Geeky Blog

რა ხდებოდა იაპონური ზაფხულის ფესტივალზე

2015 წლის 11 ივლისი

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის შესახებ დიდხანს საუბრობდნენ და უამრავი მოსამზადებელი დრო ჰქონდათ, ადგილზე მისულმა დიდი იმედგაცრუება ვიწვნიე.
უპირველეს ყოვლისა, ქოსფლეი კონკურსის სანახავად გავეშურე, ვინაიდან ის ყველაზე ადრე 15:00ზე მთავრდებოდა და გადავწყვიტე, რომ დანარჩენი მოიცდიდა.
არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ქოსფლეი კონკურსი (თუ რაც იყო) დაგვიანებით დაიწყო, არც იმაზე, როგორი ცუდად მომზადებულნი იყვნენ მონაწილენი და როგორი პრობლემები ჰქონდათ კოსტუმებთან დაკავშირებით (რამდენიმე ასე თუ ისე, მომეწონა და აპლოდისმენტებიც არ დავიშურე მათთვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს სწორი საქციელი იყო, რადგან საერთოდ არ ვიყავი აზრზე, ვის ქოსფლეის აკეთებდნენ, ისევე როგორც მაყურებელთა უმრავლესობა, მათი რეაქციებით თუ ვიმსჯელებ). ხოლო მათით, ვინც ნარუტოს პერსონაჟების ქოსფლეის აკეთებდნენ, დიდად მოხიბლული არ დავრჩენილვარ. რატომ? იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ვერკვევი მანგასა და ანიმეშიც და უამრავი ხარვეზი შევნიშნე, მართლა არ მესმის რატომ დაინგრა იქაურობა ტაშით, რადგან როდესაც იტაჩი ანბუს ფორმას ატარებდა, ნარუტო ძალიან პატარა იყო, სცენაზე გამოჩენილ ანბუს ფორმიან (და უცნაურვარცხნილობიან) „იტაჩის“ კი რატომღაც მოზრდილი „ნარუტო“ და (მუქვარდისფერთმიანი) „საკურა“ დაუპირისპირდნენ (რომელსაც უჩვეულო შავი სამოსი ეცვა, საინტერესოა რამ შეუშალა ხელი ამ ხნის განმავლობაში კოსტიუმის შოვნაში ან შეკერვაში)… ასევე არ მაქვს წარმოდგენა, რატომ შეხვდნენ ერთმანეთს „ნარუტო“ და „ჰიდანი“.
ჰო, ცვლილებები კარგია, ძალიან ორიგინალური, უბრალოდ რატომღაც ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა, რომელიმე განსაკუთრებული ეპიზოდი განმეორებულიყო სცენაზე, ალბათ მოსაწყენი ადამიანი ვარ… რადგან ამდენი შენიშვნა დავწერე, ღირსებებსაც ჩამოვთვლი, თუმცა ეს უფრო მეტია და მეზარება, მაგრამ მაინც აღვნიშნავ რამდენიმეს, მაგალითად საკმაოდ მოულოდნელი იყო ცეცხლი სცენაზე და „საკურას“ მოძრაობები ძალიან დამაჯერებელი და ძლიერი ჩანდა.  
ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ რომ ვინმეს ვაკრიტიკებ. პირიქით, ყველანი ძალიან კარგები იყვნენ და იმედი მაქვს შემდეგში უფრო მეტნი და უფრო უკეთ მომზადებულნი იქნებიან (ცეკვის დროსაც აღარ დაკომპლექსდებიან და მეტ მრავალფეროვნებას შეიტანენ). :)
არა, მართლა ძალიან კარგები იყვნენ ყველანი, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ფესტივალის ორგანიზატორებზე.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ხალხი აპირებდა წასვლას, არც ისე ბევრი ადამიანი დამხვდა. ვწუხვარ რომ მე არ ვერიე იმ ადამიანების რიცხვში, ვინც წასვლა გადაიფიქრა… რატომ?
იმიტომ, რომ წინასწარ გადაგვახდევინეს ფული ობაკეიაშიკისთვის (A.K.A. იაპონური შიშის დერეფანი) და ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მზად, იმ დროს დაასრულეს მზადება, როდესაც წესით მიღების დასრულება უნდა ყოფილიყო მოახლოვებული, თანაც იმხელა რიგი დადგა, ჭაღარა უფრო სწრაფად გამიჩნდებოდა, ვიდრე შიგნით მოხვედრის შანსი, ამიტომ შინ დაბრუნება ვარჩიე (რატომ არ ესმის ამ ხალხს, რომ მოცლილები არ ვართ და წინასწარ მაინც გაგვაფრთხილონ თუ ამხელა დრო მოსამზადებლად არ ჰყოფნით რომ ტყუილად აღარ ვიაროთ ან დაგვიბრუნონ ფული).
კიდევ იმიტომ, რომ ჩემი იქ მისვლის მთავარი მიზანი, შინობის სახლი, საერთოდ არ დამხვდა (დიდი მადლობა ორგანიზატორებს სუპერ ორგანიზებულობისა და ჩვენი წინასწარ გაფრთხილებისთვის, ასევე იმ იმედგაცრუებისთვის, რომელიც განვიცადე ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ და ვუსურვებ ისე გაუმართლდეთ ყველა იმედი, როგორც მე).
ქარის მიზეზით (გაგიჟდება კაცი, თითქოს მოულოდნელად ამოვარდა და ვერ გაითვალისწინეს) ორიგამის შესწავლა შენობაში ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ღია ცის ქვეშ უნდა ყოფილიყო (ნუ, ეს უმნიშვნელოა, მე თუ მკითხავთ, სწორად მოიქცნენ), შინობის სახლი კი საერთოდ არავის გვინახავს თვალით.
იმაზეც აღარაფერს ვიტყვი, რომ ხალხის დაკვალიანებაზე არავინ ზრუნავდა და ყველა დაბნეული სახით დადიოდა იმ იმედით, რომ მრავალი გამოკითხულიდან ერთი მაინც ასწავლიდა გზას, თუ სად იყო ობაკეიაშიკი…
ფესტივალის სასარგებლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იაკიტორი უგემრიელესი იყო (კრეპის გასინჯვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე).
სამწუხაროდ საქართველოში ყველა ღონისძიება, რომელსაც დავესწარი, სპილოდ გადაქცეული ბუზი აღმოჩნდა…
ფესტივალისგან სამახსოვროდ დამრჩა გამოცდილება (უფრო ზუსტად, განმიმტკიცდა), რომ სანამ რამეს მოვიმოქმედებ, კარგად უნდა დავფიქრდე და რამდენიმე ფოტო ^_^
image

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

1 კომენტარი ჩანაწერზე „რა ხდებოდა იაპონური ზაფხულის ფესტივალზე“

    • ანონიური ამბობს:

      კომენტარი რომელიც დავტოვე მათ გვერდზე:

      1 კომენტარს გავაკეთებ. If you’re making something, making official and make it something amazing. ოფციალურად რამის გაკეთება შემდეგში რომ დაგვჭირდეს ვერ ვაკეთებთ, რადგან იაპონელების პასუხია “ხო ჩვენ ვიცით როგორ მაგარ ფესტივალებს აკეთებთ”. დისციპლინა, ორგანიზებულობა და ბევრი რამ აკლდა სამწუხაროდ. წყენად ნუ მიიღებთ, პირიქით რჩევად მიიღეთ. მეტი მონდომება, მეტი მომზადება, მეტი დრო გჭირდებათ და უნდა იყოს პირველ რიგში ოფიციალური. ამისათვის საჭიროა დიდი ინვესტიციები. თუ არ გაქვთ ინვესტიციები, მაშინ მიმართეთ იაპონიის საელჩოს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნესმენებს და ასე შემდეგ. მომავალში გისურვებთ წარმატებებს და იმედია გამოვასწორებთ შეცდომებს. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ნასიამოვნები დარჩა, ესეც იმიტომ ხდება რომ პირველი იყო მათთვის რაღაც ორიგინალური, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გინდათ მასიური ფესტივალი? თვითონ იაპონელებმა ჩაატარონ ნამდვილი ფესტივალი? მაშინ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ამ ყველაფრის მერე კი გზა გაგვეხსნება თვისუფლად იაპონიისკენ, მაგრამ მიდა აღვნიშნო რომ მაინც კარგად გიწვალიათ და ესეც უკვე შედეგია. (ბოლო წინადადება სარკაზმით რა თქმა უნდა.იყო რა რაღაც)

      იმის ნაცვლად რომ სხვებს დაუტმონ გზა და მისცენ საშუალება ოფიციალურად გააკეთონ ყველაფერი, ხელს გვიშლიან, რომ იაპონიამ იფიქროს რომ რა იდიოტი ქვეყაა ვართ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *