Geeky Blog

სამუშაო!!

2015 წლის 24 ივლისი


გამოშვებულია: 2005
შემქმნელი: ტაკაცუ კარინო
სოუტა ტაკანაში მუშაობას იწყებს ადგილობრივ საოჯახო რესტორან ვაგნარიაში. ის იქ „მიიტყუა“ საყვარელმა გოგონამ, სახელად პოპლარმა, რომელიც 10 წლის ბავშვს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ჩვიდმეტისაა, მასზე ერთი წლით უფროსი!
რესტორანი სავსეა არანორმალური პერსონალით — სატო, მაგარი მზარეული, ფაქტობრივად შეყვარებულია შეფ-მზარეულ იაჩიოზე, რომელიც აღმერთებს მათ უფროსს, კიოკოს, რომელსაც თავის მხრივ არ შეუძლია შეწყვიტოს ტკბილეულის ჭამა და ძირითადად რესტორანს აფერხებს.
სატოს ასისტენტი და „მეგობარია“ სოუმა, ადამიანი რომელსაც შეუძლია შეიტყოს ყველას ბინძური საიდუმლო და გამოიყენოს მათ წინააღმდეგ, გარდა ინამისა, გოგონასი, რომელსაც კაცების შიში აქვს და მანამდე ურტყავს მას, სანამ სოუმა მის შესახებ რამის გაგებას მოახერხებს. მხოლოდ აოი, რესტორანში საეჭვო მოტივებით მოხვედრილი გოგონა აღმოაჩენს სოუმას ერთადერთ სისუსტეს… როგორ მოახერხებს ტაკანაში, „ნორმალური“ მაღალი კლასის მოსწავლე, პატარა რაღაცეების მოყვარული (და არა პედოფილი) მოზარდი ამ ყველაფერთან გამკლავებას?

_________________________________________________

თარგმანთან დაკავშირებით: ძირითადად mangafox.meდან ვთარგმნიდი სადაც სამწუხაროდ ძალიან არეულად აქვთ ნათარგმნი, ისე რომ ზოგჯერ აზრის გამოტანაც ჭირს, ამიტომ რუსულ თარგმანს და ანიმესაც გადავხედავდი ხოლმე დასაზუსტებლად. მინდა გითხრათ რომ სამივეგან სხვადასხვაგვარ ტექსტს ვაწყდებოდი (შემაშფოთებელია, არა?) ამიტომ ბოდიშს ვიხდი თუ რამე ისე ვერაა.
P.S.
არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა თარგმნას.
სამუშაოს spin-offი „Seishunhen“ შეგიძლიათ იხილოთ აქ (ინგლისურ ენაზე)
თუ გსურთ side storyსაც შეავლეთ თვალი რომელსაც „Secret Memories“ ეწოდება.

_________________________________________________

ტომი 1
თავი 1
თავი 2
თავი 3 (არასრული)

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *