Geeky Blog

ზომბი

2013 წლის 26 ივლისი

სურათი
ისტორიები ზომბებზე გავრცელდა აფრო–კარიბული რელიგიიდან — ვუდუ. მათ სწამდათ, რომ ზომბები იყვნენ მისნების მიერ გაცოცხლებული მკვდრები, რომლებიც მხოლოდ მათ გამცოცხლებელს ემორჩილებოდნენ. ზომბებს არ ჰქონდათ მეხსიერება, გრძნობები და აზროვნება, სამაგიეროდ ჰქონდათ არაადამიანური ძალა. შეეძლოთ ნებისმიერი დავალების შესრულება რასაც მისნები უბრძანებდნენ. სიტყვა „ზომბის“ წარმოშობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ერთ–ერთის მიხედვით, ეს სიტყვა მოდის დასავლეთ–ინდიელების სიტყვა „ჯუმბიე“–დან, რომელიც მოჩვენებას ნიშნავს. მეორე ვარიანტით, ეს არის კონგოური სიტყვა „ნზამბი“, რომელიც მკვდარ სულს ნიშნავს. ეს სიტყვა ევროპაში შემოვიდა 1871 წელს. არსებობს რამდენიმე ჩანაწერი, რომ მე–20 საუკუნის დასაწყისში საიდუმლო ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე მკვდარი გააცოცხლეს და თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს. კერძოდ, არასასურველი ადამიანების მოსაშორებლად. მათ მიყავდათ მღვდელი, თხრიდნენ საფლავს, გვამს 3 წვეთ სისხლს აპკურებდნენ და შემდეგ მღვდელი დაახლოებით საათ–ნახევრის განმავლობაში კითხულობდა სპეციალურ ლოცვებს, რის შემდეგაც გვამი ცოცხლდებოდა.

დღესდღეობით რამდენიმე ადგილას ყოველ წელს ტარდება სანახაობა „ზომბების შემოსევა“. მაგალითად პენსილვანიასა და სან–ფრანცისკოში.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *