Geeky Blog

როგორ დავქორწინდეთ საყვარელ პერსონაჟზე

2014 წლის 10 ნოემბერი

შემთხვევით წავაწყდი ერთ უღიმღამო უცხოურ საიტზე ჩანაწერს ადამიანებზე, რომლებიც თავის საყვარელ პერსონაჟებზე „დაქორწინდნენ“ საიტზე myfconline.com.
ჩანაწერის ავტორი რატომღაც კრიტიკულად აფასებდა ამას, მოიხსენიებდა როგორც მარტოსულების გასართობს და ასე შემდეგ, როგორც „აზროვნებენ“ ხოლმე ბანალური, მიწიერი ადამიანები, ვისთვისაც ბუნებამ მინიმალური ფანტაზიის უნარიც არ გაიმეტა. :|
აი, მე თუ მკითხავთ, არაჩვეულებრივი გასართობია. უკვე დარეგისტრირება და „დაოჯახებაც“ მოვასწარი (ცოტა ის აფუჭებს საქმეს, ჩემს „მეუღლეს“ კიდევ ოთხასამდე სხვა „მეუღლე“ რომ ჰყავს, მაგრამ სულ არაფერს…) :D არაა ხელიდან გასაშვები ზოგიერთი პერსონაჟი. :D სხვა თუ არაფერი, არ არიან ნაკლოვანებებით ისეთი დახუნძლულნი, როგორც რეალურად არსებული ხალხი. :დიახ:
ნუ იცრით იუმორზე, ხალხო. :) ცოტაოდენი ოცნება და ფანტაზიაც დაუშვით ცხოვრებაში. :)
ჩემი პროფილი myfconlineზე :D
ესეც ყველაზე მოთხოვნადი პერსონაჟების (და არამხოლოდ) ათეული, რომლებმაც მეუღლეების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვეს :D
1. Captain Jack Sparrow
2. Sasuke Uchiha
3. Kyo Sohma
4. Billie Joe Armstrong
5. Johnny Depp
6. Hiei Jaganshi
7. Sesshoumaru
8. Gaara
9. Hatake Kakashi
10. Kurama

წარმატებებს გისურვებთ :D

P. S.

მეუღლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *