Geeky Blog

საჰელოუინო რჩევები

2014 წლის 8 ოქტომბერი

გაფრთხილება:  სუსტი ნერვების მქონე და ხისთავიან პიროვნებებს კითხვის გაგრძელებას არ ვურჩევ…
ჯადოქრები
მოგესალმებით! ზედმეტი იქნება ავღნიშნო, რომ საკმარისად ვერ ვაქტიურობ, რადგან უამრავი საქმე მაქვს და თანაც ნაჩქარევი თითქმის არაფერი ვარგა…
ოქტომბრის დადგომისთანავე საკუთარ თავს ვუთხარი, დროა რამე დაწერო მეთქი ბლოგზე, რასაკვირველია, ჰელოუინთან დაკავშირებით — აბა, სხვა რაზე უნდა დაწერო ოქტომბერში?!
„Every day is Halloween, isn’t it? For some of us…“
Tim Burtonის ამ სიტყვებს მხოლოდ სამ სიტყვას დავამატებდი:
„განსაკუთრებით წელიწადში ერთხელ“ :D
დროა მოემზადოთ ამ განსაკუთრებული დღისთვის, იზრუნოთ ჩაცმულობაზე, თუ ჯერ კიდევ არ გიზრუნიათ (ბუნებრივია ეს სიტყვები მათ ეხებათ, ვისაც ეს დღესასწაული მოსწონს, სხვებმა საერთოდ რატომ უნდა წაიკითხონ, ვერ ვხვდები :| )… თუკი ჩემსავით მიიჩნევთ, რომ გარეთ მოწყენილობაა და გადაწყვეტილი გაქვთ შინ გაატაროთ მთელი ეს დრო, გაცილებით ბევრ რამეზე მოგიწევთ ზრუნვა…

რამდენიმე რჩევას მოგცემთ, იმედია, ერთი მაინც გამოადგება ვინმეს:

საჰელოუინო სუფრა

ადრე უკვე ვისაუბრე საჰელოუინო კოქტეილებზე და რადგან ეს არ დაგანაყრებთ, გადავწყვიტე შემდეგი რჩევები მოგაწოდოთ…
პენტაგრამა ან ბაფომეტი (გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავთ) :D სახალისო და ორიგინალურია
პენტაგრამა
(ხარისხს და არაგოთურ-ჰელოუინისთვის შეუფერებელ თეფშს არ ვიმჩნევთ :D არც საშინელ ვიზუალურ მხარეს — ვჩქარობდი და ვერ დავხვეწე, თანაც სამზარეულოში არც ისე ხშირად ვტრიალებ… დიდად არც მოვინდომე გაკვეთილისთვის)
ინგრედიენტები:
ძეხვი
მდოგვი (ეს აუცილებელი არ არის)
საწებელი
მომზადება ძალიან მარტივია, იღებთ ძეხვს, ჭრით და საწებლით ხატავთ…

სამმაგი მთვარე, ასევე ცნობილი როგორც სამმაგი ქალღმერთი.
სამმაგი მთვარე
ეს წინაზე უფრო მარტივია, რადგან ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, ძეხვის დაჭრაა.

და ბოლოს, თითი (დიახ, არ მოგჩვენებიათ).
თითი
რჩევა: სჯობს წვრილი და ღია ფერის სოსისი შეარჩიოთ და არა ისეთი, როგორიც სურათზეა.

(ნუ მიყურებთ ასე, არ ვარ კანიბალი :დაცინვა: )

გოგრა

შარშან ისე აეწყო, რომ გოგრის შოვნა ვერ მოვახერხე, ამიტომ სჯობს 1-2 დღით ადრე დაიჭიროთ თადარიგი… ასევე, თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გოგრა სხვა რამით, მაგ. ფორთოხლით (კელტები მხოლოდ გოგრას არ იყენებდნენ).
ფორთოხალი

მუსიკა

განწყობისთვის ცუდი არ იქნება მუსიკა, მაგალითად როგორებიცაა This Is Halloween და Samhain ან რაც თქვენს გულს კი არა და, ყურებს გაუხარდება. :D

დეკორაციები

სულ არაფერს, ცუდი არ იქნება, თუ შავ ბუშტებს ან ქაღალდისგან გამოჭრილ აბლაბუდას გამოიყენებთ (ოღონდ ლამპარს მოარიდეთ). თუ ასეთი მარტივი რამეებიც გეზარებათ, ეს საქმე ობობებს მიანდეთ — ძალიან ნიჭიერი დეკორატორები არიან და რაც მთავარია, ანაზღაურებას არ მოგთხოვენ. :დიახ:

საკითხავი

ყოფნას ან არ ყოფნას არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს საშინელი ისტორიები ან რამე შესაფერისი წიგნი…

ფილმები

არაფერი არ უხდება ჰელოუინს ისე, როგორც კარგი საშინელებათა ფილმი (ცხადია იმდენად საშინელი, რამდენსაც თქვენი ნერვები გაუძლებს. აი, მაგალითად: თუ ზემოთ მოცემული ფოტოების თვალიერებისას გული წაგივიდათ ან რამე უხერხული დაგემართათ და კვლავ აგრძელებთ კითხვას, გირჩევთ „კივილსა“ და „ბნელ ჩრდილებზე“ „საშიში“ არაფერი ნახოთ :D თუკი რეაქცია არ გქონიათ, თამამად შეგიძლიათ უყუროთ მეტნაკლებად „საშინელ“ ფილმებს როგორებიცაა „ზარი“, „ლეგიონი“ და სხვები… ხოლო თუ მომზადება გადაწყვიტეთ, აშკარად არ გეთქმით სუსტი ნერვების პატრონი და სავარაუდოდ მხიარული ჰელოუინი გელით…. საუკეთესო ფილმებზე უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ)

გარეგნობა

თუ არ გსურთ, ვინმე თქვენს მსგავსად გამოიყურებოდეს, ნუ გაიკეთებთ Ghostfaceის ნიღაბს, რადგან წელს ძალიან ბევრ ადგილას იყიდებოდა და სავარაუდოდ უმრავლესობა სწორედ მას მოირგებს.

კრუგერი
თუ ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებიათ, როგორ გამოეწყოთ, დაფიქრდით ამ ვარიანტზეც — გახდით ფრედი (ან ფრიდა :D ) კრუგერი. ოღონდ მთლად ასე თხლადაც ნუ ჩაიცმევთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ არც ისე სასიამოვნო ამინდია.

დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ! ^_^

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *