Geeky Blog

მრბოლელი მოჩვენება | Призрачный гонщик | Ghost Rider

2013 წლის 11 ოქტომბერი


ქართულად
და რუსულად (ოდნავ განსხვავებული ვერსია)

წელი: 2007
ქვეყანა: აშშ, ავსტრალია

ამერიკული ველური დასავლეთის დროს მეფისტოფელი (Peter Fonda) გზავნის დაწყევლილ მხედარ მოჩვენებას, სოფელ სან-ვენგანზადან 1000 ბოროტი სულის კონტრაქტის წამოსაღებად. მხედარი არ აძლევს ეშმაკს კონტრაქტს, გარბის და იმალება ხელშეკრულებასთან ერთად.

150 წლის შემდეგ ექსტრემალი მოტოციკლისტი ჯონი ბლეიზი იგებს, რომ მისი მამა ბარტონ ბლეიზი კვდება ფილტვის კიბოთი. მასთან მიდის მეფისტოფელი და ჰპირდება მამის გამოჯანმრთელებას მისი სულის სანაცვლოდ. ჯონი სისხლით აწერს ხელს კონტრაქტს. დილით მამამისი იღვიძებს ჯანმრთელი, მაგრამ იღუპება წარუმატებელი ტრიუკის შესრულებისას. ჯონი მამის სიკვდილში მეფისტოფელს სდებს ბრალს, მეფისტოფელი ეუბნება, რომ მან გარიგების მისი ნაწილი შეასრულა, მამამისი განკურნა და ახლა ჯონის სული მას ეკუთვნის. ჯონი ტოვებს შეყვარებულს, როქსან სიმპსონს.

მრავალი წლის შემდეგ ჯონი (ნიკოლას ქეიჯი) ხდება ცნობილი კასკადიორი მისი დინამიური ტრიუკების და გადარჩენის იდუმალი უნარის წყალობით, მოტოციკლით საშინელი დაცემის შემდეგ. მორიგი ნომრის შესრულების შემდეგ ხვდება როქსანს (ევა მენდესი), უკვე ჟურნალისტს და ისინი ანახლებენ მეგობრობას.

ბლექჰარტი (Wes Bentley), მეფისტოფელის ვაჟი, მოდის დედამიწაზე სან-ვენგანზას კონტრაქტის მოსაძებნად, რათა მოაწყოს გადატრიალება მამის წინააღმდეგ. დასახმარებლად იხმობს სამ დაცემულ ანგელოზს: მიწის დემონ გრესილს (Laurence Breuls), წყლის დემონ ვალოს (Daniel Frederiksen) და ჰაერის დემონ აბიგორს (მეთიუ ვილკინსონი). ბლექჰარტი იწყებს ძებნას და ყველას კლავს, ვინც გზად შემოხვდება.

მეფისტოფელი მიდის ჯონთან და ჰპირდება, რომ გაათავისუფლებს ხელშეკრულებიდან და ახსნის წყევლას, თუ ის შეძლებს ბლექჰარტის და მისი 3 თანაშემწის დახოცვას. ბლექჰარტი და ანგელოზები მიემართებიან რკინიგზის სადგურისკენ, სადაც ადრე სასაფლაო იყო. ჯონი მოტოციკლით მისდევს მათ. სადგურზე ის იქცევა მრბოლელ მოჩვენებად. იწყება ბრძოლა, რომელშიც ჯონი პოულობს იარაღს – მძიმე, გრძელ ჯაჭვს. ის კლავს გრესილს, დანარჩენები კი ახერხებენ გაქცევას. ქალაქში დაბრუნებისას ჯონს ესმის, როგორ ძარცვავენ ქალს. ის ეხმარება მას, ”დამსჯელი მზერის” გამოყენებით მძარცველს აიძულებს, გაიხსენოს ყველა საშინელება, რაც კი ოდესმე ჩაუდენია და წვავს მის სულს. მძარცველი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ მისი ბედი გაცილებით უარესია, ვიდრე სიკვდილი.

მეორე დღეს ჯონი იღვიძებს სასაფლაოზე, სადაც ხვდება მეთვალყურეს (სემ ელიოტი), რომელმაც ყველაფერი იცის მრბოლელ მოვენებაზე. შინ დაბრუნებულ ჯონს ხვდება როქსანი და უმხელს, რომ ის ეშმაკისთვის მუშაობს. როქსანი არ უჯერებს მას და მიდის. პოლიცია ჯონს სდებს ბრალს ბლექჰარტის ჩადენილ მკვლელობებში და მას ათავსებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც დამნაშავეები ესხმიან თავს. ჯონი იქცევა მრბოლელად და სჯის ყველას, გარდა საკანში მყოფი პატარა ბიჭისა, რომელიც უდანაშაულოა. იმ ღამეს, აბიგორის დამარცხების შემდეგ ის ხედავს როქსანს. ბლექჰარტი ამბობს, რომ ჯონის სისუსტე ნაპოვნია.

ჯონი ბრუნდება მეთვალყურესთან, რომელიც უყვება მის წინამორბედ მრბოლელ კარტერ სლეიდზე. სლეიდი იყო ღირსეული ადამიანი, მაგრამ ერთხელ სიხარბის გამო ჩამოხრჩობა დაემუქრა. თავის გადასარჩენად გარიგება დადო მეფისტოფელთან და გახდა მხედარი. მეთვალყურე აფრთხილებს ჯონს, შორს დაიჭიროს თავი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან, რათა ბლექჰარტმა არ გამოიყენოს ისინი მის წინააღმდეგ. როქსანი მიდის ჯონის ბინაში, სადაც პოულობს ჯონის მეგობარ მაკს და ამბობს, რომ ჯონი უყვარს, მაკი ამბობს, რომ ჯონი ყოველთვის კითხულობდა უცნაურ წიგნებს. როქსანი იწყებს ერთ-ერთი მათგანის კითხვას.

ბლექჰარტი პოულობს მათ, კლავს მაკს, როქსანს კი იჭერს. როდესაც ჯონი სახლში ბრუნდება, იქცევა მრბოლელად და თავს ესხმის ბლექჰარტს, ცდილობს ”დამსჯელი მზერით” გაანადგუროს დემონი, მაგრამ მას არ აქვს სული. ადამიანის ფორმას დაბრუნებული ჯონი უკან იხევს, ბლექჰარტი ემუქრება როქსანის მოკვლით, თუ ის არ მიუტანს სან-ვენგანზას კონტრაქტს. ჯონი ბრუნდება მეთვალყურესთან, რომელიც უხალისოდ აძლევს კონტრაქტს.

ჯონი არწმუნებს, რომ გეგმა აქვს, მაშინ მეთვალყურე უმხელს, რომ ის კარტერ სლეიდია, ჯერ კიდევ ცოცხალი მხედრის ძალის წყალობით და სთავაზობს სან-ვენგანზას გზის ჩვენებას. ისინი მოგზაურობენ უდაბნოში – სლეიდი ცხენ-მოჩვენებაზე, ჯონი კი ცეცხლოვან მოტოციკლზე. სოფელში მისვლისას სლეიდი აძლევს ჯონს თავის თოფს და ტოვებს.

ჭაობში დაცემულ ანგელოზ ვალოს მოკვლის შემდეგ ჯონი ბლექჰარტს აძლევს კონტრაქტს და იქცევა მრბოლელად მტრის დამარცხების იმედით. ბლექჰარტი ირიდებს თავდასხმას, შთანთქავს 1000 ბოროტ სულს და საკუთარ თავს უწოდებს ლეგიონს. ბრძოლა გრძელდება. როქსანი იღებს დავარდნილ თოფს და ესვრის ბლექჰარტს, შემდეგ ცარიელ თოფს უგდებს ჯონს, რომელიც იჭერს მას ჩრდილში – მისი ძალის წყაროში – აძლევს თავის ძალას და ესვრის ბლექჰარტს. ძლიერი დარტყმა კლავს ბლექჰარტს, მაგრამ სან-ვენგანზას სული სწრაფად აღადგენს დემონს. მაშინ ჯონი იყენებს ”დამსჯელ მზერას” და წვავს ბლექჰარტს, რადგან მას უკვე 1000 სული აქვს. ბლექჰარტის სხეულის კომაში ჩაგდების შემდეგ ჯონი უბრუნდება ადამიანის ფორმას. მას რცხვენია თავისი გარეგნობის, მაგრამ როქსანი არწმუნებს, რომ არ ეშინია.

ჩნდება მეფისტოფელი და სთავაზობს სულის დაბრუნებას და მოჩვენების წყევლის ახსნას. ჯონი უარს ამბობს და პასუხობს, რომ ამ ძალას ბოროტების წინააღმდეგ გამოიყენებს. მეფისტოფელი და ბლექჰარტის სხეული სადღაც ქრებიან. როქსანი და ჯონი საუბრობენ ჯონის არჩევანზე, ფილმის დასასრულს ჯონი ისევ ტოვებს როქსანს.

მე მაინც ის ვერსია მირჩევნია, რომელიც პირველად ვნახე
გადმოწერა ქართულ ენაზე

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

2 კომენტარი ჩანაწერზე „მრბოლელი მოჩვენება | Призрачный гонщик | Ghost Rider“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *