Geeky Blog

როგორ დავქორწინდეთ საყვარელ პერსონაჟზე


2014 წლის 10 ნოემბერი

შემთხვევით წავაწყდი ერთ უღიმღამო უცხოურ საიტზე ჩანაწერს ადამიანებზე, რომლებიც თავის საყვარელ პერსონაჟებზე „დაქორწინდნენ“ საიტზე myfconline.com.
ჩანაწერის ავტორი რატომღაც კრიტიკულად აფასებდა ამას, მოიხსენიებდა როგორც მარტოსულების გასართობს და ასე შემდეგ, როგორც „აზროვნებენ“ ხოლმე ბანალური, მიწიერი ადამიანები, ვისთვისაც ბუნებამ მინიმალური ფანტაზიის უნარიც არ გაიმეტა. :|
აი, მე თუ მკითხავთ, არაჩვეულებრივი გასართობია. უკვე დარეგისტრირება და „დაოჯახებაც“ მოვასწარი (ცოტა ის აფუჭებს საქმეს, ჩემს „მეუღლეს“ კიდევ ოთხასამდე სხვა „მეუღლე“ რომ ჰყავს, მაგრამ სულ არაფერს…) :D არაა ხელიდან გასაშვები ზოგიერთი პერსონაჟი. :D სხვა თუ არაფერი, არ არიან ნაკლოვანებებით ისეთი დახუნძლულნი, როგორც რეალურად არსებული ხალხი. :დიახ:
ნუ იცრით იუმორზე, ხალხო. :) ცოტაოდენი ოცნება და ფანტაზიაც დაუშვით ცხოვრებაში. :)
ჩემი პროფილი myfconlineზე :D
ესეც ყველაზე მოთხოვნადი პერსონაჟების (და არამხოლოდ) ათეული, რომლებმაც მეუღლეების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვეს :D
1. Captain Jack Sparrow
2. Sasuke Uchiha
3. Kyo Sohma
4. Billie Joe Armstrong
5. Johnny Depp
6. Hiei Jaganshi
7. Sesshoumaru
8. Gaara
9. Hatake Kakashi
10. Kurama

წარმატებებს გისურვებთ :D

P. S.

მეუღლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.



საჰელოუინო რჩევები


2014 წლის 8 ოქტომბერი

გაფრთხილება:  სუსტი ნერვების მქო (more…)



დაცემული


2014 წლის 5 ოქტომბერი

წელი 1998
რეჟისორი გრეგორი ჰობლიტი
როლებში დენზელ ვაშინგტონი, ჯონ გუდმენი, დონალდ საზერლენდი.
აღწერა
ქალაქის ციხეში სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს სახეფათო დამნაშავე, მკვლელი–მანიაკი. ამ წუთიდან ქალაქში საიდუმლო მკვლელობების სერია იწყება. მკვლელი ერთი მეორეს მიყოლებით კლავს ადამიანებს, მსხვერპლთა სხეულები მეტყველებენ რიტუალური ხასიათის მკვლელობებზე. პოლიციის დეტექტივი ჰობსი, რომელიც მანიაკის სიკვდილით დასჯას ესწრებოდა, გამოძიებას საკუთარ ხელში იღებს და მკვლელის ვინაობის დადგენას ცდილობს, რის დროსაც გამოძიებელი მივა დასკვნამდე, რომ მკვლელი — დემონია.



რომელი სიმპათიური ფანტასტიკური ფილმის პერსონაჟი გახდება თქვენი მოკავშირე? (გასართობი ტესტი)


2014 წლის 11 სექტემბერი

არ ვიცი, რამდენად გაერთობით, მაგრამ მე ძალიან შევეცადე კარგი გამომსვლოდა დაპირებული გასართობი ტეს (more…)



მერილინ მენსფილდი და მისი თოჯინები


2014 წლის 9 სექტემბერი

წარმოდგენა არ მქონდა, რის შესახებ დამეწერა, რამდენიმე რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვყოყმანობდი. მოულოდნელად facebookზე ერთმა გვერდმა გააზიარა მენსფილდის სათამაშოების ფოტო და გადავწყვიტე კვლავ თოჯინების თემას შევხ (more…)



შაინ ერინის თოჯინები


2014 წლის 6 სექტემბერი

მათ დანახვაზე ადამიანების დიდ ნაწილს ალბათ პედიოფობია დაემართება. იგი აკეთებს მოჩვენებებს, მუმიებს, ზომბებს და სხვა მრავალ არც ისე სასიამოვნო შესახედაობის თოჯინას, რომლებიც თავისი ორიგინ (more…)



სხვა სამყარო: გამოღვიძება


2014 წლის 4 სექტემბერი

ვიფიქრე უსამართლობა იქნებოდა, უეს ბენტლის დაბადების დღეს არ დამედო რომელიმე ფილმი მისი მონაწილეობით და რადგანაც 3 ფილმიდან, რომელიც მომწონს, 2 უკვე ბლოგზე გახლდათ, არჩევანი ამ ფილმზე შევაჩერე.
მოკლე აღწერა:
სელინი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ წლების მანძილზე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და ჰყავს მოზარდი ქალიშვილი – ჰიბრ (more…)



გააზრებული სიზმარი


2014 წლის 28 აგვისტო

ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სიზმარს ხედავ და ხვდები, რომ გძინავს.
სიზმრები ამოუხსნელი, საოცარი და მრავალფეროვანია. ხშირად წინასწარმეტყველური (მე ამას დამთხვევას და დაკავშირებას ვუწოდებ), კოშმარული და ასე შემდეგ… როგორ ვმართოთ სიზმრები? მრავალი წლის წინ ვუყურე დოკუმ (more…)



სიმპათიური ფანტასტიკური ფილმების პერსონაჟები


2014 წლის 11 აგვისტო

Hello! ბავშვობიდან ვგიჟდები ფანტასტიკურ და საშინელებათა ფილმებზე (ხანდახან სხვა ჟანრშიც გამოერევა ხოლმე რაღაც ჩემთვის საინტერესო, თუმცა ეს სხვა საკითხია). ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ფილმის ყურება გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც მასში სიმპათიური პერსონაჟები (მსახიობები, თუ როგორცაა :D ) არიან. გადავწყვიტე ჩავატარო რაღაც გამოკითხვისმაგვარი, რათა გამოვავლინო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პერსონაჟები, რომელთაც შემდეგ იხილავთ გასართობ ტესტ (more…)



შიმშილის თამაშები


2014 წლის 6 ივლისი


ქართულ და რუსულ ენაზე.