Geeky Blog

ელფები

2013 წლის 27 ივლისი

ელფები (გერმ. elf — თეთრი (alb–ისგან) — ზღაპრული ხალხი გერმანულ, სკანდინავიურ და კელტურ ფოლკლორში. ლიტერატურაში ხანდახან გვხვდება ალბები (ალფები) — álfr — სკანდინავ.), სიდები (sidhe— ძვ. ირლ.).

სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ელფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათი საერთო დახასიათების მიხედვით, ისინი არიან ნათელი ფერის, ქერათმიანი არსებანი, ტყის სულები, რომლებიც ადამიანებთან მეგობრობენ. ელფებს ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა, მეტწილად ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში ვხვდებით გნომებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად. ზოგიერთ ნაწარმოებში კი ელფებსა და ფერიებს შორის განსხვავებაც ფაქტიურად არ არსებობს.

ეტიმოლოგია

გერმანულ ენებში „elf“ ტიპის სიტყვები შემდეგნაირად გვხვდება: დანიური სახელწოდება „elv“, ანგლო–საქსური „aelf“, შვედური „alv“, ნორვეგიული „alv“ და ისლანდიური „alf–ur“, რაც გერმანიკულ ხალხებში ამ სიტყვის საერთო ძირზე მეტყველებს. სიტყვა „ელფის“ ზუსტი მნიშვნელობის დადგენისას ენათმეცნიერები ვერ თანხმდებიან, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ეს სიტყვა ლათინურ „ალბს“ (თეთრს) უნდა უკავშირდებოდეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ელფი ვალიური ან ისლანდიური სიტყვიდან „ellyl“|„aillil“ მომდინარეობს, რაც „ნათელს“, „ელვარეს“ ნიშნავს და შუმერულ „ელლუს“ უთანაბრდება (იგივე მნიშვნელობით).

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *