვება, გახადოს მისთვის ყველაფერი ხილული ან უხილავი, გახსნას ნებისმიერი საკეტები, ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.
მეექვსე სულს Nebiros–ს აქვს ძალაუფლება, მიაყენოს ზიანი ყველას, ვისაც მოინდომებს. შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან. ასწავლის მეტალებს, მინერალებს, მცენარეების თვისებებს, ასევე ყველა ცხოველის. მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელი ჯოჯოხეთის სულებში. იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ჯოჯოხეთის არმიას.

Samael — უმაღლესი სული, დაუბადებელი, შეუქმნელი, მუდმივი, სიბნელე ყოველგვარი სინათლის გარეშე. მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით. ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე. მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგისა და ბუნების დემონისთვის. სატანა არის განდგომა, უარყოფა, ბელიალი კი — სივერაგე. ისინი არიან სამაელის ორი სახე. პირველის სიმბოლოა შავი მამალი, მეორის — ფრთებიანი ადამიანი.
Lilith — სამაელის მეუღლე, უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი. ყველანაირი უსიცოცხლობისა და უწმინდურობის დედოფალი. ლამიების, ბავშვთა მკვლელების მფარველი. ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც დედაბერი შავ სამოსში.
Belzebub — სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე, პირველყოფილი ბოროტება. მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს, ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელია. ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი, ცხენის თავი, შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე. ის არის იმათთაგანი, რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
Asmodeus — მოხიბვლის, სიცრუისა და ტყუილის ძალა. ჯოჯოხეთის საგანძურის მცველი და მფარველი. ცხადდება როგორც უდიდესი მეფე, ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას, ვინც მას მიართავს. მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი. მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები. ის მბრძანებელია მაქციათა სულების და სულების სამოცდათორმეტთაგან (მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება). მის საპატივცემლოდ წვავდნენ და ანთებდნენ სტიქსს და ამბრას.
Astaroth — გარდასახვათა მბრძანდბელი, მიცვალებულთა მეუფე, ჯადოქართა და ოქროს მაძიებელთა მფარველი. მისი სახეა მყრალი წვიმა, მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა, რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე. მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
Moloch — ახალშობილთა მშთანთქმელი, შეუბრალებელი შურისძიება. უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთის. დამწვარი სულების მბრძანებელი. მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა. მისი სიმბოლოებია რკინის ღუმელი და უდიდესი გამხმარი ხე. მისი გამოძახება შეუძლებელია, რამეთუ არ მოიძებნება ადგილი დედამიწაზე, რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას. მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე, მოიტანს უბედურებას ამ სახლში, ხოლო ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე, მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს. უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა — ხუთი სამიანია მის შემცველობაში, რომელიც მოასწავებს დაბადებას, მაგრამ არა სიცოცხლის, არამედ — სიკვდილის…
Adramelech — ჯოჯოხეთის მოსამართლე და მცველი, მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი. მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი. ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში, მელოტი თავით. მას არ აქვს სიმბოლო, რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისა და ის ყველაფერშია. მას ემორჩილებიან ვირთხები, აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.
Namaah — შიშის მბრძანებელი, ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი, ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი. ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი, წელამდე შიშველი, ქუხილისფერი ტანით, გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე. მასთან კავშირი გამომძახებელს საშუალებას აძლევს მაქციებსა და ვამპირებს ესაუბროს მათ საკუთარ ენაზე.
Typhon — ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი. ცხადდება როგორც თეთრი გველი, გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.
Inhabulos — ჯოჯოხეთის გარე წრის მცხოვრები კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე. ცხადდება როგორც თეთრი ცხენი, მისი გამოძახებისას არის საშიშროება, რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი. ის აგრეთვე მბრძანებლობს კეთრზე, რომელიც სტანჯავს მოკვდავებს.
Abaddon — სიცარიელის დემონი. მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის, რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს — „არავინ“. მის მფლობელობაში შედის გვალვა და კალიები, აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება, რომელიც მოულოდნელად ატყდება თავს ხალხს. ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი — ჩამოკიდებული ხორცის ნაგლეჯებით. მას არ აქვს სიმბოლო. იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს.
Azazel — მცველი, მფარველი, მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს. შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას. ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედეგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები. მისი გამოძახება არ შეიძლება, რადგან ის თავად მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
Lyma — ლილითის დამხმარე, რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება. ის მფარველობს დედებს, რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები, რათა დაფარონ საკუთარი სირცხვილი. ცხადდებება შავი ზეწრის სახით, რომელიც ფრინავს მიწის ზემოთ.
Hecata — ლილითის დამხმარე. აქვს სიმბოლო. ღამისა და მოჩვენებათა ზმანების დედოფალი, მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით, შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.
Belfegor — ასმოდეის დამხმარე, სიმდიდრისა და ფუფუნების ჟინი. გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით, ალისფერ ტანსაცმელში, გვირგვინით თავზე, ხალისით მიდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან. თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ, სანამ დათანხმდებიან, წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
Abygor — ბაალის დამხმარე. მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“. ლიმბის გუშაგი. ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და ჩაფხუტში. მას იძახებენ მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისთვის, როგორიც შესაძლებელია.

ინკუბუსი

ინკუბუსი წარმოადგენს დემონს, რომელსაც მამაკაცის ფორმა აქვს და მძინარე ქალებთან ამყარებს სექსუალურ კავშირებს. ზოგჯერ ეს ხდება სიამოვნების მიღების მიზნით, ზოგჯერ დასაორსულებლად. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, რომ ინკუბუსთან ხანგრძლივ და მრავალჯერად ურთიერთობას მოჰყვება ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, ზოგჯერ კი სიკვდილიც. ამბები ადამიანისა და დემონის ურთიერთობის შესახებ ძირითადად შუასაუკუნეებს მიეკუთვნება, თუმცა დღესდღეობითაც არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იგივე რამ გადახდათ თავს.
ინკუბუსის წარმოშობაზე, გარდა პირდაპირი ახსნისა (რომ ქალებს მართლა დემონებთან ჰქონდათ სექსი), სხვა ვერსიებიც იყო. შეიძლება მსხვერპლებს ჰქონდათ ძილში პარალიზება ან ნახევრად ცნობიერი სიზმარი, რაც ადამიანში იწვევს ზებუნებრივი ძალების არსებობის შეგრძნებას. ასევე შეიძლება, ჩვეულებრივი დამნაშავეები აუპატიურებდნენ მათ ღამით და დანაშაულის დასაფარად ამგვარად ინიღბებოდნენ.
ინკუბუსის შესახებ ცნობები დასაბამს ჯერ კიდევ მესოპოტამიიდან იღებს. ქრისტეს შობამდე 2400 წელს მეფეთა სიაში გილგამეშის მამად ინკუბუსი დემონი, სახელად ლილუ არის აღრიცხული. ლილუ აქადური სიტყვაა და „სულს“ ნიშნავს. ლილუ არ აძლევს ქალებს მშვიდად ძილის საშუალებას და სხვადასხვა ხერხებით აწვალებს, ზოგჯერ კი მათთან სექსიც აქვს. მისი მსგავსი, ოღონდ მდედრი დემონი იყო ლილიტუ, იგივე ლილითი. ის მამაკაცებს ეზმანებოდა ძილის დროს. კიდევ ორი მნიშვნელოვანი დემონია ცნობილი: არდატ ლილი — ის ღამით ეცხადება მამაკაცებს, ორსულდება მათგან და მოჩვენება–ბავშვებს აჩენს. ასევე ირდუ ლილი — უხეშად რომ ვთქვათ, არდატ ლილია, ოღონდ მამაკაცი. ანუ მოჩვენება–ბავშვების გასაჩენად ქალებს აორსულებს.
დემონებზე დავა ქრისტიანობის ადრეულ ხანაშივე დაიწყო. ნეტარი ავგუსტინე (IV–V სს.) მათზე საუბრობდა ნაშრომში „De Civitate Dei“ (ღმერთის ქალაქი), სადაც წერს, რომ ინკუბუსების მიერ შეწუხებული ქალები მრავლად იყვნენ. „ბევრი ადამიანი აღწერს, რომ მათ შეხება ჰქონდათ ავ სულებთან. ამას ადასტურებენ სანდო ადამიანებიც. ტყიურ არსებებსა და ფავნებს ხშირად მიაქვთ იერიში ქალებზე ცოდვილი მიზნებით.“ 800 წლის შემდეგ თომას აქვინელმა (XIII ს.) განაცხადა: „მართალია, ბევრი შემთხვევაა აღწერილი, რომ დემონებისგან დაორსულებულან, მაგრამ ნაყოფი არა კონკრეტულად დემონის შვილია, არამედ იმ კაცისა, რომლის სხეულსაც ამ ქმედებისთვის იყენებდნენ.“ აქედან გამომდინარე, დამკვიდრდა აზრი, რომ ინკუბუსი და სუკუბუსი ერთი და იგივე დემონები იყვნენ, უბრალოდ საჭიროებისამებრ ხან ქალის ფორმას იღებდნენ, ხან მამაკაცისას. სუკუბუსი დაიძინებდა მამაკაცთან და შეაგროვებდა მის სპერმას, შემდეგ იქცეოდა ინკუბუსად და გაანაყოფიერებდა ქალს. მიიჩნეოდა, რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვები ზებუნებრივი ძალების მქონენი იყვნენ, თუნდაც მხოლოდ ადამიანური სპერმითა და კვერცხუჯრედით ყოფილიყვნენ ჩასახულნი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი, მაგალითად ჯეფრი ბარტონი (1972) წიგნში „შუასაუკუნეების მაგია“ წერს, რომ ინკუბუსი ბისექსუალია, ეს აზრი უმეტესწილად უარყოფილია. ყოფილა შემთხვევები, რომ ინკუბუსი ან სუკუბუსი ადამიანის სხეულში ჩასახლებულა, რის გამოც ეგზორციზმის რიტუალების ჩატარება გახდა საჭირო. ზოგიერთ ინკუბუსს ჰქონდა უნარი, გაენაყოფიერებინა ქალი დამოუკიდებლად, მამაკაცის სპერმის გარეშე. ამ გზით გაჩენილ ბავშვებს კამბიონები შეარქვეს. ყველაზე ცნობილი კამბიონია მერლინი, არტურის ლეგენდიდან.
„მალეუს მალეფიკარუმის“ მიხედვით, ეგზორციზმი ინკუბუსის მოსაგერიებელი ერთ–ერთი საშუალებაა 5–დან. დანარჩენი ოთხია: მღვდელთან მისვლა და აღსარება, რწმენით გადაწერილი პირჯვარი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ეკლესიიდან განკვეთა. ეს უკანასკნელი მეთოდი მაშინ გამოიყენებოდა, თუკი დანარჩენები არ იმუშავებდა.
თუმცა ფრანცისკანელი მღვდელი ლუდოვიკო მარია სინისტრარი (XVII ს.) წერდა, რომ ინკუბუსები არ ემორჩილებიან ეგზორცისტებს, არა აქვთ ეგზორციზმის რიტუალის შიში, არ მოქმედებს მათზე წმინდა ნივთები და არ ახდენენ რეაგირებას.
ინკუბუსის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს. გერმანულ ფოლკლორში ინკუბუსის ტიპის დემონია ალპი. ზანზიბარში პოპობავა ესხმის თავს მამაკაცებს. ჩილეში, ჩილოს პროვინციაში ჯუჯა, სახელად ტრაუკო ნადირობს ახალგაზრდა ქალებზე, ჰპირდება დაქორწინებას და აცდუნებს მათ. თქმულებებში მას მიაწერენ ბევრი ქალის დაორსულებას, განსაკუთრებით დაუქორწინებლებისა. მას ჩამოჰგავს ეკვადორელი ჯუჯა ტინტინი, რომლის ინტერესის სფეროა ხორცსავსე ქალები. ის დგება მათი სახლის ფანჯარასთან და გიტარაზე უკრავს. უნგრელებს ლიდერკი ჰყავთ. ის ღამით დაფრინავს და ცეცხლოვანი ნათების ფორმა აქვს. ბრაზილიაში, ამაზონის ტერიტორიის აბორიგენებს ბოტოზე აქვთ შემონახული ლეგენდები. ის ინკუბუსისა და ბერძნული სირენას ერთგვარი კომბინაციაა. ბოტო ახალგაზრდა, მიმზიდველი მამაკაცია, რომელიც ასევე ახალგაზრდა გოგონებს აცდუნებს და მდინარეზე მიჰყავს. მას მიაწერენ ბევრი ბრაზილიელი გოგონას გაუჩინარებას და ასევე დაორსულებას. ბოტოს დღისით ვერავინ ნახავს, რადგან მდინარის დელფინად იქცევა ხოლმე. ტრადიციულად, მას აღწერენ, როგორც ფართოფარფლებიანი ქუდით მოსიარულეს. ამ ქუდით ფარავს სასუნთქ ხვრელს, რომელიც თავზე აქვს. სამხრეთ აფრიკულ ინკუბუსს ტოკოლოში ჰქვია. ქალები მისგან თავდასაცავად ლოგინს აგურებზე დგამენ.

სუკუბუსი

შუასაუკუნეების ლეგენდებსა და თქმულებებში სუკუბუსი წარმოადგენდა მდედრობითი სქესის დემონს, რომელიც იღებდა ქალის ფორმას და აცდუნებდა მამაკაცებს, ჰქონდა მათთან სექსუალური ურთიერთობები. წარსულში სუკუბუსები ჯერ საშიშ არსებებად ითვლებოდნენ, შემდეგ კი უბრალოდ მაცდურად და მიმზიდველად. სუკუბუსის მამრობითი ანალოგია ინკუბუსი. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, რომ როგორც ინკუბუსთან, ისევე სუკუბუსთან ხანგრძლივი ურთიერთობები იწვევს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას, ზოგჯერ კი სიკვდილსაც.
ვამპირების მსგავსად, ბევრი სუკუბუსი, მაგალითად ლილითი, ლილინი და ბელილი, მამაკაცებს ენერგიას აცლის და ამით საზრდოობს.
ზოჰარსა და ბენ სირას ანბანში მოთხრობილია, რომ ლილითი იყო ადამის პირველი ცოლი, რომელიც მოგვიანებით სუკუბუსი გახდა. მან მიატოვა ადამი და უარი განაცხადა ედემის ბაღში დაბრუნებაზე, შემდეგ კი თალმუდში ნახსენებ მთავარანგელოზ სამაელს გაჰყვა ცოლად. ზოროასტრულ კაბალაში კი ნახსენებია 4 სუკუბუსი, რომლებიც სამაელთან შეწყვილდნენ. ესენი არიან ლილითი, აგრათ ბატ მალატი, ნაამა და აშეთ ზენუნიმი.
ისტორიის მანძილზე ბევრი მღვდელი და რაბინი ცდილობდა დაეცვა ადამიანები სუკუბუსის გავლენისგან. მათ შორის იყვნენ ჰანინა ბენ დოსა და აბაი.
ყველა სუკუბუსი არ იყო ავისმოსურნე. XII საუკუნეში მოღვაწე მწერლის, უოლტერ მაპის ნაშრომის, De Nugis Curialium–ის მიხედვით, რომის პაპი სილვერსტერ II (999–1003) მეგობრობდა სუკუბუსთან, სახელად მერიდიანასთან, რომელიც დაეხმარა ეკლესიაში მაღალი რანგის დაკავებაში. სიკვდილის წინ კი გაამხილა ეს ცოდვა და მოინანია.
კაბალასა და რაშბას სკოლის მიხედვით, დემონთა სამი დედოფალი — აგრათ ბატ მალატი, ნაამა და აშეთ ზენუნიმი — უამრავ ჩვილს აჩენდნენ, ლილითი კი უშვილო იყო. სხვა თქმულებათა მიხედვით, ლილითსაც ჰყავდა შვილები და მათ ლილინები ერქვათ.
1486 წელს კათოლიკე ინკვიზიტორის, ჰაინრიხ კრამერის მიერ შედგენილი კუდიანების ცნობილი ტრაქტატი, მალეუს მალეფიკარუმი, გვამცნობს, რომ სუკუბუსი აგროვებს სპერმას იმ მამაკაცებისგან, რომლებთანაც წვება. შემდეგ ამას იყენებენ ინკუბუსები, ანუ მამაკაცი დემონები, რათა ქალები გაანაყოფიერონ. ეს ხსნიდა იმას, თუ როგორ ჩნდებოდა ადამიანისა და დემონის შვილი, მაშინ, როცა ბევრს არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა დემონს მონაწილეობა მიეღო ბავშვის ჩასახვაში. ამ გზით დაბადებული ბავშვები, ანუ კამბიონები ან მახინჯები და დეფორმირებულნი იბადებოდნენ, ან ზებუნებრივი ძალები გააჩნდათ და აღიქვამდნენ იმას, რასაც ადამიანის თვალი და ყური ვერ სწვდებოდა.
კამბიონის გამორჩევა იმითაა შესაძლებელი, რომ დაბადებისას არ ტირის. ხოლო გარკვეულ პერიოდამდე არც პულსი აქვს და არც სუნთქავს, თუმცა შეიძლება დაილაპარაკოს, იმოძრავოს და ა.შ. ეს გრძელდება, სანამ ბავშვი 7 წლის გახდება. შემდეგ კი თანდათან ემსგავსება ადამიანებს და მალე მისი გამორჩევა უცხო თვალისთვის შეუძლებელი ხდება. როგორც წესი, კამბიონი ძალიან ჭკვიანი და ცბიერია, გარეგნულად კი ანგელოზივით ლამაზი. ამ თვისებების საშუალებით შეუძლია ყველაზე მტკიცე ადამიანიც კი აიძულოს, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს. შექსპირის პერსონაჟი კალიბანი, რომელიც კუდიან სიკორაქსის შვილია, კამბიონია. არტურის ლეგენდის პერსონაჟი მერლინი ასევე კამბიონია.
სუკუბუსის მსგავსი არსება არაბულ ლეგენდებშიც არსებობს, მას ქარინა ჰქვია. სათავეს სავარაუდოდ ძველი ეგვიპტური რელიგიებიდან ან პოსტისლამური არაბეთის ანიმისტური შეხედულებებიდან იღებს. ქარინა თავად ირჩევს ადამიანებს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. ეს უკანასკნელი ვერასდროს დაქორწინდება, რადგან ქარინა მას უამრავ უბედურებას დაატეხს თავზე.

აზაზელი

აზაზელი (არამეულად: רמשנאל, ივრითზე: עזאזל, არაბულად: عزازل Azazil) ებრაელთა წარმოდგენით – უდაბნოს დემონი, ასევე უძველესი ადათ-წესის (რიტუალის) სახელწოდება ”განტევების ვაცი” (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე -X-I საუკუნე.), ხოლო უფრო გვიანდელი პერიოდით – III საუკუნე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.

ისტორიული წყაროები აზაზელის შესახებ, როგორც ერთ ერთი დაცემული ანგელოზი, ებრაულ ფოლკლორში წარმოიქმნა დაახლოვებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე- III საუკუნეში) და იქნა აღწერილი აპოკრიფულ ტექსტში ”წიგნი ენოქისა”, როგორც ნოეს დროინდელ წარღვნამდე არსებული გიგანტების წინამძღოლი, ვინც წინ აღუდგა ღმერთს.

მას მიაწერენ იარაღისა და კოსმეტიკის გამოგონებას, მამაკაცებს ვინც შეასწავლა ბრძოლა, ხოლო ქალებს მოტყუების ხელოვნება; მას მიაწერენ აგრეთვე ხალხის მოქცევას უღმერთოებისკენ და გარყვნილებისკენ.

აზაზელი არის ერთ ერთი პირველი დაცემული ანგელოზთაგანი, ვინც არ შეუშინდა ღმერთის ნებას, ამის გამო ღმერთმა უბრძანა არქანგელოზებს მისი მოკვლა, თუმცა იგი იმდენად ძლიერი იყო რომ ეს ვერც ერთმა არქანგელოზმა ვერ მოახერხა, ამის შემდეგ ღმერთის გადაწყვეტილებით არქ ანგელოზ მიქაელს, მიეცა ნება აზაზელისთვის ფრთები მოეკვეთა და ჩაეგდო ჯოჯოხეთში

უდავოა ის ფაქტი რომ ამ პერსონაჟის (დაცემული ანგელოზის) სახელი აზაზელი გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება, სხვა რიგით ტექსტებში იგი ასრულებს ”ნახაშა-ს” ფუნქციას (მაცდუნებელი გველი ედემის ბაღში) რომელიც ძალიან გავს პრომეთეს ან რომელიმე სტანდარტული გმირის ფუნქციას, იგი ასევე თამაშობს უდაბნოების ან ქვესკნელის ღმერთების როლსაც მაგალითად ქანაანის ღმერთი ”მუტუ” იგი არა მარტო ქვესკნელის ღვთაებას წარმოადგენს არამედ მწველი მომაკვდინებელი უდაბნოს მზის სიმხურვალეს, ან სულაც სეტხ-ს რომელიც წარმოადგენს უდაბნოს და ფალოსურ სიძლიერეს.

თორას კომენტატორების მიხედვით ამ სიტყვას (სახელს) სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სეპტუაგენტაში იგი წარმოადგენს ”ის ვინც უდა იქნას გამწესებული ან განდევნილი” ეს ტერმინი ძალიან გავს მიშნას ტერმინს ანუ: ”განწესების, განტევების ან განდევნის ვაცს”

სხვა რიგითი კომენტატორების მტკიცებულებით აზაზელი – არის კლდის სახელწოდება, საიდანაც ხდებოდა უდაბნოში გასამწესებლად გამზადებული თხის გადაგდება (ბაბილონის თალმუდი, იომას ტრაქტატი, გვერდი 37)

აზაზელი არის კლდოვანი მთა უდაბნოში, წერს რაში (რაბი შლომო ბენ იცხაკი-თორას და თალმუდის უდიდესი კომენტატორი; საფრანგეთი 11-ე საუკუნე), ხოლო თორას სხვა წიგნებში ახსნილია ის რომ ამ სიტყვით მოიხსენებენ ქვევარიანტებს სულიერი ძალებისას, რომლებიც გამოიყენებოდა დანაშაულის გამო ხალხის დასასჯელად, დაახლოვებით როგორც სატანა.

სერაფიმი აზაზელი, იგივე აზაელი წინასწარმეტყველ ენოქის გამოცხადების წიგნის მიხედვით თავდაპირველად მანამ, სანამ ცოდვით დაეცემოდა, იყო მატერიალურ სამყაროზე ღვთის მიერ დადგენილ მეთვალყურე ანგელოზთა ერთ ერთი მთავარი, მოგვიანებით ის შეუერთდა სერაფიმ სამიაზას (რომელიც ხელმძღვანელობდა 200 მეთვალყურე ანგელოზს) ფიცით შეკრულ შეთქმულებაში, რათა შეემოსათ ანგელოზებრივი ბუნება მატერიალური ხორციელი სხეულით და ადამიანთა ასულები მოეყვანათ ცოლებად ეს ჩანაფიქრი მან და მისმა თანამოაზრეებმა სისრულეში მოიყვანეს და მიწაზე ქალებთან სექსის შედეგად გაუჩნდათ ბუმბერაზი შთამომავლობა ე.წ ტიტანები, ხოლო თავად მათ ეწოდათ სახელწოდება ნიფილიმი რაც ივრითზე დაცემულს ნიშნავს. ნიფილიმები მათზე წინაც იყვნენ მიწაზე ქერუბიმ სამაელის იმ ანგელოზების სახით რომლებმაც შეიმოსეს მატერიალური სხეული.
აზაზელი ადამიანებს საბრძოლო ხელოვნებას სტრატეგიასა და ტაქტიკას ასწავლიდა ასწავლიდა აგრეთვე საბრძოლო იარაღების დამზადებასა და წრთობას სამჭედლო საქმეს, კოსმეტიკისა და ნელსაცხებლების წარმოებას, ძვირფასი ქვების დამუშავებას საიუველერიო საქმეს და ძვირფას ნაკეთობათა სამკაულების კეთებას.
ბიბლიაში აღწერილი წარღვნის რეალური მიზეზი სწორედ ნიფილიმებისა და ტიტანების განადგურება იყო ამ მიზნით მთავარანგელოზ მიქაელს დაევალა სერაფიმ სამიაზას შეკვრა და უფსკრულის სატუსაღოში დატყვევება, მთავარანგელოზ გაბრიელს ტიტანების დახოცვა, ხოლო მთავარანგელოზ რაფაელს აზაზელის შეკვრა და უდაბნოში ჩამარხვა ეთქვა მას თვალებზე გადაეკრა აზაზელისთვის ხარის ტყავი და ღრმად ჩაემარხა უდაბნოში რათა მას ვერ ეხილა დღის სინათლე დიადი სამსჯავროს დღემდე, მთავარანგელოზ რაფაელს დაევალა აგრეთვე ამ ადგილას დაედო დიდი და წვეტიანი ქვა, რომელიც დღესაც კი აღიქმება აზაზელის კლდედ.
რაფაელმა აღასრულა ღვთის იაჰვეს დავალება და მისივე ბეჭდით შეკრა და დატყვევებული დამარხა აზაზელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა იუდეის მეფე სოლომონმა, აჰყარა რა წარმართობის ჟამს უფლის ბეჭედი სამარხს.
აზაზელს იუდეაში მარცხენა ხელის გზის მიმდინარეობის კაბალისტები სწირავდნენ შავ თხას,, გაყავდათ უდაბნოში მისი სამარხის ახლოს და დაკლული თხის სისხლს აბკურებდნენ მიწას ხოლო ხორცს წვავდნენ საგანგებოდ მომზადებულ სამსხვერპლოზე.
აზაზელის გამოძახება დიდი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ის როგორც წესი თავად მიდის რჩეულებთან და ასწავლის სულიერ საიდუმლოებებს, ამიტომ მისი გამოძახების რიტუალები ხშირად წარუმატებლად მთავრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ მაგი არ მოეშვება და აიძულებს აზაზელს გამოცხადებას, მისი ვიზიტის შემდეგ მაგი ეთხოვება სიცოცხლეს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, ამიტომაც მაგები ერიდებიან აზაზელის გამოძახებას, მაგრამ თუ მას მოეწონა და შეარჩია მეგობრად კაცი, ადამიანთა შორის უმდიდრესსა და უპირველესს ხდის მას, თუ მან ადამიანთან მეგობრობა გადაწყვიტა ასეთი კაცი ხდება ხელშეუხებელი მას ვერ ვნებს ვერც კაცთა და ვერც დემონთა იარაღი, აზაზელის შიში არა მხოლოდ ადამიანთა საუფლოში არამედ წყვდიადის საუფლოშიც აქვთ, მრავალი ძლევამოსილი და ამაყი დემონი თრთის მის წინაშე, ეს დემონი კოლოსალური ძალის ენერგიისა და გონების პატრონია, ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ წყვდიადის იმპერატორ სამაელს, და მის მიერვე არის დადგენილი სამყაროს მხარეების ერთ ერთ მმართველად. აზაზელთან მეგობრობა ეს ჯილდოა წყვდიადისგან ხოლო მასთან მტრობა გარანტირებული სიკვდილი, არ შეიძლება ამ დემონთან შეხუმრება და გათამამება, მასზედ მოქმედებს მხოლოდ საიდუმლო ბეჭედი ღვთისა რომლის გამოსახულებაც სამწუხაროდ არავინ აღარ იცის ამიტომაც ითქმება რომ მას ბეჭედი არ აქვს.

აზაზელის გამოძახების რიტუალი

(სარიტუალოდ მომზადება)

საკურთხევლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პატარა მაგიდა, ან სკამი ან ტუმბო, რომელსაც ძედ უნდა გადავაფაროთ შავი ფერის ახალი ნაჭერი, ქსოვილი უკეთესია თუ კი იქნება ხავერდის.

საკურთხევლის ცენტრში ვხაზავთ აზაზელის ნეფილიმურ ბეჭედს, ცენტრში ვდებთ თხის თავის ქალას, რომელიც იქნება ნაკურთხი აზაზელის ძალებით და მხოლოდ აზაზელისთვის განკუთვნილი.
(თხის თავის ქალის კურთხევა ხდება შემდეგნაირად: მარცხენა საჩვენებელ თითს ვიჭრით ისე რომ სისხლი გამოვიდინოთ და თავის ქალაზე შუბლის მიდამოში გამოვსახოთ რქოსანი ღმერთის ნიშანს და 7-ჯერ ვიძახით ხმამაღლა აზაზელის სახელს, ეს ნიშანი უნდა გამოიხატოს აგრეთვე შავ სანთელზე რომელსაც შემდგომ დავამაგრებთ თხის თავის ქალაზე რქებს შორის )

საკურთხევლის მარცხნივ ვდგამთ ფიალას, ან თასს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს შავი დედა ღვთაების საშოს, ამ თასს კი ვავსებთ წითელი ღვინით.

საკურთხევლის მარჯვნივ დებთ ხანჯალს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ცეცხლს, მაგიურ ნებას.

ხოლო თხის თავის ქალის წინ ვათავსებთ საჟღოლავ საშუალებას(საკმეველის დასანთებად)

რიტუალის დაწყება

მარჯვენა მუხლით უნდა დავიჩოქოთ, მარცხენა ხელს კი სამჯერ ვარტყამთ მიწაზე ან იატაკზე და ვიძახით შემდეგ სიტყვებს:

Azza Uzza Azziel Tuval-Qayin Azazel!

ჩემს ხმას მიეცი ნება აზაზელ, რომ განფხვრას ღამის სიჩუმე და გამოაღვიძოს ჩემი, ტიტანური ღვიძლი მამა, რქოსანი, სინათლის მფრქვეველი!
მივმართავ მბრძანებელს და ყოველ ძალას, რომელნიც მიძინებულ არიან წყდიადსა შინა!

ვანთებთ სანთელს, რომელიც დამაგრებული გვაქვს რქებს შორის და ვამბობთ შემდეგს:

Azza Uzza Azziel Vul-Qayin Azazel!

ო, ყოვლისშემძლე აზაზელ, შენ რომელიც აფრქვევ ღვთაებრივი სიბრძნისა და ცეცხლის ალს, შეისმინე და მომისმინე, ააჩქეფე და აადუღე ჩემს სისხლძარღვებში მიძინებული ნეფილიმთა წმიდა სისხლი;

სიამაყით აღვსილო მცველო, რომელიც იცავ სისხლით წმიდა ნათესავურ კავშირს; ამ ღამეს, შენი ყოფნით დამლოცე და ზიარ მყავ შენი ღვთაებრივი ცეცხლის ნაწილისა, რომელსაც აფრქვევ შთანმთქმელი წვდიასის უკიდეგანო სიღრმეებში

საჟღოლავში ვაკმევთ საკმეველს, (ხის ცრემლს) ან მირრას, დრაკონის სისხლს შერეულს წითელი სანდალოზის ხესთან, და ვამბობთ შედეგს:

Azza Uzza Azziel Tu – Baal – Qayin Azazel !

სინათლის მფრქვეველო, რომელმაც არჩიე წყვდიადში დაცემა სულითა და სხეულითა, რათა მოგეტანა ღვთიური ცეცხლი და აგევსო თიხის ცარიელა ჭურჭლები, უსაყვარლესო, მე ვარ დემონური სისხლით განათლული და დემონური სიბრძნით აღვსილი, რომელიც მოგმართავ შენ აზაზელ.

მოგიხმობ შენ აზაზელ, რომელმაც გააერთიანე ცანი და მიწანი, ისევე როგორც მიწანი და ცანი, მე ვარ ის ვინც ვინახავ საკუთარი სულის სიღრმეებში, შენი, გმირულად გაღებული მსხვერპლის აალებულ ნაყოფს, მოგმართავ შენ აზაზელ;

ამის შემდეგ აღმართეთ ხანჯალი და მისი წვერით საკურთხეველის ზემოთ ჰაერში გამოსახეთ შავი ვარსკვლავი (ამოტრიალებული პენტაგრამა), 7-ჯერ წარმოთქვით აზაზელის სახელი და ვიზუალურად წარმოიდგინეთ თუ როგორ ანათებს ალისაფრად შავი ვარსკვლავი, შემდგომ ხანჯლის მახვილი მიმართეთ რქებს შორის ანთებული სანთლის ალზე და წარმოთქვით:

Azza Uzza Azziel Azarak – Qayin Azazel !

ისმინე სიტყვები ძლევამოსილებისა, რომელიც არის შენი წმიდა სახელები, ფოლადის ჩლიქებით გაარღვიე ყოველი დაბრკოლება აღმართული ჩემსა და შენს შორის.
ო ჩემო მბრძანებელო აზაზელ, ნება მიეცი ლუციფერიანულ ცეცხლის ალს, რომელსაც აფრქვევ რქებს შორის, რათა განვიწმიდო და გამოვაღვიზო მგესლავი შხამიანი ცეცცხლის გველები, რომლებიც შემოხვეულან ჩწემს სისხლძარღვებზე.

შვიდჯერ სანთლის ალზე გადავატარებთ ხანჯლის პირს და წარმოვთქვამთ შემდეგს:

Azza Uzza Azziel Tubal-Qayin Azazel!

სულიერი გარდასახვის მამავ, და დემონურო მჭედელო, უდიდესო ალქიმიკოსო, ნებითა შენითა დამრთე რათა მივიღო მონაწილეობა შენს უსაზღვრო მისტერიაბში, გარდამსახე და გამომჭედე ნებითა შენითა და მჭედლობის შენეული კანონებითა.
აზაზელ, დამლოცე შენი მობრძანებით და მიეცი ნება შენი უროს დარტყმით გადმოფრქვეული ნაპერწკლების სინათლეს რათა გამინათონ გზა წყვდიადში მიმავალი, რაც გამოაღვიძებს ორგულ და მოღალატე ჩემს მეორე დემონურ მე-ს, მიძინებულს ღრმა წყვიადის ძილით.

ხანჯლის წვერით შუბლზე გამოვიხატოთ რქოსანი ღმერთის ნიშანი, რას გამოვსახეთ თხის თავის ქალაზე, წარმოვიდგინოთ ეს ნიშანი როგორ ხურდება თქვენს შუბლზე, და როგორ ასხივებს მუქ წითელ ფერს, ხანჯალი მივმართოთ თქვენი შუბლისკენ და წარმოვთქვათ:

Azza Uzza Azziel Shemyaza – Qayin Azazel !

სიბრძნისა და გრძნეულების მეუფევ, შენ რომელიც ხარ განსხეულებულიროგორც ტუვალ ქაინ, შენ, რმელმაც გვასწავლე იარაღის გამოჭედვა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, და შენაგანი ცეცხლის გამოფრქვევა და მისი გამოყენება, დაე შენი გახურებული ნიშანი აალდეს ჩემს შუბლზე თვალისმომჭრელი ცეცხლით, გვირგვინოსან მყავ ცეცხლით განათლული.

რიტუალის ზედმიწევნით აღსრულების შემდეგ ცხადდება დიადი აზაზელი, გირჩევთ სიფრთხილე და მოწიწება გამოიჩინოთ მის მიმართ და არ გამოიძახოთ ის მძვინვარების ჟამს ანუ აღმავალი მთვარის პირველ მეოთხედში. მას შეგიძლიათ სთხოვოთ, სიბრძნე, სიმდიდრე, შურისძიება, თანამდებობა.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

9 კომენტარი ჩანაწერზე „დემონები“

    • AZAZEL_KRONOS ამბობს:

      აზაზელი გამოსაძახებელი რიტუალი არასრულად არის აქ ამიტომ ნუ აცთუნებთ ბრიყვებს , თორემ დაიღუპებიან , ან დადეთ სრულად და სწორად

      • Vampire ამბობს:

        საინტერესოა, საერთოდ ყოველთვის ვცდლობ სრული და ხარიხიანი მასალა დავდო, მოგვიანებით გადავხედავ ან ვინც დაინტერესებულია თავად მოძებნოს, ისე კი არა მგონია მნიშვნელობა ჰქონდეს სრულად და სწორად ცდიან გამოძახებას თუ როგორ, მეეჭვება რამე შედეგი გამოიღოს ამან. :)
        მაინც და მაინც არ ღირს ასეთი რამეების დაჯერება, მისტიკურ თემებზე ბევრს ვწერ, თუმცა არა იმიტომ რომ მჯერა ან მინდა ვინმეს ავურიო ტვინი, უბრალოდ მინდა მეტი ფანტაზია გააღვივოს ხალხმა, ასეთ თემებზე დაწერილი რომანები და ა. შ. ძალიან კარგი გამოდის. :)

    • Mari ამბობს:

      Icit me mjera am yvelapris da gavaketeb kidec axaldamwyebivar da 14wlis tkven sheidzleba ipikrot rom xalxma sul gadairiao magram ara ara me es shevdzeli rac bevris tkmit sheudzlebelia

      • Vampire ამბობს:

        გამარჯობა, მარი. :) პირადად მე (არ ვიცი რამდენად გაინტერესებს ეს, მაგრამ…) დიდად არ მჯერა ასეთი რამეების, თუმცა როგორც მწერალს, საინტერესო მასალად მიმაჩნია.
        თუ გინდა სცადე (არ მგონია ეს რამეში გამოადგეს ვინმეს, ჯერ იმიტომ რომ მეეჭვება არსებობდნენ და შემდგომ იმიტომ, რომ გინდაც იარსებონ, არა მგონია სათნო არსებები იყვნენ, არავინ და არაფერია ბოლომდე სანდო), მაგრამ ასე ხმამაღლა ნუ განაცხადებ თორემ დაგესევიან რელიგიური ფანატიკოსები. :D

    • Mari ამბობს:

      Me darwmunebuli var imasgi rom es simartlea da me es gavakete da 14wlis var mtavaria tvitrwmena warmosaxva da tavdajerebuloba visax namdvilad gulitada sulit aseve xorcielat gsurt amis gaketeba yvela chem mititebas daukvirdit da tavs dzala daatanet an shemexmianet x x x 6 6 6 ok. Ru

      • anni ამბობს:

        cota ki damabnia shenma sms magram raghac aris razec sheidzleba dafiqreba .. iqneb shemexmiano .. tu ratqmaunda realuri faqtebi gaqvs :) nomeri damitove an facebookis linki

      • MiMi ამბობს:

        cota ki damabnia shenma sms magram raghac aris razec sheidzleba dafiqreba .. iqneb shemexmiano .. tu ratqmaunda realuri faqtebi gaqvs :) nomeri damitove an facebookis linki

    • scorpio skorpioni ამბობს:

      vaau,magaria da rogor gamovidzaxo xom ver metyviit? :კუბო:

      • Vampire ამბობს:

        ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. არა მგონია შესაძლებელი იყოს გამოძახება, დიდად არ მჯერა საერთოდ ასეთი რამეების, მაგრამ თუ უფრო შესაფერისი თემატიკის საიტზე იკითხავთ, ალბათ ვინმესგან მიიღებთ რჩევას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *