Geeky Blog

მერილინ მენსფილდი და მისი თოჯინები

2014 წლის 9 სექტემბერი

წარმოდგენა არ მქონდა, რის შესახებ დამეწერა, რამდენიმე რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვყოყმანობდი. მოულოდნელად facebookზე ერთმა გვერდმა გააზიარა მენსფილდის სათამაშოების ფოტო და გადავწყვიტე კვლავ თოჯინების თემას შევხებოდი.

სტეიტენ აილენდში მცხოვრები ქალბატონი, + ზომის მოდელი მერილინ მენსფილდი თოჯინებს შვილებივით უვლის.
მენსფილდის სახლში უამრავი ხელნაკეთი თოჯინაა, იგი მათ ნამდვილი ბავშვებივით ეპყრობა. მისი მეუღლე და შვილები უკვე შეეჩვივნენ მერილინის უჩვეულო გატაცებას. მენსფილდის გოგონა დედას თოჯინების დაბანასა და ტანსაცმლის გამოცვლაშიც ეხმარება.

მენსფილდის თქმით, საშინელი თოჯინების შექმნის იდეა მკვლელი თოჯინის, ჩაკის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. თუ დააკვირდებით, მის თოჯინებს შორის ჩაკისაც მოჰკრავთ თვალს. და პირადად მე, მენსფილდი გარეგნობით ოდნავ ტიფანის მაგონებს — ჩაკის საცოლეს და თანამზრახველს, რომელიც ასევე მოჩანს სურათზე გლენთან ერთად.
თოჯინები

Charlie
ზომბი ბავშვი სახელად ჩარლი (შავი სკლერა ჩემი სისუსტეა)

ესეც მენსფილდის პატარა დემონუკები
დემონები

მეც სიამოვნებით „ვიშვილებდი“
სურათი

მენსფილდის „მინი მე“.
Marilyn Mansfield
ჰგავს, არა?
Marilyn

ელისი
უსაყვარლესი ზომბი ელისი.

დემონი ბავშვის ხელი
ხელი
კანის თითოეული ნაკეცი ისეთი რეალურია… მენსფილდის თოჯინები ცოცხლებს ჰგვანან.

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, დემონი ჩვილი.
დემონი ჩვილი
ჩვილი დემონი
მე თუ მკითხავთ, მენსფილდის თოჯინებს საშინელზე მეტად, საყვარლები ეთქმით.
ჩვილები

მერილინი შემოქმედების პროცესში
დამზადების პროცესი

Marilyn
აშკარად ბედნიერი ჩანს, რატომაც არა? :)

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *