Geeky Blog

ვამპირები

2013 წლის 27 ივლისი

სურათი
რეალური ვამპირები

ნიუ–იორკში არსებობს ვამპირიზმის კვლევის ცენტრი. იქ მომუშავე დოქტორი სტეფან კაპლანი, პარანორმალური მოვლენების რესპექტაბელური მკვლევარი და ამ ცენტრის დირექტორი, აღიარებს, რომ მისი ყურადღების ქვეშ იმყოფება 25 ვამპირი. გარდა ამისა, ის იცნობს დაახლოებით 500–მდე რეალურ, ცოცხალ ვამპირს. 300 მათგანი ცხოვრობს აშშ–ში, 3 კი — ინგლისში. ერთი ვამპირი, 20 წლის ქერა გოგონა, სახელად მისტი, მის ლექციაზე გამოჩნდა 1985 წლის 10 ნოემბერს, გვიან საღამოთი. როდესაც მსმენელებმა შეიტყვეს, რომ გამოცხადდა ნამდვილი ვამპირი, თანაც ძალიან სიმპათიური, დაიწყეს თხოვნა, რომ ვამპირს მათთვის ეკბინა. დოქტორი კაპლანი თავის ვამპირებს უწოდებს სისხლის კულტის თაყვანისმცემლებს. საერთოდ ისინი სვამენ ცხოველების სისხლს — ხარის ან წიწილისას. ზოგიერთები — ერთმანეთის სისხლსაც. ლონდონელი ქერათმიანი გოგონა კეროლ ბოგენენი მეორე ცნობილი ქალი ვამპირია მისტის შემდეგ. დღისით ის მუშაობს მოტოციკლების მაღაზიაში, ღამით კი ვამპირების წრეში ტრიალებს. მისი ეშვები განსაკუთრებული სახითაა დამუშავებული და ალესილი. კეროლის სტომატოლოგი ამაოდ ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის ამგვარი მოქმედება.
— ჩემს მშობლებს ეს ამბავი დიდად არ გაჰკვირვებიათ, — ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კეროლი, — რადგან იციან, ჩემს წარმოდგენაში ვამპირები ყოველთვის არსებობდნენ. ბავშვობაშიც კი მე არასოდეს მეშინოდა საშინელებათა ფილმებისა. კეროლი იცვამს დედოფალ ვიქტორიას სტილში. ჩვეულებრივ, ესაა შავი, წითელი და მეწამული ფერის ჩაცმულობა, როგორც ვამპირს შეეფერება. კეროლს არ უყვარს მზის სინათლე. „მე მომწონს სისხლის გემო, — აღიარებს იგი, — როცა ის ცივია, მეტალის გემო დაჰკრავს და ცხელზე ძლიერი გეჩვენება“. მისი ოცნებაა გახდეს მფლობელი გოთური კოშკის, დოღის ცხენის და კუბოსი, რომელშიც შეიძლება ძილი. დოქტორი კაპლანი აღნიშნავს, რომ ვამპირები, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ჰყავთ ოჯახები, აქვთ სოლიდური სამსახური, მათ პატივს სცემენ. იმ ვამპირებისგან განსხვავებით, რომლებიც საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან, ამ ვამპირებს, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ სიკვდილის შემდეგ მიწაზე დაბრუნება ან თავიანთ მსხვერპლთა ვამპირებად ქცევა, ან ადამიანისთვის, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სისხლის ამოწოვა, ან კიდევ იმდენი სისხლის ამოწოვა, რომ მსხვერპლს სიკვდილი დაემუქროს. „დონორის“ მოკვლა — მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. სისხლისკენ სწრაფვას ფსიქოლოგიური ბუნება გააჩნია, — ამტკიცებს დოქტორი კაპლანი. ცნობილი მკვლელი ჯონ ჰეიმი, მას შემდეგ, რაც თავის მსხვერპლს სისხლს ამოსწოვდა, აბაზანაში მჟავათი სპობდა „ნივთიერ მტკიცებებს“. ვამპირების ტესტირებისას დოქტორი კაპლანი იყენებს ჯვარს, წმინდა წყალს და ნიორს. ამგვარად შეიძლება ნამდვილი ვამპირების განსხვავება მათგან, ვინც ამას იბრალებს. ნამდვილ ვამპირებს არ ეშინიათ ჯვრის და წმინდა წყლის. ნიორს კი ისინი გაურბიან, რადგანაც ის სისხლიდან ცხიმებს გამოყოფს და შლის მათ. შესაძლოა, რომ ვამპირებს ქვეცნობიერად სწორედ ამ ცხიმების გამო სწყურიათ სისხლი. რა თქმა უნდა, ნიორი დღეს არ არის ერთადერთი საშიშროება ვამპირისათვის. მას შიდსიც ემუქრება. დოქტორ კაპლანის ვამპირების უმრავლესობა ცდილობს „შეინარჩუნოს ერთგულება“ ერთი და იმავე დონორის მიმართ. დოქტორ კაპლანის სტატისტიკა კი გვთავაზობს შემდეგ საინტერესო ფაქტებს: ვამპირებს, უმეტეს შემთხვევაში, აქვთ შავი თმა და მუქი ფერის თვალები; მამაკაცი–ვამპირები, როგორც წესი, 5 ფუტი და 10 დიუმის სიმაღლისები არიან, ქალი–ვამპირები კი 5 ფუტი და 6 დიუმისა; მამაკაცთა საშუალო ასაკი 26 წელია, ქალებისა კი — 23 წელი; ვამპირები უფრო დიდხანს ვერ ცოცხლობენ და თავიანთ თანატოლებზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
P.S.
ეს სტატია ძველი გაზეთიდანაა გადმოღებული, შესაბამისად არ მომეპოვება ინფორმაცია, რა ბედი ეწია ვამპირიზმის კვლევის ცენტრს სტეფან კაპლანის გარდაცვალების შემდეგ.

ვამპირთა წარმოშობის კაბალისტური ვერსია

ვამპირების წარმომავლობის შესახებ უამრავი წყარო არსებობს. ბიბლიური და აპოკრიფული წიგნები, მაგალითად ბიბლიის შესაქმისის წიგნი და აპოკრიფული ეპისტოლე ენუქისა, ვამპირების ბიბლიად წოდებული ლამექის ევანგელია, სისხლის წიგნი, წყვდიადის წიგნი, სიცრუის ჭეშმარიტება და სხვა მრავალი გრიმუარი. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ვამპირთა როგორც ასეთის, წარმოშობის, მათი ცხოვრების წესის, ძალის, ძალაუფლების, მოქმედების თავისებურებების შესახებ არსებობს უამრავი ლეგენდა სხვადასხვა ერებსა და ხალხებში. არსებობს სკანდინავიური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ქაოსის ღმერთებმა შექმნეს ზეარსებები უძველესი რასის ელდარელების წარმომადგენლებისაგან, ლეგენდის შინაარსში შეიმჩნევა სიმართლის ელემენტები ვინაიდან, შავი ელდარელები წარმოადგენდნენ სწორედ უძველეს რასას, ზებუნებრივი თვისებებითა და ადამიანებისთვის საკვირველი და არაბუნებრივი შესაძლებლობებით იყვნენ აღჭურვილნი, მაგრამ ისინი არ იყვნენ ადამიანები, კაბალისტური ლეგენდის ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით კი მათ დასაბამი მისცა, ანგელოზისა და ადამიანის სქესობრივი აქტის შედეგად გაჩენილმა ახალმა რასამ. ყველაფერი კი ასე დაიწყო.
კაცობრიობის ჩამოყალიბებისა და გამრავლება–განვითარების ადრეულ ეტაპზე (იგულისხმება ადამისა და ევას მიერ წარმოშობილი შთამომავლის ბიბლიური პერსონაჟის ნოეს დროინდელი ეპოქა) ღვთის მიერ შექმნილმა პიროვნებებმა — ანგელოზებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ კაცობრიობის გამრავლების პროცესს დაინახეს რომ ადამიანთა ქალიშვილები იყვნენ ულამაზესები და სექსუალური ლტოლვა გაუჩნდათ მათ მიმართ. ანგელოზთა რიცხვი იყო 200, ვისაც ასეთი ლტოლვა გაუჩნდა ადამიანის შვილების მიმართ. მათ უთხრეს ერთმანეთს „შევისხათ ხორცი, ცოლად მოვიყვანოთ კაცთა შვილები და გაგვიჩენენ ისინი შთამომავალთ“ მათმა მეთაურმა ანგელოზმა სახელად სემიაზამ შეიტყო რა მათი ამ განზრახვის შესახებ უთხრა მათ „მეშინია რომ თქვენ გადაიფიქრებთ განზრახულს, მაშინ მხოლოდ მე მომიწევს პასუხისგება ღვთის წინაშე ამ უდიდესი ცოდვისთვის“ ისმინეს რა ეს სიტყვები ანგელოზთა დასმა უთხრეს სემიაზას: „ჩვენ ყველანი შევფიცავთ და ფიცით შევიკვრებით ერთმანეთთან, რომ განზრახულს განვახორციელებთ“.
ციტატა წიგნიდან:
(გრიმუარი ენუქისა)
1. И случилось, — после того как сыны человеческие умножились в те дни, у них родились красивые и прелестные дочери.
2. И ангелы, сыны неба, увидели их, и возжелали их, и сказали друг другу: „Давайте выберем себе жен в среде сыновчеловеческих и родим себе детей!“
3. И Семъйяза, начальник их, сказал им: „Я боюсь, что вы не захотите привести в исполнение это дело и тогда я один должен буду искупать этот великий грех“.
4. Тогда все они ответили ему и сказали: „Мы все поклянемся клятвою и обяжемся друг другу заклятиями не оставлять этого намерения, но привести его в исполнение“.
5. Тогда поклялись все они вместе и обязались в этом все друг другу заклятиями: было же их всего двести.
6. И они спустились на Ардис, который есть вершина горы Ермон; и они назвали её горою Ермон, потому что поклялись на ней и изрекли друг другу заклятия.
აი სახელები ამ ანგელოზთა წინამძღოლებისა: სემიაზა მათი მთავარი, ურაკიბარამეელი, აკიბაელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკერელი, სარაკუაელი, აზაელი, ბათრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავაელი, სართაელი, თურელი, იომიაელი, არაზიაელი. ესენი არიან ხელმძღვანელები იმ 200 ანგელოზისა რომელთაც აცდუნეს ისინი დანარჩენებმაც გაიზიარეს მათი განზრახვა. მათ შეისხეს ხორციელი სხეული და ცოლად მოიყვანეს ადამიანთა შვილები, თითოეულმა მათგანმა აირჩია ერთი ქალიშვილი ცოლად, შევიდნენ მათთან და ქალებმა უშვეს შთამომავალნი. თავის ძეებს ანგელოზები ასწავლიდნენ ჯადოქრობას და განუცხადეს ზეციური საიდუმლოებები. მათი შთამომავლები სიმაღლით და ფიზიკური ძალით აღემატებოდნენ ადამიანთა შვილებს, მათ შეჭამეს ყველაფერი რაც საკვებად გააჩნდა ადამიანს, მაგრამ არ მიიღო მათმა ორგანიზმმა ეს საკვები. მაშინ ანგელოზმა აზაელმა უთხრა მათ: „გამოიკვებეთ ადამიანთა სისხლით, ვინაიდან სიცოცხლეა მათ სისხლში“.
11. Тогда исполины обратились против самих людей, чтобы пожирать их.
ანგელოზთა მიერ ნაშობი პიროვნებების საკვებად გახდნენ ადამიანთა მიერ ნაშობი შვილები.
12. И они стали согрешать по отношению к птицам и зверям, и тому, что движется, ирыбам, и стали пить из него кровь.
13. Тогда сетовала земля на нечестивых.
ცოდვით დაცემულ ანგელოზთა ეს შთამომავალნი, ცხოველებისა და ფრინველების სისხლსაც მშვენივრად მიირთმევდნენ. ეს მოვლენა ბიბლიის დაბადების წიგნშიც არის მოყვანილი ოღონდ არა ასე ვრცლად და გასაგებად, ლაკონურად და სასხვათაშორისოდ არის შეპარვით დაწერილი, მარტივი მიზეზების გამო, რომის კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთმა მესვეურებმა (იგულისხმება კარდინალთა საბჭო) მოხერხებულად ამოგლიჯეს ბიბლიიდან სიმართლე და გააბუნდოვნეს, სამაგიეროდ შექმნეს ათასი ორდენი ამ რასის წარმომადგენლებისაგან „წმინდა სისხლის“ ანუ აბრაამის შტოდან გამოსული შთამომავლობის დასაცავად, წმინდა სისხლის მქონე ადამიანები ქრისტეს ხორციელ ნათესავებად მოიაზრებიან, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და თემას დავუბრუნდეთ.
ანგელოზმა აზაელმა ასწავლა მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მათი შთამომავლობისა, საბრძოლო იარაღების კეთება და ბრძოლის ხელოვნება, ხოლო მდედრობითი სქესის შთამომავლებს სამკაულებისა და პარფიუმერიის დამზადება. მოხდა სისხლის აღრევა სქესობრივი გზით მათსა და ადამიანებს შორის, მათ შთამომავლობასა და ადამიანთა შთამომავლობას შორის და ცოდვით დამძიმდა მიწა. ანგელოზმა ამეზარაკმა ასწავლა მათ ყველა სახის შელოცვა, ანგელოზმა არმაროსმა კი შელოცვისაგან გათავისუფლება.
Баракал — наблюдению над звёздами, ანუ ზოდიაქოს ეტლებში მოძრავ პლანეტებზე დაკვირვება, ასტრადელმა კი მთვარის ფაზები ზოგადად ასტროლოგია. И когда люди погибли, они возопили и голос их проник к небу. მაშინ შეხედეს მიწას ანგელოზებმა: მიქაელმა, გაბრიელმა, სურიანმა და ურიელმა ციდან და დაინახეს, თუ როგორ იღვრებოდა ადამიანთა სისხლი და უსამართლობა სუფევდა მიწაზე. და უთხრეს მათ ერთმანეთს: „ხალხის ღაღადმა გაუკაცრიელებული მიწიდან მოაღწია ცის კარიბჭეს“ და უთხრეს მათ თავის ღმერთსა და მეფეს: „ბატონთ ბატონო, ღმერთების ღმერთო, მეფეთ მეფეო, ძალაუფლება შენი სიტყვისა მოქმედებს მთელს სამყაროზე, ყოველივე შენი შექმნილია და მმართველობა ყველაფრის შენ გეკუთვნის, ყოველივე გახსნილი და აღმოჩენილია შენს წინაშე, შენ ხედავ ყველაფერს და არაფერია დამალული შენგან, ასე რომ შეხედე რა ჩაიდინა აზაელმა, გაამრავლა ცოდვა მიწაზე და გაუხსნა (ასწავლა) ცის საიდუმლო შთამომავალთ და შელოცვები ასწავლა სემიაზამ, რომელსაც შენ მიეცი ძალაუფლება ყოფილიყო მეთაური მაცნეების. შენი იცოდი ამის შესახებ სანამ ეს მოხდებოდა და შენ იცი მათი საქმენი, მაგრამ არაფერს გვეუბნები ჩვენ. რა უნდა ვქნათ ჩვენ? რა ვუყოთ მათ ამ ყველაფრის ჩადენისთვის?“ ამის შემდეგ ღმერთმა უთხრა ანგელოზ არსიალალიურს, მიდი ნოესთან ლამექის ძესთან (ეს ის ლამექია რომელმაც სიცოცხლის პერიოდში დაწერა ამ არსებების შესახებ ევანგელია, ხოლო ბიბლიურ პერსონაჟს ნოეს ანუ ლამექის ვაჟს ალბათ ასე თუ ისე ყველა ქრისტიანი იცნობს) და გააფრთხილე ის და მისი ოჯახი რომ დაიმალონ ვინაიდან გადავწყვიტე გავანადგურო მიწაზე ყველა ვინც შესცოდა. და ასწავლე მას როგორ გადარჩეს, რომ მისი ოჯახი შემოვინახოთ. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ რაფაელს: შეუკარი ხელ ფეხი აზაელს, წაათრიე უდაბნოში და დამარხე მიწაში ღრმად, დაბეჭდე შელოცვით და დაადე მძიმე და წვეტიანი ქვა. დააფარე ტყავი და დაუფარე სახე, რომ ვერ შეძლოს სინათლის ხილვა და დარჩეს იქ სამუდამოდ. და დიდი სამსჯავროს დღეს ის იქნება ჩაგდებული ცეცხლში, და გაამთელე მიწა და ყველა მისი ცოდვა მიეწერება აზაელს. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ გაბრიელს წადი და სიკვდილით დახოცე ყველა მათი შთამომავალი, და სისხლისმსმელთა შვილები, ისინი იმედოვნებენ სამუდამო სიცოცხლეს და დაგიწყებენ ხვეწნას, არ დაინდო ისინი გაბრიელ რამეთუ იციან ნაყოფი სიცოცხლის ხის. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ მიქაელს ერთად შეკრიბე სემიაზას შვილები და აყურებინე სემიაზას როგორ ნადგურდება მისი მოდგმა, ხოლო როდესაც დაინახავს მათი საყვარელი ძეების მოკვდინებას, ძლიერად შეჰკარი ის და ჩააგდე მიწის ქვეშ უფსკრულში სამოცდაათ თაობამდე როდესაც დადგება განკითხვის დღე. ღმერთმა გადაწყვიტა ე.წ. ვამპირების ანუ ანგელოზთა და ადამიანთა სექსის ნაყოფი სისხლისმსმელების განადგურება და შესაბამისი დავალებაც მისცა მთავარანგელოზებს, ამ პროცესში განადგურდა ცოდვილ ადამიანთა მოდგმაც, ხოლო დანარჩენმა ანგელოზებმა რომელთაც დაინახეს, თუ როგორ ისჯებოდა სემიაზა და აზაელი განიძარცვეს ხორციელი სხეული და სასუფეველში ეახლნენ უფალს შენდობის თხოვნით, ისინი დაატყვევა უფალმა და განკითხვის დღისთვის შემოინახა განსასჯელად ერთ–ერთ სავანეში. ამ პროცესს მშვიდად ადევნებდა თვალს წყვდიადის იმპერატორი ლუციფერი, რომელიც მანამდეც თანამშრომლობდა სექსის მოტრფიალე ანგელოზთა დასთან და გეგმებსაც აწყობდა სამომავლოდ, წარღვნით მოისპო ყველა ცოცხალი ადამიანი დედამიწაზე რომელთაც რაიმე „კავშირი“ ჰქონდათ ხორცშესხმულ ანგელოზებთან და მათ შთამომავლებთან, მხოლოდ ნოე და მისი ოჯახის წევრები გადარჩნენ, რომლებმაც თავი შეაფარეს უფლის მითითებით აშენებულ კიდობანს. გამოხდა ხანი, ნოეს სახლეულიდან კაცობრიობა გამრავლდა და ერებად და სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა. იმ ჟამს (დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულში) როდესაც იუდეველთა სამეფოს უფლისგან ცხონებული მეფე სოლომონი მართავდა (სოლომონ ბრძენად წოდებული მეფე, ძე დავითისა) ლუციფერმა გადაწყვიტა სირიის უდაბნოში დამარხული ანგელოზის, აზრაელის გათავისუფლება, რომელიც მანამდეც რამდენჯერმე სცადა ეგვიპტელი ქურუმების დახმარებით, მაგრამ ანგელოზ რაფაელის მიერ დადებულ ბეჭედს ვერაფერი მოუხერხა. და აი, რა მოიფიქრა მან: შეიტყო რა, რომ სოლომონ მეფეს ჰქონდა იაჰვესგან მიცემული ციური ბეჭდების ახსნის ძალაუფლება, (რითაც სოლომონმა სხვათაშორის მთელი წყვდიადის საუფლო დაიმორჩილა და დემონებს აშენებინა იერუსალიმის ტაძარი) გადაწყვიტა, რომ თავად სოლომონი გამოეყენებინა აზაელის გასათავისუფლებლად, ამ მიზნით მან ჯერ ბაბილონის დედოფალი მიუგზავნა შესაცდენად, შემდეგ კი ქალდეველი ქურუმის უმშვენიერესი ქალიშვილი. სოლომონი მიუხედავად იმისა, რომ ბრძენ მეფედ იწოდება, გაეხვია ამ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში და ქალდეველ ლამაზმანის შერთვის სანაცვლოდ მან ახსნა უფლის ბეჭედი დაცემულ ანგელოზ აზაელს, დემონ ბაალს ტაძარი აუშენა და ასე ვთქვათ თავად გახდა ცოდვილი. გათავისუფლებულმა აზაელმა მიიღო ლუციფერისგან პატივი წყვდიადის მხედრობის მხედართმთავრისა, მაგრამ სანამ ხორცს განიძარცვავდა მოასწრო სექსი ეგვიპტელ ლამაზმანთან სახელად ნამორა, რომელმაც შვა ძე სახელად რუა, რუა პირველი ვამპირი იყო მსგავსი არსებების განადგურების შემდეგ, სისხლის წოვა მასაც შეეძლო, მაგრამ საშინელი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდა, ვეღარ გაიზარდა 33 წლის შემდეგ, მზის შუქზე ნადგურდებოდა რადგან ღმერთმა არ ისურვა მისნაირებისთვის მზის შუქის ხილვა, ღმერთმა დაადგინა, მისი ნებართვის გარეშე ანგელოზს ხორციელი სხეულის შესხმა აღარ შესძლებოდა და თუ ვინმე მსგავსს გაბედავდა ნათელი წაართმევდა მას სხეულს თვით აზაელიც ღამით გაათავისუფლა ლუციფერმა საბყრობილიდან წყევლა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ანგელოზებზე კი არა მათ შთამომავლებზეც ვრცელდებოდა ისევე როგორც ადამის შთამომავლებზე სიკვდილი, რუა განდეგილი იყო შთამომავლობის გარეშე სიმარტოვეში იტანჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ სისხლით იკვებებოდა და სეთის ტაძრის ერთ ერთი ქურუმის მოვალეობას ასრულებდა მან პრეტენზიები წაუყენა მშობელ აზაელს და მსგავსი რასის შექმნა მოსთხოვა, მაგრამ აზაელს უკვე აღარ შეეძლო ხორცის შესხმა. ლუციფერმა რუას უთხრა: “სიცოცხლე სისხლშია და მიეცი სისხლი კაცის ძეს რომ შენი მსგავსი გახდეს და მარადიულად იცოცხლოს”, თან გააფრთხილა: შეარჩიე ძლიერი და ახოვანი, ლამაზი და ბრძენი ხალხი მხოლოდ მათ გადაეცი უკვდავების გასაღები და როცა დრო მოაწევს თქვენ იქნებით ჩემი არმია მიწაზე. აი რას წერს მოციქული იოანე ლუციფერის მიწიერ არმიაზე გამოცხადების წიგნში.
იოანეს გამოცხადება თავი 9
1. მეხუთე ანგელოზმა დაუკრა ბუკი და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები.
2. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვიდა კვამლი ჯურღმულიდან, თითქოს დიდი ღუმლის კვამლი და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულიდან კვამლისაგან.
3. და კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე, და მიეცა მათ ძალა როგორიც აქვთ ძალა დედამიწის მორიელთ.
4. და ეთქვა მათ რომ არ დაეზიანებინათ არავითარი ბალახეულობა და დედამიწის მწვანილეულობა და არავითარი ხე არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც თავიანთ შუბლზე არა აქვთ ღმერთის ბეჭედი.
5. და მიეცათ მათ არ მოეკლათ ისინი არამედ წამებულიყვნენ ხუთ თვეს, და მათი წამება ჰგავს წამებას მორიელისაგან როდესაც ადამიანს უკბენს.
6. იმ დღეებში ადამიანები მოძებნიან სიკვდილს, მაგრამ ვერ იპოვიან მას, მოისურვებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაურბით მათ.
7. შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს, და მათ თავებზე გვირგვინები მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები როგორც ადამიანთა სახეები.
8. და ჰქონდათ თმები როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი ეშვები იყო როგორც ლომისა.
9. და ჰქონდათ ჯავშანი როგორც რკინისა და მათი ფრთების ხმა, როგორც მრავალ საომრად მორბენალ ცხენთა ეტლების ხმა.
10. და ჰქონდათ კუდები მსგავსი მორიელთა და მათ კუდებში მათი ძალაუფლება ხუთ თვეს აწამონ ადამიანები.
11. თავიანთ თავზე მეფედ ჰყავთ უფსკრულის ანგელოზი რომელსაც ებრაულიდ ჰქვია აბადონი ხოლო ბერძნები აპოლიონს ეძახიან
ეს არის ერთ ერთი ვერსია ვამპირების წარმოშობისა, თუმცა ლამექი მათ განიხილავს როგორც კაენის “პირველი მკვლელის” შთამომავლობას.

მითიური ვამპირები

ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

ალგული — არაბული ვამპირი, ანუ „სისხლისმსმელი ჯინი“. ამგვარი ვამპირები, ტრადიციულად, ქალი დემონები არიან, რომლებიც თავიანთ ორგიებს გარდაცვლილი ბავშვების გვამებზე და გადაჭედილ სასაფლაოებზე მართავენ.
ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც ბუგიმენსა და ინკუბუსს უკავშირდება. ალპი მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. ალპის მოკვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ასანბოსამი (ან ასასაბონსამი) — აფრიკული ვამპირია და ცნობილია სამხრეთ განაში, აშანტის ტომებს და სპილოს ძვლის სანაპიროს — კოტ-დ’ივუარსა და ტოგოს მცხოვრებთა შორის. გადმოცემების თანახმად, ასანბოსამი უღრან ტყეებში ბინადრობდა და ყველაზე ხშირად მას მონადირეები წააწყდებოდნენ ხოლმე. საერთოდ, მას ადამიანის გარეგნობა აქვს, ორი გამონაკლისით: რკინის კბილები და ფეხზე კაუჭისმაგვარი გამონაზარდი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმ ხესთან გაივლის, სადაც ასანბოსამი ცხოვრობს, სიკვდილი არ ასცდება.
ასვანგი — მითიური ქმნილება ფილიპინურ ფოლკლორში. ვამპირი, რომელიც გადმოცემების თანახმად, დღისით ლამაზი ქალის სახით ჩნდებოდა, ხოლო ღამით შიშისმომგვრელ მფრინავ ბოროტმოქმედად გარდაიქმნებოდა. დღის განმავლობაში, ასვანგს ნორმალური ცხოვრებით არსებობა შეუძლია. თუმცა ღამ-ღამობით მსხვერპლების სახლებში იგი ღამის ფრინველის სახით ფრინდებოდა. ყოველთვის სისხლით იკვებება, განსაკუთრებით კი უპირატესობას ბავშვებს ანიჭებს. საკვების მიღების შემდეგ, ეს არსება იბერება და ფეხმძიმედ გამოიყურება. თუ ასვანგი ადამიანების ჩრდილს გალოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მალე მოკვდება.
აძე — ვამპირის სული, აფრიკაში, განას სამხრეთ-დასავლეთის და ტოგოს სამხრეთში მოსახლე ევების ტომის ფოლკლორში. მათი წარმოდგენით, აძე „მფრინავი ცეცხლის“ სახით დაფრინავს, მაგრამ თუკი მას დაიჭერენ, იგი ადამიანის იერს იღებს. იგი სვამს სისხლს, პალმის წვენს და ქოქოსის წყალს; ასევე, ნადირობს ბავშვებზე.
ბაავან ში — შოტლანდიური ვამპირი, რომელიც, როგორც წესი, ლამაზი ქალის სახით გვევლინებოდა და ამით, თავის მსხვერპლებს აცდუნებდა. მაგიურ ცოდნაში ბაავან ში, ჩვეულებრივ, მწვანეში გამოწყობილი გვხვდება.
ბაიანგი — მალაიზიური ვამპირი, რომელიც კატას მოგვაგონებს და ბავშვებზე ნადირობს. შესაძლებელია მისი დამონება და მსახურ დემონად გადაქცევა. ხშირად, ერთი ოჯახის ფარგლებში ბაიანგი რამდენიმე თაობას ემსახურება. თუ მას დაიჭერენ, იგი კვერცხებით იკვებება და თუ საჭმელი შემოაკლდა, პატრონს აუმხედრდება. ასეთი დემონის პატრონს შეუძლია მისი მტრისთვის გაგზავნა. მტერი, როგორც წესი, მალევე გაურკვეველი დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ტრადიციების მიხედვით, ბაიანგი წინასწარ მოჯადოებული მკვდრადშობილი ბავშვის სხეულისგან ჩნდება.
ბებარლანგები — ფილიპინებში აღმოჩენილი ტომი, რომლის წევრებიც ფსიქიური ვამპირიზმის ფორმებს მიმართავდნენ: მსხვერპლის ენერგიისა და ცოდნის მიღების მიზნით, სვამდნენ მის სისხლს.
ბრაჰმაპარუში — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც ადამიანებით იკვებება. მსხვერპლთა სისხლს ეს არსება თავის ქალიდან სვამდა, ჭამდა თავის ტვინს და ბოლოს, მსხვერპლის შიგნეულობაში გახვეული, რიტუალურ ცეკვას ასრულებდა.
ბრუშა — ქალი-ვამპირი პორტუგალიიდან. ბრუშა ვამპირის სახეს, როგორც წესი, ჯადოქრობის საშუალებით იღებს. ღამ-ღამობით თავის სახლს ფრინველის ფორმაში ტოვებს. ყველაზე ხშირად იგი გადაღლილ, გზააბნეულ მოგზაურებს ესხმის თავს. გადმოცემის თანამად, დილაობით ის ლამაზი ქალის სახით გვევლინება და ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას ეწევა; უყვარს ბავშვები, რომლებიც საბოლოო ჯამში მის მსხვერპლებად იქცევიან. მისი მოკვლა შეუძლებელია.
ბჰუტა — მოჩვენება ინდოეთის სუბკონტინენტზე გავრცელებულ კულტურებში, რომელიც, როგორც წესი, ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის საფუძველზე ჩნდება. ბჰუტებს გადაეყრებიან ხოლმე სასაფლაოებზე ან ბნელ, უკაცრიელ ადგილებზე. ასეთი არსების თავდასხმა, ხშირ შემთვევაში, სერიოზული დაავადებით ან სიკვდილით მთავრდება.
დანაგი — ვამპირი ფილიპინებიდან, რომელსაც უკავშირდება კუნძულებზე მცენარე ტაროს გახარება მრავალი წლის წინ. ისტორიულად, დანაგი ადამიანებთან თანამშრომლობდა, მაგრამ მათი მეგობრობა დასრულდა მაშინ, როცა ქალმა თითი გაიჭრა და დანაგმა ჭრილობა მოუწოვა; ამ დროს კი მას ისე მოეწონა გემო, რომ „მსხვერპლს“ სისხლი სულ გამოაცალა.
დეარგ-დუე — საზარელი ქალი-არსება ირლანდიიდან, რომლის სახელიც “სისხლის წითელ მწოველს” ნიშნავს. ვამპირის ეს ნაირსახეობა, რომელსაც კელტების ხანას უკავშირებენ, დღემდე თავზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი არსების სავარაუდო ადგილსამყოფელის გაუვნებელყოფის ერთადერთი საშუალებაა, საფლავზე ქვების დახვავება.
დეარგ-დუეს შესახებ ყველაზე ცნობილი თქმულებაა ლამაზი ქალის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უოთერფორდშია დაკრძალული, ეკლესიის ეზოში, “წელში მოხრილი ხის” გვერდით. წელიწადში რამდენჯერმე იგი ამოდის საფლავიდან და თავის უნარს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანი შეაცდინოს და შემდეგ – მოკლას.
დოპელზოიგერი (გერმ. Doppelsauger) — გერმანელი ვამპირი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთითაა აღმოჩენილი — ვენდებს შორის (სლავური რასა). გადმოცემის თანახმად, ბავშვი, რომელსაც დედის ძუძუს მოაცილებენ, ვამპირად იქცევა. დოპელზოიგერი ნათესავების მკერდის ხორცსავსე ნაწილებით იკვებება და ამით იხანგრძლივებს სიცოცხლეს.
ემპუსა (ბერძნ. Εμπουσα) — ქვესკნელის საშინელი დემონი, ჰადესის სისხლისმსმელი ურჩხული, ღამეული ლანდი, ჰეკატეს თანამგზავრი და ხშირად, მისი ორეულიც. აფრთხობდა მგზავრებს, სისხლს სწოვდა და ჭამდა ბავშვებს, მიეკუთხვება ურჩხულთა ისეთ მოდგმას, როგორებიცაა გორგონა, ლამია, აკო, ალფიტო, მორმო და მორმოლიკე. ამ წყვდიადის საფრთხობელებს ზოგადად მორმოლიკებს ეძახდნენ. ემპუსას გამოხატავდნენ ვირისფეხებიან მშვენიერ ქალად, რომელიც ბავშვს ჭამს ან შეყვარებულს ახრჩობს. მას შეუძლია იქცეს ნებისმიერ არსებად, ხან ვირია, ხან ჯორი, ტურა, ქალი და ა.შ.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

13 კომენტარი ჩანაწერზე „ვამპირები“

    • კაენ ამბობს:

      პირველი ფოტო დიდძუძუებიანი ვამპირია თუ? :D

    • ვამპირი ამბობს:

      საშუალო ზომის მკერდიანი ვამპირი (ან უბრალოდ ადამიანი) :D
      მე მძულს პორნო და ეროტიკა და არა ესთეტიკურად წარმოჩენილი სხეული, გინდაც შიშველი იყოს. :)

    • კაენ ამბობს:

      მეც ასე :))))))))))))))))))))) ვიხუმრე

    • მარი ამბობს:

      მაგარია და ძაან მინდა რომ მეც ვიყო ვამპირიიიიიიიიიიიიი :ანხი: :ანხი: :ანხი: :) :) :) :) :) :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :გული: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :დიახ: :skull: :skull: :skull: :skull: :skull: :skull: :skull: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი: :ანხი:

      • Vampire ამბობს:

        მითიური? :) ჰო, ეგ არ იქნებოდა ცუდი, შესაძლებელი რომ იყოს…

    • ნ(ხ) ამბობს:

      :განაწყენებული: :არა: :განაწყენებული: :არა: :განაწყენებული: :არა:
      :ფრთა: :ფრთა: :ფრთა:
      VaMpIrObA დიდი საშინელებაა… იგი სასჯელია და არა საჩუქარი… რატო გინდათ ვამპირობა??? იმიტომ რომ ძლიერი იქნებით? იმიტომ რომ დიდხანს იცოცხლებთ? თუ ამაში რაიმე რომანტიკულს ხედავთ და გგონიათ რომ ან ვინმე ვამპირს შეუყვარდებით ან თქვენ შეგიყვარდებათ ადამიანი როცა ვამპირი იქნებით??? ფიქრობთ რომ ვამპირები ცალენების ოჯახის წევრებს გვანან? ან დეიმონს ან სტეფან, ან ელენას, ან ქეროლაინს?კარგით რა…ისინი ხომ მხოლოდ ფილმებისა და წიგნების გამოგონილი პერსონაჟები არიან…ნამდვილი ვამპირები ხალხს ხოცავენ, ისინი დაავადებულები არიან და სისხლის გარდა კონცენტრაციას ვერაფერზე ახდენენ, მათ არ ყავთ ახლობლები ან თუ ეყოლებათ მალევე ეხოცებათ იმიტომ რომ ადამიანს უფრო ხანმოკლე ცხოვრება აქვს ვიდრე ვამპირს… ვამპირების ცხოვრება ტკივილით, სიცივით, ნდობლობით, შეუბრალებლობით ,მარტოობით… არის გაჟღენთილი…
      ვამპირებზე რომანტიული ფილმების ყურება ან წიგნების წაკითხვა მართლაც მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვამპირობაზე ვვოცნებობ…
      VaMpIrEbIs ArSeBoBiS მჯერა, მაგრამ არ ვთვლი რომ ისინი კეთილები, მეგობრულები იქნებიან…
      P.S. ბოდიში ალბათ ძალიან მოგაწყინეთ თავი, მადლობა მას ვინც ჩემი ეს ბოდვა,რომელიც მე სიმართლე მგონია, ბოლომდე წაიკითხა…
      :) :) :) :D :D

      • Vampire ამბობს:

        დავიწყებ რეალური ვამპირებით…
        არ არსებობს ვამპირი, როგორც მითიური, უკვდავი არსება, ფრთებით და ა. შ. არსებობენ მხოლოდ ისეთები, როგორებიც იყვნენ ე. წ. კაპლანის ვამპირები, როგორიცაა ჯულია კეპლსი, ჰემატოფაგუსები… ისინი არავის ხოცავენ რა თქმა უნდა, თუმცა არიან მანიაკებიც… მშვენივრად ახდენენ კონცენტრაციას ყველაფერზე და ძალიან დიდხანსაც შეუძლიათ შეიკავონ თავი პირის ჩატკბარუნებისგან. :) არ ვფიქრობ, რომ ეს დაავადებაა, მაგრამ დაავადებებს ნამდვილად იწვევს (ბევრი რამ შეიძლება გადაგედოს სხვისი სისხლის დალევით). და რა თქმა უნდა ჰყავთ ახლობლები…
        ახლა კი მითიური, არარსებული ვამპირების შესახებ… მე კარგად მესმის რატომაც უნდა ხალხს იყოს მითიური ვამპირი, მე მხოლოდ მათი არ მესმის, ვისაც უკვდავი ვამპირების და ასეთი რამეების არსებობის სჯერა… სერიოზულად, ხალხი მთხოვს რომ ვამპირად ვაქციო… უკვე აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო…
        დავუბრუნდეთ მითიურ ვამპირებს… დიახ, ნამდვილად კარგი იქნებოდა ამ არსებად ყოფნა (რეალურები რომ იყვნენ), და აი რატომ:
        ავიღოთ ოჯახის წევრები… რა დაუშლიდათ ახლობლებიც ვამპირებად გადაექციათ? ეს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ უნდოდათ გაისტუმრებდნენ, თუ არა ახლობლებიც მუდამ ცოცხლები ეყოლებოდათ (თუმცა ვამპირის მოკვლაც შეიძლება, არ არიან ასე ვთქვათ იდეალურად უკვდავები).
        ეს არ იქნებოდა საშინელება, და არც სასჯელი, ნუ რა თქმა უნდა, მზეზე აორთქლება სასიამოვნო არ უნდა იყოს, თუმცა…
        და რა არის საჩუქარი თქვენთვის, მოკვდავობა? შესაძლოა არის კიდეც, ძნელი სათქმელია, სიცოცხლე უარესია თუ სიკვდილი. ცხოვრება ხომ უსიამოვნებებითაა სავსე…
        სულ ცოტა იმის გამო მაინც მოუნდებათ ვამპირობა, რომ სამუდამოდ იარსებონ… სიკვდილი დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელიც ყველასთან მიაკაკუნებს, ცხადია ბევრს სურს, მისი კიბიდან დაგორება. :D ასევე არც ძალაა ცუდი…
        და ოოო… რომანტიკა. :D
        ნუ კარგი, ეს მესმის რომ ვინმეს უნდოდეს მითიური ვამპირების არსებობა, რადგან ამ შემთხვევაში მცირე შანსი მაინც ექნებოდათ რომ მსხვერპლად გახდომის ნაცვლად კბენას გამოსტყუებდნენ, უკვდავები გახდებოდნენ და ბლა, ბლა, ბლა… მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია? ოცნება აკვიატებულ აზრად არ უნდა იქცეს…
        და უნდა გაარჩიონ წიგნები, ფილმები და მითები რეალობისგან, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს… ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ოცნება ცუდია, მაგრამ დაჯერება…
        საერთოდაც რა ყრია უკვდავ შეყვარებულში? მოგბეზრდება და გახდება უკვდავი ყოფილი. უკვდავი ყოფილი კი ძალიან ცუდი რამაა. :დაცინვა:
        ამასთანავე ავიღოთ საცოდავი კუდიანი ანჟელიკა ბნელი ჩრდილებიდან, რომლის მაგალითიდანაც ჩანს, რომ შესაძლოა შენს მიერ უკვდავად ნაქცევმა შეყვარებულმა სხვას აჩუქოს უკვდავება და მასთან დარჩეს… როგორი უმადურობა იქნება… :D და სინანული საშინელი გრძნობაა…
        ჰო, მინუსებიც ექნება უკვდავად ყოფნას, როგორც ყველაფერს…
        აი კალენები კი საერთოდ… და ასე შემდეგ… ნუ რა ვთქვა, მე პირადად ყოველთვის უდიდეს შეურაცხყოფად ვიღებდი, როდესაც ფიქრობდნენ, რომ ვამპირებზე გადაღებულ ფილმებზე ვკარგავ ჭკუას… თუმცა ზოგს მოსწონს ისინი…
        მიუხედავად იმისა, რომ არ ვგიჟდები ასეთ რამეებზე, მაინც წავიკითხე რამდენიმე წიგნი და… ერთ-ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ ძალიან გადაღრძუებული ვამპირები სუსტდებიან… ეს რანაირი უკვდავებაა? ეს უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე გამოდის. არა, მეიერისეულ ვამპირად ყოფნა დიდად მიმზიდველი არ არის.
        საერთოდაც, ბევრი შეცდომაა დაშვებული მითებსა, წიგნებსა თუ ფილმებში, ერთმანეთის გამომრიცხავი ფაქტები, ანუ ვგულისხმობ თუ რამეს იგონებებენ ცოტა ისე მოიგონონ, რომ რეალურს ჰგავდეს… თუმცა საუბარი ისედაც გამიგრძელდა, ეს კი უფრო ლიტერატურის კრიტიკაა, ამიტომ აღარ დავწერ ჩემს მოსაზრებებს.
        ცხადია ეს ყველაფერი მწერლების ფანტაზიებია, მითებიც ასეთივე ფანტაზიაა…
        ტკივილს, სიცივეს, უნდობლობას, მარტოობას და შეუბრალებლობას ყველას ცხოვრებაში აქვს ადგილი…
        არ არსებობენ უკვდავები… კეთილი და მეგობრული ხალხის არსებობაც საეჭვოა, ბუნებით ყველა ეგოისტია… რას ვიზამთ, ასეთია ბუნების კანონი, ცოცხალი არსება ვერ გაძლებს ისე, თუ სხვა რაღაცას არ დააზიანებს…

        და ბოლოს
        მე უფრო მეტი დავწერე მგონი. :D
        და პირიქით, მადლობა კომენტარის დატოვებისთვის. :)

    • ნიაკო ამბობს:

      ვამპირები არსებობენ, მაგრამ არა ისეთები როგორიც გვგონია :დიახ: :დიახ: :დიახ:

    • ელიზაბეტი ამბობს:

      აუ ვამპირობა მინდაა :დ :დიახ: :დიახ:

    • jad ამბობს:

      Tqven Bevei rame icit vidre adamianebma unda icidnen amis shesaxeb

    • სოფო ამბობს:

      აუ,, გთხოვთ მიმწეროთ იმ წიგნების სთაური მინდა წავიკითხო

      • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 ამბობს:

        შევეცდები მოძებნას ამ დღეებში, ვნახავ რა გამომივა.

      • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 ამბობს:

        ვეძებე და იმაზე რთულია მიგნება, ვიდრე ველოდი, ინგლისურ ენაზეც კი არსად დევს, თუ ოდესმე სადმე წავაწყდი, დავწერ. მანამდე კი სხვაგანაც სცადე კითხვა, იქნებ იცოდნენ. სავარაუდოდ სათაურებია ცუდად ნათარგმნი და პოვნა ამიტომ მიჭირს. :|

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *