Geeky Blog

ყველაფერი კარგად იქნება

2014 წლის 27 აპრილი

ალბათ გაიფიქრეთ, რომ ეს ჩანაწერი ამავე სახელწოდების ფილმის შესახებაა.
არა.
ეს ჩანაწერი ეხება გაცვეთილ ოპტიმისტურ სიტყვებს, რომლითაც აბრუებენ აღელვებულ პიროვნებებს.
ყველაფერი კარგად იქნება – ეს ხომ აშკარა სიცრუეა?!
დიახ, შესაძლოა ერთი შეხედვით კარგადაც იყოს ყველაფერი, მხოლოდ დროებით… ბოლო ერთია – სიკვდილი. ნაადრევი თუ გვიანი, სწრაფი თუ ნელი… კრემაცია თუ მიწისქვეშ ლპობა… Memento mori.
შეიძლება ამას ეწოდოს კარგად ყოფნა? შესაძლოა… და მაინც, ის, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იქნება, გამაღიზიანებლად არადამაჯერებელი ტყუილია.
გულის სიღრმეში, როდესაც სარკეში დაუძლურებულ და ნაოჭებით დაფარულ სხეულს დაინახავთ, მეეჭვება, ამან შთაბეჭდილება დაგიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად არის…
არ ვიცი… არასდროს მესმოდა ოპტიმისტების და ბედნიერი ხალხის. დარდის საბაბი უთვალავი და უსაშველოა, სიხარულის კი – ზედმეტად მცირე.
იქნებ შეიძლება სიკვდილს (ანუ მშვიდად განსვენებას) ეწოდოს კარგად ყოფნა? თუ ასეა, გიხაროდეთ – ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება…
ოპტიმისტები ამ ჩანაწერს პესიმისტურად ჩათვლიან, თუმცა პესიმიზმსა და რეალისტობას შორის განსხვავება (თუ საერთოდ არსებობს იგი) ძალიან მცირეა.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *