Geeky Blog

კელტური ჰოროსკოპი

2013 წლის 3 ივლისი

სურათი
არყის ხე (24 დეკემბერი – 20 იანვარი)

კელტურ მითებში მზე გაიგივებული იყო არყის ხესთან. ეს ხე პირველი ირთვება ფოთლებით და ამით გვამცნობს ახლის, ახალი ციკლის დასაწყისს.

არყის ხის ტოტი დრუიდების და ბარდების განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომლებიც მას თავიანთ ტუნიკაზე ამაგრებდნენ. კელტურ მთვარის ზოდიაქოში უსახელო დღე იმყოფება არყის ხესა და ანწლს შორის, სიმბოლურად – დაბადებასა და სიკვდილის დაუსრულებელი ციკლის გუშაგებს შორის.

არყის ხესთან დაკავშირებული თეთრი ირემი – ყველა კელტური მითების პერსონაჟი, მზის მეფეების შვიდთვიანი მეფობის სიმბოლოა.

არყის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ორ ტიპად იყოფიან. ადამიანების ხასიათი, რომლებიც დაბადებულნი არიან ამ ნიშნის პირველ ორ კვირაში, განისაზღვრება ახალი მთვარის დროს, ხოლო ბოლო 2 კვირაში დაბადებულების – სავსე მთვარის პერიოდში.

ახალ მთვარეზე დაბადებული ხალხი უფრო იმპულსური და ემოციურია, მაგრამ ამავე დროს, სუბიექტურობისა და ინტრავერტობისკენ მიდერკილი. მათი ხასიათის დადებითი თვისებებია: სიმტკიცე და თავდაჯერებულობა. ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დიდ სიჯიუტეს და მიზანსწრაფულობას იჩენენ მიზნის მიღწევისას.

სავსე მთვარის დროს დაბადებულმა კი ზუსტად იციან, რა უნდათ. მიდრეკილნი არიან ობიექტურობისკენ და ერთგულებისკენ. თუმცა აქვთ უარყოფითი ნიუანსი – არ უწევენ რეალობას ანგარიშს.

დრუიდებს სჯეროდათ, რომ არყის ხე არის ხე, რომელსაც შეუძლია ძალიან მაღალი გაიზარდოს და ამიტომ, ასტროლოგიური გაგებით, ადამიანები, დაბადებულნი არყის ხის ნიშნის ქვეშ კელტურ ღმერთს, ,,ტალეზინს,, ჰგვანან და უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, თუმცა ცხოვრების გზაზე დიდი სიმტკიცის გამოჩენა მოუწევთ არსებული სირთულეების გადასალახად.

სურათი
ცირცელი (21 იანვარი – 17 თებერვალი)

დრუიდთა რწმენით, მათი დიდი უხილავი ღმერთი ბუნების ელემენტებსა და ელექტრომაგნიტურ ძალებში ვლინდებოდა, რომელსაც ელვა შეიცავდა. ითვლებოდა, რომ ცირცელს ელვის არ ეშინია, ამიტომ ბოროტი ჯადოქრული ძალებისგან დასაცავად ამ ხით მთელ დასახლებულ პუნქტებს, განცალკევებულ გზაჯვარედინებსა და ტაძრებს ღობავდნენ.

დრუიდებს სჯეროდათ, რომ თითოეულ ხეს თავისი სული, ან „ნიმფა” ჰყავს.

ცირცელის სული წარმოადგენდა ჭეშმარიტი საიდუმლოებების მცველს, რომელიც დაკავშირებული იყო უკვდავებასა და არქეტიპური (თავდაპირველი) ღმერთების პირად თავისუფლებასთან.

კელტურ მითოლოგიაში ცირცელი ითვლებოდა მაგიურ ხედ, ხოლო მისი მკვეთრი წითელი ნაყოფი – „ღმერთების საკვებად”, რომელსაც მწვანე დრაკონი იცავდა. ედემის ბაღის აკრძალული ხილის მსგავსად, ცირცელის ნაყოფიც შეიცავდა მაგიურ ძალებს, რომელსაც კელტური ღმერთები იცავდნენ.

ცირცელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქვთ წინასწარ განჭვრეტის ნიჭი და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპები. თუმცა თავის თავში არიან ჩაკეტილნი და მათი წინასწარმეტყველება კაცობრიობამდე ვერ აღწევს.

მათი ცივი ქცევების მიღმა გარკვეული ვნება იმალება, რაც ფანატიკოსებსა და უვიცებთან მიმართებაში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სჭირდებათ.

ახალ მთვარეზე დაბადებული ადამიანები მოუთმენელები არიან. მათ ბევრი იმედგაცრუება ელოდებათ თავიანთი სიმართლის დამტკიცების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში ეს ხალხი შეიძლება თავშეკავებული იყოს, მათმა დაუცხორმელმა რეფორმების სურვილს დიდი საზოგადოებრივი გარდაქმნების გამოწვევაც კი შეუძლია.

სავსე მთვარის დროს დაბადებულები ნაკლებად ჩაკეტილნი არიან, თუმცა იმაზე მეტს ჰპირდებიან, ვიდრე რეალურად აკეთებენ. აღსანიშნავია მათი შთაგონების უნარი, სხვა ადამიანებზე ძლიერი ზეგავლენა და მწვავე დამოკიებულება პირადი უფლებების დარღვევის ნებისმიერ მცდელობის მიმართ.

სურათი
იფანი (18 თებერვალი – 17 მარტი)

იფნის კელტური სახელი ირლანდიური სიტყვის „ზეცის“ მსგავსია. კელტურ მითოლოგიაში იფანი მოჯადოებულ ხედ ითვლებოდა, მისგან მაგიურ კვერთხებს ამზადებდნენ.

ეგვიპტელები კელტებს „ზღვის მოხეტიალეებს“ ეძახდნენ. ზღვის ცხენი იფნის სიმბოლოა, რომელიც დაკავშირებულია კელტების წარმოდგენასთან ზღვის ღმერთების შესახებ – ნახევრად თევზი და ნახევრად ცხენი.

იფნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ხასიათის გაორება, რის გამოც ძნელია გაიგო მათი ჭეშმარიტი ნატურა, ან მათი მოტივები.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფლობენ არტისტულ თვისებებს, არიან ტემპერამენტულები, მაინც დაუცველებს ან საოცრად მგრძნობიარეებს ჰგვანან (თუმცა შეუძლიათ შინაგანი ბუნების შეცვლა, შეუძლიათ გადხნენ უფრო პრაგმატულები და ძლიერები). შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცოვრებაში თანაგრძნობის გრძნობით ხელმძღვანელობენ.

ახალ მთვარეს დაბადებული ადამიანები უფრო იმპულსურები და დემონსტრაციულები არიან სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათ ექსპლოატაციას. ზოგადად, მათთვის დამახასიათებელია ცხოვრებისადმი ფრთიხლი მიდგომა, ამავე დროს გამოირჩევიან საგანგებო სპონტანურობით.

სავსე მთვარეს დაბადებულები კი უფრო „ექსჰიბიციონისტები“ არიან და გამოირჩევიან დიდი სულიერებით, რაც ზოგჯერ მათ გულუბრყვილობასა და მიამიტობაზე მიუთითებს. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული სისუსტეა, რომლის ქვეშაც ძალიან იშვიათი ადამიანური თვისება – მორჩილება იმალება.

სურათი
მურყანი (18 მარტი – 14 აპრილი)

კელტურ მითოლოგიაში მურყანი დაკავშირებულია (მამალ) ცხვართან – ძლიერ გიგანტთან და ძველი ბრიტანეთის მეომარ მეფესთან. ძველ მითში „ხეების ბრძოლა“ მურყანი იბრძვის პირველ რიგებში, რაც მურყანის გამბედაობაზე მეტყველებს.

ირლანდიის შორეულ სოფლებში, ირლანდიელებისთვის წმინდა ხის – მურყნის მოჭრა დანაშაულად ითვლებოდა. ამის გამკეთებელი ყველა იმ უბედურებაზე იყო პასუხისმგებელი, რაც სოფელში მოხდებოდა. მურყნის ნიმფა აგრესიულობით გამოირჩევა და შესაძლოა ასეთი ადამიანის სახლიც კი გადაწვას.

(მამალი) ცხვრის სიმბოლო – შევარდენი იყო. კელტები შევარდენებს – მეფეებს უწოდებდნენ. ის გრძნეულ ფრინველად, როგორც გამარჯვების, ასევე სიკვდილის ნიშნად მიიჩნეოდა.

მურყნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძლიერი პიროვნებები არიან და მზად არიან ცხოვრებაში საკუთარი გზის გასაკაფად, თუმცა ეს უსწორმასწორო გზაა. ამ ნიშნის განმასხვავებელი თვისება – გამბედაობაა.

ეს ადამიანები საიმედო მოკავშირეები არიან. მათ ურჩევნიათ ბრძოლა საკუთარი ინტერესების დასაცავად და სხვების გაყოლიება. მათ მოუსვენარ, მებრძოლ სულს ისინი უხილავ სივრცეებში მიჰყავს.

ახალ მთვარეს დაბადებულები ყველაზე მოუსვენარი და მერყევები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმამაცე და გულწრფელობა ეჭვს არ იწვევს, მათ დაფიქრებული ქმედებები ურჩევნიათ, აანალიზებენ მოსალოდნელ შედეგებს.

სასვე მთვარეს დაბადებული ადამიანები სხვებზე უფრო მეტად ფლობენ დარწმუნების უნარს. ისინი გამოირჩევიან საკუთარი ძალების რწმენაში, მაგრამ შესაძლოა არ ჰყოფნიდეთ ის ენერგია, რომელიც ახალ მთვარზე დაბადებულებს აქვთ. თუმცა, თუ კრიზისის დროს საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან, დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

სურათი
ტირიფი (15 აპრილი–12 მაისი)

ტირიფის ხეს უძველესი ისტორია აქვს. ის სიკვდილს უკავშირდება – ტირიფის ფოთლები ნაპოვნია მეგალითის ეპოქისა და ფარაონის აკლდამებში.

უძველეს ისრაელში ჰქონდათ დღესასწაული „ტირიფის დღე”, რომლის დროსაც მათი მთავარი საკურთხეველი ტირიფის ტოტებით ირთვებოდა. არის მოსაზრება, რომ როდესაც იესო შეხვდა მარია მაგდალინელს, ის უზარმაზარი ტირიფის ფუღუროში ცხოვრობდა.

სანამ იესომ მარიადან დემონები არ განდევნა, ხალხს სჯეროდა, რომ ის ჯადოქარი იყო და ტირიფიც, ბოროტებასთან ასოცირდებოდა.

დრუიდებს ტირიფი წმინდა ხედ მიაჩნდათ. მათ სამყაროს შექმნის მითში ზღვის გველმა ტირიფის ტოტებზე ორი იასამნისფერი კვერცხი დადო, რომელშიც მზე და დედამიწა იყო. ეს იყო პირველი ხე, რომლის ტოტებშიც გამოიჩეკა სამყარო, რომელიც როგორც კოსმოსის დაბადების, ასევე დედამიწაზე ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ მოიაზრებოდა. ზღვის გველი კი, კელტებისთვის, ოკეანეებზე მთვარის ძალაუფლებისა და ადამიანების ცხოვრებაში მისი საბედისწერო ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ძნელია ამოიცნო ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან ტირიფის ნიშნის ქვეშ, რადგან მათზე ვრცელდება ბუნების ყველა საიდუმლო ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია მთვარესთან.

მათი ფსიქიკის „ანტენები” მუდამ ჩართულია, რაც საშუალებას აძლევთ სრულად მოახდინონ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების რეალიზება. ხასიათის დადებითი ასპექტები, როგორც წესი, ვლინდება მათ პასიურ შეუპორვობაში და გამჭრიახობაში.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან მთვარის თვის პირველ ორ კვირაში, უფრო არიან მიდრეკილნი ხასიათის მკვეთრი ცვლილებებისადმი. დადებითი ასპექტები ვლინდება ამ ადამიანების ცვლილებებისადმი მგრძნობელობასა და უნარებში, – სწარაფად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები.

ადამიანები, დაბადებულნი თვის მეორე ნახევარში, ცდილობენ, არ მიიღონ მხედველობაში რჩევები. ამავე დროს მათი არგუმენტები არ გამოირჩევა დამაჯერებლობით. დადებითი ასპექტებია: გამომგონებლობა და შესანიშნავი მეხსიერება.

სურათი
კუნელი (13 მაისი–9 ივნისი)

კელტები თვლიდნენ, რომ ადამიანი, რომელიც კუნელს გაანადგურებდა, საკუთარ თავს დიდ საფრთხეს უქადდა, – მისი პირუტყვი დაეცემოდა, შეიძლებოდა შვილები დაღუპვოდა და საბოლოოდ, თავიც კი გაენადგურებინა.

კუნელი რიტუალური ორგიების დროს გამოიყენებოდა, როდესაც დრუიდები ხალხს ნაყოფიერი ზაფხულის იმიტაციის გაკეთებას მოუწოდებდნენ.

კუნელის დამცველობითი ფუნქციები დაკავშირებულია ვულკანის მითიურ თვისებებთან, მჭედელ ღმერთთან, ღვთიური ცეცხლის დამცველთან, რომელიც მათი წარმოდგენით, გოების უზენაეს ძალას წარმართავს.

კელტური სიმბოლოს „თასი” უკავშირდება კელტების პროფესიონალურ მუშაობას მეტალზე. უფრო ძველ მითებში თასი არის წმინდა გრაალის სიმბოლო, რომელთანაც გაიგივებულია ღვთიური საიდუმლო, ან მუდმივი სიცოცხლის წყარო.

კუნელის ადამიანები მუდამ ახალ-ახალი იდეებით დუღან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ბევრი ნიჭი აქვთ და ადვილად ეგუებიან ყველა ცვლილებას. როგორც წესი, მათი ძალა მოწინააღმდეგის სუსტი მხარეების ცოდნაშია. ისინი კარგი სტრატეგები არიან, თუმცა დაუნდობლობა – არ ახასიათებთ.

ადამიანები, დაბადებულნი მთვარის თვის პირველ ნახევარში, გამოირჩევიან დიდი იმპულსურობთა და მგრძნობელობით. მიიღებენ რა გადაწყვეტილებას, მის ცხოვრებაში განსახორციელებლად ყველაფერს იყენებენ.

მთვარის თვის მეორე ნახევარში დაბადებულ ადამიანებს კი ცხოვრებისადმი სრულიად სხვაგვარი მიდგომა ახასიათებთ. მათ ნაკლებად ადარდებთ საკუთარი ვალდებულებები. მათი დადებითი მხარეა უფრო ფართო თვალთახედვა, რომელიც გონების იმ კარს აღებს, რომელიც როგორც წესი, სხვებისთვის დახურულია.

სურათი
მუხა (10 ივნისი – 7 ივლისი)

დრუიდების რელიგია დაფუძნებული იყო მუხის თაყვანისცემაზე, რომელთანაც დაკავშირებული იყვნენ ჭექა-ქუხილის ღმერთები.

მუხა წლის გადამწყვეტი მომენტის სიმბოლო იყო, როდესაც ზაფხულის მზე მოკლე დროით ამოდიოდა გრინვიდის წერში, რათა მოეპოვებინა ღვთიური შთაგონება.

მთვარის მეშვიდე თვის განმავლობაში დრუიდები მუხაზე ამოტვიფრავდნენ ხოლმე წრეს, რომელიც ოთხ თანაბარ ნაწილად იყო დაყოფილი (დედამიწის უძველესი სიმბოლო). მათ სწამდათ, რომ ეს წრე ხეს ელვისგან დაიცავდა.

მუხის კელტური სახელი ნიშნავს „კარებს”. ითვლებოდა, რომ მუხისგან გაკეთებული კარები, ყველაზე საიმედო დაცვაა ბოროტი ძალებისაგან.

მუხის ადამიანები გამოირჩევიან ფართო მსოფლმხედველობით. მათი უმთავრესი დადებითი თვისებაა ოპტიმიზმი და სიმართლის თქმის უნარი, არასასურველი შედეგის მიუხედავად. გაუფრთხილებლობა – მათ სუსტ წერტილს წარმოადგენს.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან თვის პირველ ნახევარში, რისკის სიყვარულით გამოირჩევიან. მათ დაუფიქრებლად შეუძლიათ დიდი ოდენობით თანხის გარისკვა. ასევე, მათ ახასიათებთ ისეთი განკარგულებების გაცემა, რომელთა შესრულება არც ისე ადვილია. დადებითი თვისებებია თანდაყოლილი ლიდერული თვისებები და ისეთი უარყოფითი თვისებების დაძლევა, როგორებიცაა: სიხარბე და პატივმოყვარეობა.

მთვარის ორივე ფაზაში, ამ ნიშნის წარმომადგენლებში არსებობს თავგანწირვის ელემენტი, თუმცა სავსე მთვარის დროს დაბადებულები უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი დიდი რისკებისადმი.

მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. გამოირჩევიან პატივმოყვარეობით და დიდების თავდაუზოგავ მაძიებლებად მიიჩნევიან.

სურათი
ბაძგი (8 ივლისი – 4 აგვისტო)

კელტურ მითებში ბაძგი მუხის მარადმწვანე მეგობრად მოიაზრება. დრუიდების მთვარის კალენდარში წმინდა მუხა წარმართავდა მოახლოებული (ნათელი) წლის ნაწილს, ხოლო მარადმწვანე ბაძგი – მის ბოლო (ბნელ) ნაწილს.

შუასაუკუნეებში სჯეროდათ, რომ ის იცავდა მეფეს საწამლავისგან.

ეზოთერულად ბაძგი სულის მარადმწვანე ასპექტის სიმბოლოა, ხოლო მუხა – მომაკვდინებელი ასპექტის. უელსის უძველეს პოემაში ნათქვამია, რომ ეს ორი ხე ებჯინება ხიდს, გადებულს „ცისარტყელას მდინარეზე“, რომელშიც იხსნება მსოფლიოს ბოროტება და ჩაედინება გრინვიდში.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან ამ ნიშნის ქვეშ, ნაკლებად მიდიან რისკზე ნებისმიერ საკითხში. მანამ, სანამ კარგად არ აწონიან ყველაფერს, ყველა დადებით და უარყოფით შესაძლო შედეგს, – არ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აქ საუბარია პრაკტიკულობაზე და რთული პრობლემების მარტივი ლოგიკის დახმარებით გადაჭრის უნარზე.

ადამიანები, დაბადებულნი თვის პირველ ნახევარში, დაკავშირებულნი არიან ახალ მთვარესთან და უფრო მიდრეკილნი არიან ფინანსურად დაუჭირონ მხარი ოცნებებს და სხვა ადამიანების ამბიციურ გეგმებს. ეს მიუთითებს თავდაუზოგავ და მზრუნველ ნატურაზე, რომელსაც ასევე უარყოფითი ასპექტიც აქვს – უაზრო ოპტიმიზმი, რომელსაც შეუძლია მისთვის ზიანის მიყენება.

სავსე მთვარის ადამიანები, (დაბადებულები თვის მეორე ნახევარში), უფრო მოზომილი ოპტიმიზმითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. ხშირად ისინი სხვადასხვა საზოგადოებების, ფირმებისა და დიდი კორპორაციების დამფუძნებელთა რიცხვში გვხვდებიან. მათი ნეგატიური ასპექტება – ზოგადი სენსიტიურობა და უდიდესი მგრძნობელობა კრიტიკისადმი.

სურათი
თხილი (5 აგვისტო – 1 სექტემბერი)

ირლანდიელი კელტების მითოლოგიაში თხილი იყო „წმინდა ფორტი”, რომელშიც პოეზიის ფერია ცხოვრობდა. ირლანდური კანონით ხეები იყოფოდა ოთხ კატეგორიად, რომლის მიხედვითაც ხის უკანონო მოჭრა გარკვეუ სასჯელს ითვალისწინებდა. ამ კანონის თანახმად, ადამიანები სასიკვდილო სასჯელით ისჯებოდნენ მხოლოდ ორი ხის მოჭრის შემთხვევაში, ესენია: თხილი და ვაშლი.

შოტლანდიის კალედონიის უძველესი სახელი ნიშნავს „გორაკი – თხილთან ერთად გაზრდილი”. კელტურ ლეგენდებში თხილი სიბრძნის სიმბოლოდ მიიჩნეოდა და თუ მის გულს შეჭამდი – შესაძლებელი იყო ყველაფერი გაგეგო ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ.

ერთ-ერთი კელტური ლეგენდის თანახმად (ფინის საგა), ტყის თხილი ჩაცვივდა ჭაში და მასში მცხოვრები ორაგულების საკვები გახდა. როდესაც ფინმა დაიჭირა და შეჭამა ერთ-ერთი მათგანი, მან მაშინვე შეიძინა სიბრძნე. ამიტომაც უწოდებენ თხილს სიბრძნის ხეს, ხოლო კელტური სიმბოლო „ორაგული” – ცოდნის ძალას წარმოადგენს.

თხილის ნიშნის ადამიანები ჭკვიანები, მგრძნობიარენი არიან და საღად აზროვნებენ. ეს გონებამახვილობა მათგან კარგ მოკამათეებსა და მწერლებს აყალიბებს. ისინი არიან კარგი ორგანიზატორები და დამგეგმავები, რომელთაც უმცირესი დეტალებიც გათვალისწინებაც კი შეუძლიათ.

ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილის გამო მათგან კარგი მეცნიერები და სპეციალისტები გამოდიან.

ადამიანები, დაბადებულნი თვის პირველ ნახევარში, ახალი მთვარის დროს, გამოირჩევიან ცოდნისაკენ და ცნობისმოყვარეობისაკენ მიდრეკილებით, რომელიც შეიძლება ყველგან ,,ცხვირის ჩაყოფაშიც,, კი გადაიზარდოს.

ადამიანები, დაბადებულნი თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის დროს, გამოირჩევიან გახსნილობით და მაღალი ტემპერამენტით. ისინი ცდილობენ საზოგადოებრივი აღიარების მოპოვებას, რათა ხელოვნების დარგში სხვა ადამიანების განათლების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მათი დადებითი მხარეებია: გულახდილობა და პრინციპულობა, უარყოფითი – ზედმეტი კრიტიკულობა.

სურათი
ყურძენი (2 სექტემბერი – 29 სექტემბერი)

ყურძენი ძალიან ძველი მცენარეა და მოიხსენიება ბიბლიაში ნოესთან კავშირში. ეს სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „დაგრეხვა”, რაც შეესაბამება მის სპირალისებურ ყლორტს. სპირალის სიმბოლიკა დრუიდების მისტიციზმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათ რიტუალურ ზოდიაქოში ყურძნის სპირალური სიმბოლო აღნიშნავს შემოდგომის ბუნიობას.

ირლანდიურ მითოლოგიაში თეთრი გედი, დაკავშირებული ყურძნის თვესთან, იქცა ძველი კელტური სინათლის ღმერთებად, რომლებიც „წავიდნენ” თავიანთ მიწისქვეშა ფორტებში შემოდგომის ბუნიობის დროს.

კელტურ მითოლოგიაში პლანეტა ვენერა წარმოადგენდა „სინათლის სხივს” ან „თეთრ მოჩვენებას”–და დაკავშირებული იმ ადგილთან, სადაც ბინადრობენ წინაპრების სიბრძნის სულები, რომელიც კელტების კოსმოლოგიაში გაიგივებული იყო გედის თანავარსკვალვედთან.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან ყურძნის ნიშნის ქვეშ, ფლობენ მგრძნობიარე ნატურას, მაღალი ემოციურობით ხასიათდებიან, მაგრამ რთულ წუთებში მათ შესაშური ცივსისხლიანობის გამოჩენა შეუძლიათ. ისინი ინსტიქტურად ორგანიზებულები არიან, ყოველთვის სწრაფად რეაგირებენ გაუთვალისწინებელ გარემოებებზე.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან თვის პირველ ნახევარში, უფრო გახსნილად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. მათი სუსტი ადგილი გაუწონასწორებლობაა, არ შეუძლიათ შეეგუონ ცხოვრების გარკვეულ ასპექტებს. მათი დადებითი თვისებებია თანდაყოლილი ენთუზიაზმი და სურვილი, დაეხმარონ პარტნიორებს.

ადამიანების გაუწონასწორობლობა, რომლებიც დაბადებულნი არიან თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის დროს, „კორექტირდება” 23 სექტემბერს (შემოდგომის ბუნიობას) და მათ აქვთ გულწრფელი პატიების უნარი. საერთოდ, ყურძნის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ ჰარმონიისა და სტაბილურობის შექმნაში დახმარება, თუმცა ამავდროულად შეუძლიათ ,,პარაზიტულად,, იცხოვრონ ადამიანების მხრიდან მათთდამი კეთილგანწყობის ხარჯზე.

სურათი
სურო (30 სექტემბერი – 27 ოქტომბერი)

სუროს ძირითადი თვისებებია: სიხარბე, შეზღუდვა, გამძლეობა, ეიფორია, სიმტკიცე. სურო, ისევე როგორც ყურძენი, დათრობის სიმბოლო შეიძლება იყოს. მის ფოთლებს შესაბამისი ქიმიური შემადგენლობა აქვს. საკმაოდ მომწამვლელია და არასდროს გამოიყენებოდა საკვებად (სხვა მცენარეებისგან განსხვავებით).

რამდენადაც ეს მცენარე ძალიან უბრალოა, მას შეუძლია კედლის ბზარებში ან ქვაფენილებზე გაზრდა და ყველა შესაძლო შემთხვევის წინააღმდეგ შეუპოვრობისა და ამტანობის სიმბოლოა.

სუროში ასევე სიბრძნეცაა და ის ქალღმერთების ერთ-ერთ წმინდა მცენარედაა ცნობილი.

ადგილი, სადაც სურო უხვად იზრდება სავსეა ბნელი საიდუმლოებებით.

სურათი
ლერწამი (28 ოქტომბერი – 24 ნოემბერი)

ლერწამი და სურო ერთი დუალიზმის ორ ასპექტს წარმოადგენს. ისინი პერსეფონა და პლუტონი სულის ერთიანობას ქმნიან, რომელიც, მიუხედავად ამისა, სავსეა დრამატიზმითა და ვნებით.

ამ დროს დაბადებული ადამიანები, სუროს ადამიანების მსგავსნი არიან. ისინი ძლიერ ზეგავლენას ახდენენ სხვებზე, ერთადერთი განსხვავებით, – ლერწმის ადამიანები დიდი ძალითა და კომპრომისებისადმი ნაკლები მიდრეკილებით გამოირჩევა, რამდენადაც როლი, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში თამაშობენ, ნებისმიერი სისუსტის გამოვლენას ან ორ სკამს შორის ჯდომის ფუფუნებას გამორიცხავს. მათ ურჩევნიათ შეცვალონ ნივთების თანმიმდევრობა, იმის ნაცვლად, რომ იბრძოლონ თბილი ადგილის გამო უკვე არსებულ თანმიმდევრობაში. ამ ნიშნის ადამიანებს სურთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და არა მისი ცალკეული ასპექტები.

ადამიანები, დაბადებულები თვის პირველ ნახევარში, ახალი მთვარის დროს, იძენენ ძლიერ მეგობრებს და მტრებს, რამდენადაც გამოირჩევიან მოუთმენლობითა და იმპულსურობით. უფრო მეტიც, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ მდგომარეობას და აღწევენ დიდ პატივისცემას, განსაკუთრებით მათი მტრების მხრიდან.

ადამიანები, დაბადებულები თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის დროს, უფრო ფრთხილად გეგმავენ თავიანთ მოქმედებებს და დიდ საზოგადოებრივ აღიარებას აღწევენ, მაგრამ მიდრეკილება აქვთ გადაერთონ ერთი დავალებიდან მეორეზე, რამაც შეიძლება შეასუსტოს მათი მიზანდასახულობა.

საერთოდ ლერწმის ხალხი გამოირჩევა გადარჩენის უდიდესი უნარით და მათ მტრებთან ბრძოლა ურჩევნიათ, მეგობრებისგან დახმარების მიღებას.

სურათი
ანწლი (25 ნოემბერი–23 დეკემბერი)

ანწლი მეგალითის დროიდან საიდუმლოებით იყო შემოსილი, როდესაც მის ფოთლებს საფლავის ქვებზე გამოსახავდნენ, როგორც სიკვდილის და ამავდროულად, ახალი სიცოცხლის სიმბოლოს.

კელტების რიტუალურ ზოდიაქოში ეს პერიოდი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზამთრის ყველაზე გრძელ დღეს ემთხვევა. კელტების მთვარის ზოდიაქოში არყის ხე და ანწლი ანუნის მიწისქვეშა სამეფოს შესასვლელის სხვადასხვა მხარეს დგანან და მზის ჩასვლასა და ამოსვლას აღნიშნავენ.

ანწლის თვე გამოხატავს მზის პატიმრობის, ან მზის სულის სიმბოლოს. ამ თვესთან დაკავშირებულია კრონოსი – მინერალების სამეფოს მბრძანებელი, რომელშიც სიცოცხლისა და სინათლის წყაროა.

სიმბოლურად ანწლი წარმოდგენილი იყო ოქროს სვეტების ფორმით, რომლიდანაც, მთელი რიგი გარდაქმნების შემდეგ არყის ხის მწვანე სვეტი გაიზარდა, დაკავშირებული კელტების მზის ღმერთების დაბადებასთან. ანწლის თვე წარმოადგენს ცხოვრების მერყეობას და მუდმივ ადაპტირებას ცვალებადი სიტუაციებისადმი.

ანწლის ადამიანები მუდმივად ვითარდებიან. ახალგაზრდობაში, ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ უაზრო პროექტებზე. ბევრი მათაგნი იღებს მემკვიდრეობას, რაც ხელს უწყობს მათ ექსტრავაგანტულ გემოვნებას და განებივრებას. საერთოდ მათ ნატურაში ზის მოუსვენრობა ან ცნობისმოყვარეობა, რის შედეგადაც ისინი მსოფლმხედველობის ჰორიზონტების გაფართოების მიზნით ღმა ცოდნის შეძენისა და ხანგრძლივი მოგზაურობის განხორციელებისკენ მიისწრაფიან.

ადამიანები, დაბადებულნი თვის პირველ ნახევარში, ახალი მთვარის ფაზაში, დიდი გულახდილობით და იმპულსურობით გამოირჩევიან. ფლობენ კარგ ორატორულ უნარებს და მუდმივად იბრძვიან უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

ადამიანებს, დაბადებულებს თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის პერიოდში, აქვთ შესანიშნავი მართვის უნარები, ურჩევნიათ კულისებში მოქმედება და გაურბიან მოულოდნელ შეხვედრებს.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

1 კომენტარი ჩანაწერზე „კელტური ჰოროსკოპი“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *