Geeky Blog

პერ-ლაშეზის სასაფლაო

2013 წლის 9 ოქტომბერი

სურათი
პერ-ლაშეზის სასაფლაო (Père Lachaise, თარგმანში “მამა ლაშეზი”) – პარიზის უდიდესი სასაფლაო. ოფიციალური სახელწოდება cimetière de l’Est (“აღმოსავლეთის სასაფლაო”).

პერ-ლაშეზი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა მსოფლიოში. ასი ათასობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს პარიზის ამ უბანს, რათა თავისი თვალით იხილოს იმ ხალხის საფლავები, რომელთაც დიდი ღვაწლი აქვთ შეტანილი საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი 200 წლის მანძილზე.

დაარსება

სასაფლაო დაარსებულია ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1804 წელს. სახელწოდება მომდინარეობს მამა ფრანსუა დე ლა შეზისგან, ლუი XIV პირადი მღვდლისგან.

თავდაპირველად სასაფლაო, რომელიც საკმაოდ შორს იყო ქალაქის იმდროინდელი ცენტრიდან არ იზიდავდა ხალხს. ხელისუფლებამ სასაფლაოს პოპულარობისტვის გადაწყვიტა გადმოეტანა მოლიერისა და ლაფონტენის ნეშთები. 1817 წელს კი პიერ აბელარისა და მისი მიჯნურის ელოიზას საფალვები გადმოიტანეს. წამოწყებამ გაამართლა, სულ რამდენიმე წელიწადში პერ ლაშეზზე უკვე 33 ათასი საფლავი იყო. სადღეისოდ კი სასაფლაოზე 1000 000 ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

პერ ლაშეზის სასაფლაოს კიდევ ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება კომუნარების კედელი, რომელთანაც 1871 წელს პარიზის კომუნის 147 წევრი იქნა დახვრეტილი.

პერ ლაშეზზე დაკრძალული ცნობილი ადამიანები

სურათი
ბალზაკის საფლავი

სურათი
ფრედერიკ შოპენის საფლავი

სურათი
ჯიმ მორისონის საფლავი

სურათი
ლაფონტენისა და მოლიერის საფლავები

პიერ აბელარი (1079—1142), ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი
გიომ აპოლინერი (1880—1918), პოეტი
მიგელ ანხელ ასტურიასი (1899—1974), გვატემალელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1967)
ონორე დე ბალზაკი (1799—1850), მწერალი
ანრი ბარბიუსი (1873—1935), მწერალი
პოლ ბარასი (1755—1829), დიდი ფრანგული რევოლუციის მოღვაწე
ჟილბერ ბეკო (1927—2001), ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი
ვინჩენცო ბელინი (1801—1835), იტალიელი კომპოზიტორი
კლოდ ბერნარი (1813—1878), ფრანგი ექიმი
სარა ბერნარი (1844—1923), მსახიობი
ჟორჟ ბიზე (1838—1875), კომპოზიტორი
ლუი ოგიუსტ ბლანკი (1805—1881), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე
პიერ ბომარშე (1732—1799), დრამატურგი და პუბლიცისტი
პიერ ბურდიე (1930—2002), სოციოლოგი და ფილოსოფოსი
მარია ვალევსკაია (1786—1817), პოლონელი გრაფინია, ნაპოლეონ I-ის სატრფო
ჟიულ ვალესი (1832—1885), მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე
ჯოზეფ ლუი გეი-ლუსაკი (1778—1850), ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი
ჟაკ-ლუი დავიდი (1748—1825), მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი
ედუარ დალადიე (1884—1970), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ–მინისტრი 1933, 1934, 1938—1940 წლებში.
ეჟენ დელაკრუა (1798—1863), მხატვარი
იაროსლავ დომბროვსკი (1836—1871), პოლონელი და ფრანგი რევოლიუციონერი, მხედართმთავარი
გუსტავ დორე (1832—1883), მხატვარი და ილუსტრატორი
აისედორა დუნკანი (1878—1927), ბალერინა
თეოდორ ჟერიკო (1791—1827), ფრანგი მხატვარი
ზფილიქს ზიმი (1821—1911), მხატვარი
მარია კალასი (1923—1977), ოპერის მომღერალი
ოგიუსტ კონტი (1798—1857), ფილოსოფოსი და სოციოლოგი
კამილ კორო (1796—1875), ფრანგი მხატვარი
როდოლფ კრეიცერი (1766—1831), ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი და დირიჟორი
ჟან დე ლაფონტენი (1621—1695), მეიგავე
ჟან ფრანსუა ლიოტარი (1924—1998), ფილოსოფოსი–პოსტმოდერნისტი.
ეტიენ მაკდონალდი (1765—1840), ფრანგი მარშალი
ანდრე მასენა (1758—1817), ფრანგი მარშალი
ნესტორ მახნო (1889—1934), ანარქისტი
ჟორჟ მელიესი (1861—1938), ფრანგი რეჟისორი, მსოფიო კინემატოგრაფის ერთ–ერთი დამაარსებელი
მორის მერლო-პონტი (1908—1961), ფილოსოფოსი
ჟიულ მიშლე (1798—1874), ისტორიკოსი
ამადეო მოდილიანი (1884—1920), მხატვარი–ექსპრესიონისტი
ჟან ბატისტ მოლიერი (1622—1673), კომედიოგრაფი
გასპარ მონჟი (1746—1818), ფრანგი მათემატიკოსი
ივ მონტანი (1921—1991), მსახიობი
ჯიმ მორისონი (1943—1971), ამერიკელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი, ვოკალისტი ჯგუფისა The Doors
იოახიმ მიურატი (1771—1815), ფრანგი მარშალი, ნეაპოლის მეფე
ალფრედ დე მიუსე (1810—1857), ფრანგი პოეტი, დრამატურგი
მიშელ ნეი (1769—1815), ფრანგი მარშალი
ჟან-პიერ ომონი (1911—2001), ფრანგი მსახიობი
ედიტ პიაფი (1915—1963), მომღერალი და მსახიობი
კამილ პისარო (1830—1903), ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონიზმის ერთ–ერთი დამაარსებელი
მარსელ პრუსტი (1871—1922), მწერალი
ჯეიმზ დე როტშილდი (1792—1868), ბანკირი
ანრი სენ-სიმონი (1760—1825), უტოპიური სოციალიზმის სკოლის დამაარსებელი
ჟორჟ-პიერ სიორა (1859—1891), მხატვარი , ნეოიმპრესიონიზმის დამაარსებელი
სიმონა სინიორე (1921—1985), მსახიობი
ლუი-გაბრიელ სუშე (1770—1826), ფრანგი მარშალი
მარი ტრენტინიანი (1962—2003), მსახიობი
რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო (1891—1961), დომინიკელი დიქტატორი (1930—1961)
ოსკარ უაილდი (1854—1900), მწერალი
ჟან-ფრანსუა შამპოლიონი (1790—1832), ფრანგი ეგვიპტოლოგი
ფრედერიკ შოპენი (1810—1849), კომპოზიტორი
პოლ ელუარი (1895—1952), ფრანგი პოეტი
დომინიკ ენგრი (1780—1867), მხატვარი
მაქს ერნსტი (1891—1976), გერმანელი მხატვარი

წყარო: ka.wikipedia.org

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *