Geeky Blog

gothic.geს შესახებ

დიდიხანია მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ვინაიდნ საპასუხისმგებლო საქმეა, სულ სამომავლოდ ვდებდი, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ დრო დადგა…

მაშ ასე.
რა მიზნით შეიქმნა gothic.ge და რა ისტორია აქვს მას?
გულახდილად რომ ვთქვა, ამაზე პასუხი არ მაქვს… ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში… შესაძლოა ოდესმე დავწერო.
ალბათ იმისათვის რომ შემექმნა პატარა სივრცე, სადაც ყველაფერი ლამაზი, ჩემს ნებაზე მოწყობილი და დისკომფორტს მოკლებული იქნებოდა… ადმინისტრატორი საკუთარ საიტზე თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში, ხომ ასეა?
დიახ, ცხადია ყველა წვრილმანს აქვს თავისი ისტორია, მაგრამ ხანდახან ამის გადმოცემა რთულია, წაკითხვა კი — მოსაწყენი, ასე რომ…

რა შეგიძლიათ ნახოთ საიტზე;
ჩემს მიერ შექმნილი ექსკლუზიური თამაშები, :D ფილმები, ტესტები, გამოკითხვები, მითოლოგია, მისტიკა (არა იმიტომ, რომ მჯერა ანდა მსურს ვინმეს დავაჯერო, უბრალოდ იმედი მაქვს ხელოვან ადამიანებს შთააგონებს, ვინაიდან ფანტასტიკა, საშინელება და სამეცნიერო ფანტასტიკა საუკეთესო ჟანრებად მიმაჩნია), გაკვეთილები, მცირეოდენი მუსიკა და ტექსტები (რადგან სიჩუმის ტრფიალი ვარ), საინტერესო ვიდეოები და ჩანაწერები, მოთხრობები, საიტის სახელწოდებიდან გამომდინარე, ინფორმაცია გოთური სუბკულტურის შესახებ (თუმცა მე, როგორც Geek Gothს გული მეტწილად ისეთი თემატიკის ჩანაწერების გაკეთებისკენ მიმიწევს, როგორიცაა ქოსფლეი და ა. შ. :D ), ასევე ინფორმაცია სიმბოლოებზე, ფაილები, დასაკოპირებელი სიმბოლოები, ცოტაოდენი HTML ფერების კოდები, JS, ტატუ და სხვა (როგორიცაა ჩემს მიერ აღმოჩენილი საინტერესო საიტები, დღესასწაულები, ხელოვნების ორიგინალური ნიმუშები, ტაფოფილია, გამორჩეულად ლამაზი და შიშისმომგვრელი ადგილები, მცირე რაოდენობით პოეზია, კულინარია და ვინ მოთვლის კიდევ). :)

ასევე ჩემს განკარგულებაშია ფორუმიც, რომელიც თავიდან შევქმენი მიზნით, რომ იქ ფანფიქციები განმეთავსებინა, თუმცა შემდეგ უფრო მრავალფეროვანი დატვირთვა მივეცი და ჯერჯერობით ყველაფერი დავწერე იმის გარდა რაც გეგმაში მქონდა :| იქ იხილავთ თითქმის იგივე თემატიკის მასალებს, რასაც ბლოგზე, ცხადია არ ვგულისხმობ, რომ ყველა ჩანაწერს, რაც ბლოგზეა გაკეთებული, ფორუმზეც ნახავთ ან პირიქით.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *