Geeky Blog

გააზრებული სიზმარი

2014 წლის 28 აგვისტო

ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სიზმარს ხედავ და ხვდები, რომ გძინავს.
სიზმრები ამოუხსნელი, საოცარი და მრავალფეროვანია. ხშირად წინასწარმეტყველური (მე ამას დამთხვევას და დაკავშირებას ვუწოდებ), კოშმარული და ასე შემდეგ… როგორ ვმართოთ სიზმრები? მრავალი წლის წინ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს, სადაც ნაჩვენები იყო ერთგვარი ხელსაწყო სიზმრების სამართავად, რომელშიც საჭირო იყო სურათის ჩადება გამოსახულებით, რომელიც გსურდათ, სიზმრად გენახათ. თუმცა მეეჭვება იმ ვიდეოს მოძებნა შევძლო, ანდა ვინმეს რამეში გამოადგეს, ამიტომ სხვა მეთოდებზე ვისაუბრებ.
ამ თემაზე უამრავი რამ ითქვა, არ მინდა განვმეორდე, სხვისი ტექსტის დაკოპირება არც ისე ლამაზ საქციელად მიმაჩნია, ამიტომ გაგიზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს და გამოცდილებებს, ასევე ჩავურთავ იმ საინტერესო თეორიებსაც, რომლებიც ამ თემაზე წამიკითხავს.

ძილი
მრავალი ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, რომ რადგან ცხოვრების დიდ ნაწილს ძილში ატარებენ, ცუდი არ იქნება სიზმრების კონტროლი შეძლონ და ის საკუთარი სურვილისამებრ წარმართონ.

სიზმრების მართვას ოკულტიზმს უკავშირებენ, თუმცა მე ასეთი რამეების ნაკლებად მჯერა, ვფიქრობ ეს გონების სიღრმეში ჩაწვდომის და კონცენტრაციის საკითხია.
მე ვცადე საკუთარი სიზმრებისს მართვა და თითქმის ყველა მეთოდი შევამოწმე, რომლებიც ამოვიკითხე.

ამის შედეგად, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. აი, ჩემი დაკვირვებების შედეგები:

როგორ გავიგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ სიზმარია და არა რეალობა?
იყავით დაკვირვებული. დიახ! თუ რაღაც არაბუნებრივად მოგეჩვენათ, ე.ი. ეს სიზმარია. მაგალითად, ერთხელ თუ არ ვცდები წიგნი მესიზმრა, რომელსაც ერთსა და იმავე ფურცელზე წარწერები ეცვლებოდა, თუმცა არ მახსოვს, მაშინ მივხვდი თუ არა, რომ მეძინა, მაგრამ რამდენჯერმე მივხვდი და ეს ძალიან დამეხმარა, მაგ. იმაში, რომ არაერთხელ  გავიღვიძე, როდესაც კოშმარულ სიზმარს ვხედავდი (ამ უნარს თუ განავითარებთ, პამპერსები აღარ დაგჭიდრდებათ) :D ასევე ძილის წინ მოახდინეთ კონცენტრაცია და მომზადებულებმა შეაბიჯეთ სიზმრების სამყაროში. ვფიქრობ, დღისით ძილის დროს სიზმარი უფრო ადვილი სამართავია.
ცხენი
როგორ მივაღწიოთ იმას, რომ დაგვესიზმროს ის, რაც (ვინც) გვსურს?
პირველ რიგში, მეტნაკლებად უნდა გამოიმუშავოთ სიზმრის გააზრების უნარი. ამის შემდეგ დიდხანს უნდა იფიქროთ იმაზე, რისი სიზმრად ნახვაც გსურთ, სჯობს უყუროთ სურათს და ა. შ. მსმენია, რომ ძილის წინ უნდა წარმოიდგინოთ დეტალები მაგრამ სამწუხაროდ ფიქრი ყოველთვის არ ამართლებს, ამიტომაცაა სიზმრის ფენომენი ამოუხსნელი. მაგრამ მე ამსიგრძე ჩანაწერი იმისთვის არ გამიკეთებია, რომ გითხრათ, სიზმრების მართვა შეუძლებელია თქო და პირში ჩალაგამოვლებულები დაგტოვოთ. :D ეს არაა შეუძლებელი, ეს რთულია და ისეთ კონცენტრაციას მოითხოვს, რომ ხშირად ხელს ვიქნევ და კოშმარულ სიზმრებს ვამჯობინებ.
მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გსურთ დაგესიზმროთ ვთქვათ, სასურველი პიროვნება?
იფიქრეთ მასზე დიდხანს. გააიგივეთ რომელიმე ადგილთან, მაგ. სახლთან, ტყესთან, სანაპიროსთან და ა. შ. ასოციაცია დიდ როლს ასრულებს სიზმარში. დაიძინეთ, როგორმე გაიაზრეთ რომ გძინავთ მაგრამ ნუ გაიღვიძებთ და ნურც დროს დაკარგავთ — დაიწყეთ იმ ადგილის ძებნა, სადაც მის ნახვას ელით, ანუ რა ადგილთანაც აკავშირებთ. ეს ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.

თქმულებები სიზმრებზე

  •  მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ზურგზე თუ დაწვებით, ეროტიულ სიზმარს ნახავთ, მტკნარი სიცრუეა. შესაძლოა შემთხვევით ნახოთ კიდეც, მაგრამ ზურგზე დაწოლა ამასთან არავითარ კავშირში არ იქნება.
  •  თუ ძილის წინ ბევრს შეჭამთ, კოშმარულ სიზმრებს ნახავთ — ბევრჯერ გამართლდა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ ეს უბრალო დამთხვევა არაა.

ჩაიწერეთ თქვენი სიზმრები
ეს რჩევა ბევრგან წამიკითხავს, ცხადია ცუდი არაა, მით უმეტეს, სასიამოვნო სიზმრების ჩაწერა და მოგვიანებით წაკითხვისას მათი გახსენება და ხელახლა განცდა, თუმცა ჩემი აზრით სჯობს დაწეროთ ისიც, რაც გსურთ რომ ნახოთ, ეს ყველაფერი გონებაში ჩაიბეჭდოთ და შეეცადოთ, რომ საჭირო დროს ამოტივტივდეს ქვეცნობიერის ბნელი სიღრმიდან.

ფრედი
როგორ დავაღწიოთ თავი კოშმარს?
თუ მიხვდით, რომ კოშმარულ სიზმარს ხედავთ, იხმაურეთ: იყვირეთ, ურტყით სკამი კედელს ან რაც ხელში მოგხვდებათ. :დაცინვა: ხმაური გამოგაფხიზლებთ.

როცა ძილის დროს ვერ ინძრევით
ალბათ გინახავთ სიზმარი, რომელშიც ვერ ინძრევით, თუმცა საფრთხე გიახლოვდებათ. ხანდახან ეს მთლად სიზმარი არ არის: ზოგჯერ ძილის დროს სხეული ცოტახნით პარალიზებული ხდება, რასაც თან ერთვის სუნთქვის გაძნელება. ასეთ დროს მცდელობა, გაიღვიძო (შესაძლოა გამოფხიზლდე კიდეც და ცოტახანს მაინც ვერ შეძლო განძრევა), იმოძრავო, ისუნთქო ან რამე თქვა, რამდენიმე წამის განმავლობაში, უშედეგოდ მთავრდება. ეცადეთ ამ მომენტში პირით ისუნთქოთ ხოლმე (სიზმრების მართვასთან რამდენად ახლო კავშირი აქვს ამ რჩევას, ვერ გეტყვით, მაგრამ მეტნაკლებად გამოსადეგია).

ტკბილ სიზმრებს გისურვებთ :)

თუ აპირებთ ცდას, ან გიცდიათ, დატოვეთ კომენტარი და გაგვაცანით თქვენი მოსაზრებები, ეგებ გამოგვადგეს კიდეც.  :)

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

11 კომენტარი ჩანაწერზე „გააზრებული სიზმარი“

    • Incubus ამბობს:

      რამდენი ხანია სიზმარი არ მინახავს… მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური სიზმრის ნახვის შემდეგ მთელი დღე იდიოტივით ვიღიმები, მაინც არ მიყვარს. საშინელი სიზმრები ძალინ მთრგუნავს, მაგრამ რა ხდება იცი, აი რაღაც ძალიან რომ გაინტერესებს, მაგალითად როგორია როდესაც დიდი კლდიდან ხტები და სწრაფად უახლოვდები სიკვდილს, მაგრამ ეს ფრენის მომენტი იმდენად საინტერესო შეგრძნებაა სიზმრის დროსაც კი, რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო და არ გადახტე. :D
      ძალიამ ბევრჯერ მინახავს ეს მომენტი, ძირითადად მაშინ, როდესაც ზამთარია და საბან–გადახდილს მძინავს :|

      ხოდა ზუსტად მაშინ მეღვიძება როცა უნდა დავეცე დაიმ გრძნობით რომ საშინელ დალეწვას გადავურჩი მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ :like:
      აი სიკვდილის მომენტი, როცა ვინმე კვდება ძაან საშინელებაა, ძირითადად ბავშვობაში ვხედავდი ეგეთებს :კუბო:

      ეროტიკული სიზმარიც მინახავს, მაგრამ ბოლოს “საქმე–საქმეზე რომ მიდგებოდა” :D ვიღაც აუცილებლად მაღვიძებდა ხოლმე :განაწყენებული:

    • Vampire ამბობს:

      ამბობენ სიზმრებს სულ ვხედავთ, უბრალოდ არ გვახსოვსო…
      გადახტომა არა, მაგრამ ვარდნა მესიზმრება და კიდევ ათასი ჯანდაბა, რომ ვიღვიძებ მიხარია მერე, სიზმარი იყო თქო… ხან ვხვდები რომ მძინავს და ვცვლი სიტუაციას ან ვიღვიძებ.
      ბევრჯერ მინახავს რაღაც და მერე მომხდარა ან ზუსტად ისე, ან ოდნავ სხვანაირად, მაგრამ დამთხვევად ვთვლი…
      მე ერთადერთხელ ვნახე ეროტიკული სიზმარი ბოლომდე და სრულყოფილად :D ნუ სხვა დროსაც ვცადე მაგრამ ამაოდ. :D ვერ ვახერხებ კონცენტრაციას, ზარმაცი ვარ.

    • Vampire ამბობს:

      აი ახლა დამესიზმრა კოშმარი და დავფიქრდი…
      იქნებ კი არ ვხვდებით, რომ სიზმარში ვართ და გვეღვიძება, არამედ გვესიზმრება, ვითომ მივხვდით და გაღვიძებით კი ძლიერი ემოცია გვაღვიძებს?
      ისე, ძალიან ჩახლართული რამეა სიზმარი, რაც კი ოდესმე გვინახავს ან გვსმენია, ყველაფერი ერთმანეთში ირევა და სიუჟეტს ქმნის, როგორღაც მოთხრობის წერას ჰგავს, ანუ ყველა ჩვენგანშია მიძინებული კრეატიულობა.

    • other ამბობს:

      მხოლოდ იმას დავამატებ რომ თუ რამე სასიამოვნო გესიზმრება და ვნმე გაგვიძებს მაგ დროს ან თავად გეღვიძება,ისევ იმ პოზაში უნდა დაწვე როგორც გეძინა და სიზმარი გაგრძელდება.მე მიცდია,ერთ დროს ცდა ჩავატარე სიზმრებზე და ეგ გამომივიდა.

    • ნინო ამბობს:

      მე ერთი ვიცი რაც დატესტილია და მუშაობს 100%, როდესაც კარგი სიზმარი გესიზმრება და უცებ რაღაცა ხმაურმა გაგაღვიძა არ გაახილო თვალი! არავითარ შემთხვევაში რაც არ უნდა მოხდეს თვალი არ გაახილო სულ რომ გამოფხიზლებული იყო მაინც მოდუნდი და ძილი გააგრძელე, ცოტა ხანში ზუსტად იმ ადგილიდან გაგრძელდება სიზმარი სადაც შეწყდა. მაგრამ საკმარისია ოდნავ ქუთუთოები გაამოძრავო და მერე რაც არ უნდა ეცადო აღარ გაგრძელდება. ისე დღის ძილისას უფრო გრძელი და საინტერესო სიზმრები მესიზმრება

    • 00009 ამბობს:

      სიზმრები როგორც ყველას მეც გამაჩნია ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით
      მაგრამ ახლა ჩემი აზრის გამოხატვა რომ დავიწყო ალბად თვე და წლები არ მეყოფა
      ასე რომ მიჩნდება კითხვა იმსათან ვინც იცის
      ხალხი ამბობს პიროვნება ძილში ნახულობს მაქსიმუმ ხუთ სიზმარს აქედან კი მხოლოდ ერთთს მაქსიმუმ ორს იმახსოვრებსო მე ეს მცდარად მიმაჩნია ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რადგან ხუთ სიმარს კი არა მინახავს ათი ოცი სიზმარი კიდევ ცოდაა ეს ციფრებიი და აქედან ნუ ზოგისთვის არარეალურად ჟღერს მაგრამ რად მინდა ტყუილი თავს არავის არ ვაწონებ და აქედან გამომდინარე ყველა დამიმახსოვრებია არ ვიცი რატომ არც არაფერზე მიფიქრია და არც თუ ისე იშვიათად მემართება ეს ეს ჩეემში უკვე ძალიან ხშირია წარმოიდგინეთ დავემხროთ იმ აზრს რომ ჩვენ ძილში ვნახულობთ 20 წამით სიზმარს და ეგეც გამოღვიძების წინ არის ასეთი თეორიაც მოდი მე ვუარყოფ ამას რადგან
      როგორ შეიზლება 20 წამში ვნახო 10 20 სიზმარი და აქედან თითოეულის მოყოლას მოვანდომო 10 15 წუთი ანუ რა გამოვიდა რომ მე წამში ვნახე წუთი ? ეგ ხომ აფსურდია
      გამიგია პიროვნებებისგან სიმარში სიზმრის ნახვა მაგრამ სანამ ამას გავიგებდი უფრო უჩვეულო რამ მემართებოდა ახლაც მაქ ეს ყველაფერი რასაც ვყვები
      მქონია შემთხვევა სადაც არა სიზმარში სიზმარი მინახავს არამედ ათეულ სიზმარში ერთად გამიღვიძია და ისეთი შიში მეუფლებოდა თითქოს ეს აღარ დამთავრდება და ასე გაგრძელდება სამარადისოდ თქო თან ისეთი მომენტია გამეღვიძა მაგრამ მივხვდი რომ კვლავ სიზმარში ვიყავი და კიდევ ერთხელ გავიღვიძე გავიღვიძე და ისევ და ისევ ასე ვიღვიძებდი და რაა ვქნა ფსიქო ტერაპევტთან მივიდე რას მიშველის ასეთი რამ გაგონილიც არ ექნება ალბად რაც შეეხება წინასწარმეტყველთა სიზმრებს ამას მოდი არ ვუარყოფ პირადად მე რადგან მქონია ბევრი შემთხვევა და ვთვლი რომ ეს ბუნების ძალისგან მოდის ბუნება გვაძლევს უნარს იმისა რომ ვნახოთ სიზმარი შემდეგ კი კარგად თუ ავად ახდეს ეს გაფრთხიილებაა ბუნების ამას მხოლოდ ერთეულები თუ ხედავენ არ ვიცი ჩემ თავს არ ვუწოდებ არავის მაგრამ ძალიან ბეევრი სიზმრის ნახვა სიზმარში ბევრი სიზმრის ნახვა და გამოღვიძება როგორც უკვე ვთქვი რომელიც არ მთვარდება და კონტროლი სიზმრებზე ხო სიზმრებზე კონტროლი მქონია ოღონდ არა ისე რომ ჩემი სურვილისამებრ მეკეთებინა რამ არამედ გამიცნობიერებია რომ ეს სიზმარია და ვუყურებდი რა ხდებოდა მაგრამ ვერ ვაცნობირებდი ირგვლივ რა იყოო და რატომ ხდებოდა ეს ჩემი სხეული თვითონ მოძრაობდა ჩემდა უნებურაად უბრალოდ ვიცოდი რომ ეს ყოველი არ იყო რეალური _))) :პერგამენტი:

      • Vampire ამბობს:

        „როგორ შეიზლება 20 წამში ვნახო 10 20 სიზმარი და აქედან თითოეულის მოყოლას მოვანდომო 10 15 წუთი ანუ რა გამოვიდა რომ მე წამში ვნახე წუთი ?“
        ჩემი აზრით ამაში შეუძლებელი არაფერია, მაგალითად როდესაც თქვენ შემოხვედით ამ ბლოგზე, დაინახეთ მისი დიზაინი. თქვენ რამდენიმე წამში აღიქვით ის, მაგრამ თუ გადაწყვეტთ მის აღწერას, ეს ბევრად მეტ დროს წაგართმევთ, ვიდრე მისი ხილვა.

    • 𝖁𝖆𝖒𝖕𝖎𝖗𝖊 ამბობს:

      ახლა რომ ვაკვირდები, მგონი სიზმრებს ძლიერი ემოცია მართავს მეტწილად. მაგ. საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ შესაძლოა მისი პერსონაჟები დაგესიზმროს, სულ ოდნავ მაინც თუ შეგეშინდება, ასევე ყოველღამ ვცდილობდი დიდხანს მეფიქრა და წარმომედგინა ის, რისი ნახვაც მინდოდა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ხოლო როცა ემოციურად მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვარ და ყველაზე მეტად დამჭირვებია, მაშინ მინახავს ეს სიზმარი… ადრე უკეთ ვაკონტროლებდი ყველაფერს მაგრამ სამწუხაროდ იყო პერიოდი საერთოდ არაფრის ნახვა აღარ მინდოდა და შევეშვი, მივივიწყე ყველაფერი, ახლა ვეღარ ვიხსენებ. :(

    • ramnishvnelobaaq ამბობს:

      karoche martali xar avtor bevrjer gamiazrebia sizmari da rogorc shen tqvi uchveulo momentis naxvit: magalitad shua gzaze rogor mivdiodi shishveli :D. kidev erti ram xalxo chems tavze maq gamocdili roca: rodesac sizmris gaazrebas daamugamebt. shemdeg da shemdeg rom ar gaiazrot sizmari tundac koshmari iyos an tundac vigac mogsdevs da garbixar, nebismieri sizmrit isiamovnebt. me sizmrebs yovelgamit xvedav da ukve erti welia nebismieri sizmridan siamovnebas vigeb

    • penonymous ამბობს:

      მე ყველაზე უცნაური რამ გავაკეთე რაც კი ოდესმე მიცდია. ინტერნეტში ვუყურებდი ეგრედ წოდებულ lucid dreaming ‘ის ციდეოებს. ყველაზე მეტად გამაკვირვა ერთ ერთმა ხერხმა, სადაც მესამე თვალზე იყო საუბარი. თავიდან ირონიულად შევხედე და ვიფიქრე ალბათ რამე სხვა რელიგიის ან თუნდაც იაღოვას ხრიკებია ხალხი ისევდაისევ დააბნიონმეთქი. როგორც ინსტრუქციაში იყო , ძილის წინ უნდა მეყურებინა მესამე თვაზე თვალებ დახუჭულმა. უნდა მოვდუნებულიყავი და ცოტა ხანში ვიგრძნობდი სინათლესა და სიყვარულს. გამეცინა ამაზე. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სხვა ხერხები მეტად მეძნელა და თანაც მაინტერესებდა ეს რამდენად მართალი იყო ვცადე მაინც. არციცი როფორ აღგიწეროთ რაც იმ ღამით დამემართა. გული ამიჩქარდა, სინათლის მსგავს მართლა ვხედავდი მაგრამ ეს უფრო თვალზე მოხვედრილი შუქების ანარეკლი იყო. მერე რაღაც უცნაური ვიგრძენი და ტანში დამაჟრჟიალა. ხელები მითრთოდა. ვეღარ გავუძელი და გავჩერდი. მეორე დღესაც ვცადე მაგრამ უშედეგოდ. გული გასკდომამდე მქონდა. თანაც ღამე იყო, მაინტერესებდა დღისით რა მოხდებოდა. მაგრამ არაფერი. დღისით საერთოდ ვერც კი მოკივრიბე ყურადღება. როგორც ჩანს დაღლილი უნდა იყო რომ მარტივად მოდუნდე. მაგრამ ძალიან მინდოდა სიზმრების მართვა. ჰო და კიდევ. მაინტერესებს ეს მარტო მე დამემართა. ანუ ვგულისხმობ რომ იმ ვიდეომ ჩემს ფსიქიკაზე იმოქმედა და უბრალოდ დამაჯერა რომ მართალი იყო და მეც ავყევი, ეს ყველაფერი ილუზია იყო და სინამდვილეში არც არაფერია თუ მართლა რაღაცაშია საქმე, რაღაც პარანორმალურში. კიდევ ეწერა რომ უნდა გეფიქრა იმ ადგილზე რაც გინდოდა რომ დაგსიზმრებოდა 10-15 წუთი. იქნებ ვინმემ ამიხსნათ რა ჯანდაბაა ეს 😣😣

      • 𝖁𝖆𝖒𝖕𝖎𝖗𝖊 ამბობს:

        არა მგონია იეჰოვას მოწმეებს სიზმრების მართვასთან ჰქონდეთ შეხება. :D პირადად მე ამგვარი რამეების მიმართ (მესამე თვალი) სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ამას შეიძლება ლოგიკური ახსნა ჰქონდეს, თავადვე ახსენეთ რომ სინათლე შესაძლოა მხოლოდ ანარეკლი ყოფილიყო, აგრეთვე შეგრძნება შესაძლოა აიხსნას დაძაბლობით, დაღლილობით, ნაწილობრივ მძინარე მდგომარეობით და თავად მოლოდინით, რომ რაღაც მოხდება. საერთოდაც სინათლის და სიყვარულის გრძნობას საერთო არაფერი აქვს სიზმრის გააზრებასთან. სიზმრების მართვა ჭეშმარიტად მეცნიერული საკითხია და არავითარ ზებუნებრივ მოვლენასთან არ აქვს კავშირი. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ ვმართოთ ჩვენი გონება და ემოციები, რომლებიც სიზრებზე ახდენენ გავლენას. მაგალითად თუ რაღაცის გეშინია, აუცილებლად ნახავ კოშმარს, სიზმარი არაფერია თუ არა ჩვენი ყოველდღიური ფიქრები და ძლიერი ემოციები. ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო მეთოდია სიზმრებზე დაკვირვება, მათი ჩაწერა, რათა შემდგომ იგივე სიზმარში აღმოჩენილმა გაიხსენო, რომ ეს სიზმარია და შეცვალო სურვილისამებრ. ასევე დიდხანს ფიქრი იმაზე, რაც გინდა რომ დაგესიზმროს, სასარგებლოა, განსაკუთრებით ძილის წინ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *