Geeky Blog

რომელი სიმპათიური ფანტასტიკური ფილმის პერსონაჟი გახდება თქვენი მოკავშირე? (გასართობი ტესტი)

2014 წლის 11 სექტემბერი

არ ვიცი, რამდენად გაერთობით, მაგრამ მე ძალიან შევეცადე კარგი გამომსვლოდა დაპირებული გასართობი ტესტი.
უცხოურ საიტებზე მრავალჯერ შემინიშნავს მსგავსი ტიპის ტესტები, პირადად მე, საკმაოდ მართობს, არაჩვეულებრივი საშუალებაა დროის გასაყვანად… :) ზედმეტად მიწიერ ხალხს ალბათ არ დააინტერესებს. :| დასანანია, რომ ასეთ ტესტებს ძირითადად მოზარდები ეტანებიან. აბა, გული არ ბერდებაო? :განაწყენებული:

P. S.

ჩემი პირველი ტესტია და ნუ განმიკითხავთ. :დაცინვა: დროთა განმავლობში ალბათ უკეთესებს შევქმნი, ან საერთოდ ჩავიქნევ ხელს, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი…
თუ მეტყვით, როგორი ტესტი გინდათ, შესაძლოა შევადგინო, ან თვითონ დაამზადეთ და მომწერეთ, დიდი შანსია, რომ დავდო. :)
როგორც ვთქვი, მხოლოდ 8 პერსონაჟის შეტანა შემეძლო ტესტში (ტექნიკური მხარე მეტის საშუალებას არ მაძლევდა სამწუხაროდ). ამიტომ ჩავატარე გამოკითხვა, რათა გამერკვია, რომელი პერსონაჟები იმსახურებდნინ მეტ სიმპათიას, იმისათვის, რომ ტესტის შედეგები ძალიან უსიამოვნო არ ყოფილიყო. გამოკითხვის შედეგად (რომელიც gothic.geზე და facebookზე მიმდინარეობდა) გამოვლინდა 5 პერსონაჟი: 2 დემონი, 2 ელფი და ერთი მაქცია. შესაბამისად ტესტში უნდა შემეტანა 5 პერსონაჟი, როდესაც შემეძლო რვის შეტანა. ეს ძალიან ცოტა მომეჩვენა და სრულიად უსამართლოდ ჩავკვეხე ტესტში Blackheartი :D (ასეთ მადისაღმძვრელ პერსონაჟს როგორ გამოვტოვებდი?! :გული: ) მგონი მქონდა უფლება ბოლოს და ბოლოს, მე ვადგენ ტესტს. :p (მომბეზრდა თავის მართლება). ასევე ტესტში შევიყვანე დანიკა თალოსიც, რაც შედარებით სამართლიანია, რადგან თუ Blackheartმა 0 ხმა მიიღო და კატასტროფულად (2 ხმით) ჩამორჩა Wallowს (თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ შორის არჩევნის გაკეთება ბევრს უჭირს), დანიკამ მიიღო 1 ხმა და მხოლოდ იმიტომ ვერ გაიმარჯვა, რომ კიდევ რამდენიმე ვამპირს ჰქონდა თითო-თითო ხმა (თანაც დემონები ისედაც ოხრად იყო ტესტში ვამპირებისგან განსხვავებით).
თუმცა, რა ამბავია ამხელა შესავალი, დატკბით ტესტით. :|

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *