Geeky Blog

ხარ თუ არა მანიაკი?

2013 წლის 27 ივლისი

გინდა გაიგო, გაქვს თუ არა მანიაკური ინტერესები? მაშინ, უპასუხე კითხვებს, შეაჯამე ქულები და შეადარე ქვემოთ მოყვანილ პასუხებს. მთავარია, გულწრფელად უპასუხო შეკითხვებს.

1. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ:
A. ფიქრობ, როგორ იტრაბახებ მეგობრებთან გარუჯული კანით და მოუყვები თავგადასავლებს, რომლებიც დასვენებისას გადაგხდა. (1–ქულა)
B. უკმაყოფილო ხარ ცხოვრებით, ადგილით, სადაც ისვენებდი, იქაური მოსახლეობით და კლიმატით (0–ქულა)
C. დარდობ იმ ადგილთან განშორებაზე, რომელსაც უკვე შეეჩვიე (2–ქულა)
2. მომხდარა თუ არა ოდესმე, რომ თქვენი სქესის ადამიანი მოგწონებიათ?
A. რას ამბობთ?! არასდროს! (0–ქულა)
B. ახლაც ასე ვარ (2–ქულა)
C. იყო რაღაც მსგავსი ბავშვობაში (1–ქულა)
3. რამდენად ხარ დაინტერესებული ვარსკვლავების პირადი ცხოვრებით?
A. ცნობების შეკრება ჩემი უმთავრესი ჰობია, ყველაფერი ვიცი მათ შესახებ. (2–ქულა)
B. თავისუფალ დროს ჟურნალებს ვათვალიერებ. (1–ქულა)
C. აუცილებელია, ყველა სისულელით დავინტერესდე? (0–ქულა)
4. სიყვარულში მთავარია:
A. გიყვარდეს (2–ქულა)
B. უყვარდე (0–ქულა)
C. ერთმანეთი გიყვარდეთ (1–ქულა)
5. რა სახის გადაცემას ამჯობინებ?
A. თოქ შოუ, სიახლეები (1–ქულა)
B. ტელეთამაშები, სადაც თამაშდება პრიზები და იღებენ საჩუქრებს (0–ქულა)
C. მელოდრამები და დეტექტივები (2–ქულა)
6. სად დავსვათ მძიმე ამ წინადადებაში? „დასჯა არ შეიძლება შეწყალება“
A. დასჯის შემდეგ (2–ქულა)
B. არ შეიძლებას შემდეგ (1–ქულა)
C. და რა განსხვავებაა ამაში? (0–ქულა)
7. რა არის ფეტიშიზმი?
A. რაღაც ავადმყოფობა (0–ქულა)
B. ბევრი ნივთების ქონისადმი არაჯანსაღი მისწრაფება (1–ქულა)
C. სექსუალური ორიენტაცია (2–ქულა)
8. საყვარელი საგნები:
A. ახალი ტანსაცმელი, კოსმეტიკის ნაკრები, სუნამოს ფლაკონი (1–ქულა)
B. გამხმარი ყვავილი, ღიაბარათი, ნაჩუქარი პირველი სიყვარულისგან (2–ქულა)
C. ტელევიზორი, ტელეფონი, დივანი, ახალი ჩაის სერვიზი (0–ქულა)
9. საყვარელი ჩაცმის სტილი:
A. სპორტული (0–ქულა)
B. ვამპირული (2–ქულა)
C. რომანტიკული (1–ქულა)

0–5 — „არანორმალურად ნორმალური“ — მანიაკი არასდროს გახდები. მანიაკები არიან ხალხი, რომლებიც ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ თავისი არანორმალური ფანტაზიებით, შენ კი ფანტაზია საერთოდ არ გაგაჩნია. აბსოლუტურად ნორმალური ხარ. ღამე არასდროს გაგითევია. სჯობს ცხოვრებაში ცოტა რომანტიკაც დაუშვა.
6–12 — „უმანკო რომანტიკოსი“ — შენ რა თქმა უნდა, ფანტაზიორი ხარ. ეს აბსოლუტურად უსაფრთხო და შესანიშნავია. შენი ფანტაზიების წყალობით მოწყენილობა არ გემუქრება სამუშაო ადგილას, კომპანიაში და საწოლში. შენ სავსებით ნორმალური ხარ და შენი ფანტაზიები ზიანს არ მოგაყენებს არც შენ, არც გარშემომყოფებს. ასე გააგრძელე.
13–18 — „ფრთხილად იყავი“ — ფანტაზიებისკენ გაქვს მიდრეკილება. რაც თუ არა საშიში, ყოველ შემთხვევაში, უცნაურია. სხვათაშორის, ამ სტრიქონების მფლობელი ფანტაზიას უკიდურესად იშვიათად გარდასახავს მანიად. ხშირად ისინი იტანჯებიან, განიცდიან, რომ არ შეუძლიათ რეალობად აქციონ თავისი ოცნებები. ვერ ამჩნევენ ცხოვრების სილამაზის კაშკაშა ფერებს. გირჩევთ რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, გაითვალისწინოთ გარშემომყოფთა სამყარო და შეისწავლოთ ცხოვრებით ტკბობა უბრალო და მიღწევადი საგნებისგან.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *